AJ AUXERRE FC GIRONDINS DE BORDEAUX US BOULOGNE CO GRENOBLE FOOT 38 LE MANS UC 72 RC LENS LOSC LILLE MÉTROPOLE FC LORIENT BRETAGNE SUD OLYMPIQUE LYONNAIS OLYMPIQUE DE MARSEILLE AS MONACO FC MONTPELLIER HÉRAULT SC AS NANCY LORRAINE OGC NICE COTE D'AZUR PARIS SAINT-GERMAIN STADE RENNAIS FC AS SAINT-ETIENNE FC SOCHAUX-MONTBÉLIARD TOULOUSE FC VALENCIENNES FC

სიახლის დამატება





CS1.6 Monitoring
მთავარი » სტატიები » ქართველი დიდებულები

გიორგი IV ლაშა-გიორგი
საქართველოს მეფე 1209-1222 წლებში. თამარ მეფისა და დავით სოსლანის უფროსი ვაჟი. დაიბადა 1193 წელს, საარაკო სილამაზისთვის უწოდეს ''ლაშა'' (''ქუეყნისა მანათობელი''). 1207 წელს დავით სოსლანის გარდაცვალების შემდეგ ლაშა-გიორგი თამარ მეფემ თანამოსაყდრედ დაისვა, ხოლო მისი სიკვდილის შემდეგ 16 წლის ლაშა ერთიანი საქართველოს ხელმწიფე გახდა. მის დროს საქართველო კვლავაც წარმოადგენდა ერთაინ კავკასიურ იმპერიას გადაჭიმულს ''ნიკოფსიიდან დარუბანდამდე''. გამეფებისთანავე ლაშა-გიორგის გადაუდგა განძის ათაბაგი, მეფემ მაშინვე გაილაშქრა მის წინააღმდეგ დაამარცხა და კვლავ დაიმორჩილა იგი. 1211-1215 წლებში ლაშა-გიორგიმ ხელახლა დალაშქრა და დაიმორჩილა საქართველოს ყმადნაფიცი ქვეყნები: ორტონი, ნახჭევანი, ხლათი და ერზურუმი. 1212 წელს მისი დავალებით შალვა ახალციხელმა დაიპყრო კერჩოლი. გიორგი-ლაშა დიდი სახელით სარგებლობდა დასავლეთ ევროპაში - მას უწოდებდნენ ''ქრისტიანობის ბურჯს'' და ''ახალ ალექსანდრე მაკედონელს''. 1219 წელს რომის პაპმა ჰონორიუს III-მ საქართველოს მეფე ჯვაროსნულ ლაშქრობაში მიიწვია, ლაშა გამალებით ემზადებოდა ამ ლაშქრობისთვის მაგრამ 1220 წელს საქართველოში მოულოდნელად შემოიჭრა მონღოლთა ლაშქარი ჯებე ნოინისა და სუბუდაი ბაჰადურის სარდლობით (ეს იყო მონღოლთა პირველი გამოჩენა კავკასიაში). ბრძოლაში რომელიც უშედეგოდ დამთავრდა (ორივა მხარე თავის თავს თვლიდა გამარჯვებულად) ლაშა-გიორგი მძიმედ დაიჭრა. 1221 წელს კიდევ მოხდა ორი შეტაკება ქართველებსა და მონღოლებს შორის, საბოლოო ჯამში მონღოლები ჩრდილოეთ კავკასიაში გადავიდნენ. ლაშა-გიორგი კვლავ ''ჯვაროსნული ლაშქრობის'' სამზადისს დაუბრუნდა, მარამ არ დასცალდა - 1222 წლის 18 იანვარს, ადრე, მონღოლებთან ბრძოლაში მიღებული ჭრილობა გაეხსნა და გარდაიცვალა. ლაშა-გიორგი თაფისუფალი აზროვნებისა და ყოფაქცევის კაცი იყო, უყვარდა ბოჰემური ცხოვრება. მოეწონა ველისციხელი გლეხის ქალი, შეუყვარდა, ქმარს წაართვა და სასახლეში წაიყვანა. მისგან შეეძინა ძე დავითი (დავითVII ულუ). ბოლოს ის ქალი კათალიკოს-პატრიარქმა ეპიფანემ და სამეფო კართან დაახლოებულმა თავადებმა ძალით წაართვეს და ქმარს მიუბრუნეს. ლაშას სხვა ცოლი აღარ შეურთავს. ქვეყნის შიგნით მეფე ცდილობდა დავით აღმაშენებლის და გიორგი III-ის მკაცრი კურსის გატარებას გაპარპაშებულ ფეოდალთა მიმართ და ამ მხრივ საკმაო წინააღმდეგობას აწყდებოდა ხოლმე (განსაკუთრებით მხარგრძელთა მხრიდან). გამეფდა 16 წლის, იმეფა 13 წელი, გარდაიცვალა 29 წლის. დაკრძალულია გელათში.
კატეგორია: ქართველი დიდებულები | დაამატა: biography (2009-02-06)
ნანახია: 1345 | რეიტინგი: 5.0/1 |
სულ კომენტარი: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
$smenu_1$
სიახლის დამატება