AJ AUXERRE FC GIRONDINS DE BORDEAUX US BOULOGNE CO GRENOBLE FOOT 38 LE MANS UC 72 RC LENS LOSC LILLE MÉTROPOLE FC LORIENT BRETAGNE SUD OLYMPIQUE LYONNAIS OLYMPIQUE DE MARSEILLE AS MONACO FC MONTPELLIER HÉRAULT SC AS NANCY LORRAINE OGC NICE COTE D'AZUR PARIS SAINT-GERMAIN STADE RENNAIS FC AS SAINT-ETIENNE FC SOCHAUX-MONTBÉLIARD TOULOUSE FC VALENCIENNES FC

სიახლის დამატება





CS1.6 Monitoring
მთავარი » სტატიები » ქართველი დიდებულები

გიორგი V იმერეთის მეფე
იმერეთის მეფე 1703-1704, 1707-1711, 1712-1713, 1714-1716, 1719-1720 წლებში. ალექსანდრე IV-ის ძე. მიუხედავად ქართლის მეფის, ვახტანგ VI-ის მხარდაჭერისა, გიორგი VI-ის მდგომარეობა ერთობ მძიმე იყო. თურქეთი კვლავ ენერგიულად ცდილობდა თავისი გავლენის განმტკიცებას მთელ დასავლეთ საქართველოში, თან სამეფო ტახტის ხან ერთ, ხან, მეორე მაძიებელს ემხრობოდა, ბრძოლა კი ამ ტახტისათვის პრაქიიკულად არ ცხრებოდა. გიორგის გამეფებისას ქვეყანას სინამდვილეში მალაქია-აბაშიძე განაგებდა, მეფე კი ქუთაისის ციხეში იყო გამოკეტილი. 1707 წ. აბაშიძის აღზევებით უკმაყოფილო თავაებმა გიორგი ციხიდან გამოიყვანეს და სამეფო ტახტი ჩააბარეს, მეფემ აბაშიძეს სამეფოს დატოვება მოსთხოვა. პასუხად თავად ლევან ლიპარტიანს დაუკავშირდა, რომელიც 1707 წ. რაჭის ერისთავთან ერთად ფარცხანაყანებში იდგა და აბაშიძეს ელოდა, მეფემ მათი გეგმა შეიტყო, მთელი ღამე იარა, მტერს მოულოდნელად დაესხა თავს და სასტიკად დაამარცხა. ამის შემდეგ კაცხის ციხეს მიადგა, რომელიც აბაშიძი ძემ, პაატამ უომრად ჩააბარა; სვერის ციხე კი ვეღარ აიღო და უკან გაბრუნდა. ამის შემდეგ მეფე რაჭაში გადავიდა, მრავალი ადგილი დაარბია, მაგრამ ვერ დაიმორჩილა. იმერეთში დაბრუნდა და აბაშიძეების ციხეს - ნავარძეთს მიადგა. მოალყე მეფემ კაციამ და ბეჟანმა მამის - ლიპარტიანის წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარება სთხოვეს. გიორგიმ ნავარძეთს ქველი წერეთელი დატოვა, თვითონ კი ოდიშისაკენ გაეშურა. ლიპარტიანი აფხაზეთში გაიქცა, მისმა მდევრებმა კი შარვაშიძესთან ზავი დადეს. ცოტა ხანში ლიპარტიანმა დადიანობა დაიბრუნა, მეფემ შემოარიგა და მასთან ერთად რაჭადალაშქრა (1711 წლის აგვისტო), მაგრამ ლაშქრობა ბოლომდე ვერ მიიყვანა ლიპარტიანის ღალატის გამო, რომელიც მამია გურიელს, შოშიტა რაჭის ერისთავსა და ზურაბ აბაშიძეს დაუკავშირდა. შეთქმულებმა გიორგი VI გააძევეს და მამია III გურიელი გაამეფეს (1711 წლის ოქტომბერი). გიორგი VI ქართლში, ვახტანგ VI-სთან გადავიდა, რომელმაც იგი აბაშიძესთან დააზავა. 1712 წლის ივნისში მეფემ მამია გურიელი ჩხართან დაამარცხა და კვლავ გამეფდა. მამია რაჭაში გადავიდა. ზურაბ აბაშიძის დაბეზღებით მეფემ გიორგი ნიჟარაძეს თვალები დასთხარა, ცოლი გაშუვა და მისი ცოლი შეირთო. მალე გურიელი, დადიანი, რაჭის ერისთავი და სხვა დიდებულები მეფის წინააღმდეგ გაერთიანდნენ და 1713 წ. ოკრიბასთან ბრძოლაში სძლიეს მას. გიორგი ისევ ქართლში გაიქცა. 1714 წელს, მამია გურიელის გარდაცვალების შემდეგ, გიორგი კვლავ გამეფდა, მაგრამ 1717 წ. იმერეთში ჯარით შემოსულმა ახალციხის ფაშამ სიმონეთთნ ბრძოლაში მეფე დაამარცხა და გიორგი IV გურიელი გაამეფა, გიორგი V კი სტამბოლში წავიდა, საიდანაც 1719 წელს დაბრუნდა. ისაყ ფაშამ სულთნის ბრძანებით გიორგი მეფეს უარი მისცა, რომლის დახმარებითაც მან ოკრიბასთან მდგომი გიორგი IV გურიელისა და მისი მომხრეების რაზმი სასტიკად დაამარცხა. ამით, ფაქტობრივად, დასრულდა გურიელთა 50-წლიანი მძლავრობა იმერეთის ტახტზე. დადიანი და ზურაბ აბაშიძე ოდიშს გაიქცნენ. შოშიტამ კი რაჭას შეაფარა თავი. ოსმალებმა უამრავი მებრძოლი დახოცეს, მრავალი ციხე და კოშკი დაარბიეს, მერე კი ოდიშში გადავიდნენ. და იქაურობა მოაოხრეს. გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდნილი სამეგრელოს მთავარი დაუზავდა მეფეს, რომელიც ქუთაისში გაბრუნდა, იმერეთი შემოიმტკიცა და ოსმალნი დაითხოვა. გაზაფხულზე შოშიტა ერისთავმა და ზურაბ აბაშიძემ მეფეს კვლავ სიმონ აბაშიძე მიუჩინეს, რომელმაც გიორგი თხმელისციხეში დაპატიჟა და ნადიმზე ვერაგულად მოაკვლევინა (1720).
კატეგორია: ქართველი დიდებულები | დაამატა: biography (2009-02-06)
ნანახია: 1048 | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარი: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
$smenu_1$
სიახლის დამატება