AJ AUXERRE FC GIRONDINS DE BORDEAUX US BOULOGNE CO GRENOBLE FOOT 38 LE MANS UC 72 RC LENS LOSC LILLE MÉTROPOLE FC LORIENT BRETAGNE SUD OLYMPIQUE LYONNAIS OLYMPIQUE DE MARSEILLE AS MONACO FC MONTPELLIER HÉRAULT SC AS NANCY LORRAINE OGC NICE COTE D'AZUR PARIS SAINT-GERMAIN STADE RENNAIS FC AS SAINT-ETIENNE FC SOCHAUX-MONTBÉLIARD TOULOUSE FC VALENCIENNES FC

სიახლის დამატება





CS1.6 Monitoring
მთავარი » სტატიები » ქართველი დიდებულები

გიორგი II იმერეთის მეფე
იმერეთის მეფე 1565-1583 წლებში. ბაგრატ III-ის ძე. მისი მეფობიას არ ცხრებოდა ბრძოლა მეფესა და მთავრებს შორის; ფეოდალები პირველობისათვის ბრძოლაში ერთმანეთსაც უმოწყალოდ ანადგურებდნენ. იმერეთის მეფე გურიელს - გიორგი II-ს დაუმოყვრდა. ამის გამო ლევან I დადიანმა მისი ტახტიდან ჩამოგდება და ხოსრო ბატონიშვილის გამეფება გადაწყვიტა. ლევანის მხარეზე ვარაზა ჭილაძე და ლიპარტიანი იდგნენ. ისინი იმერეთისკენ დაიძრნენ და 1568 წელს იანეთთან მეფისა და გურიელის ლაშქარი ერთმანეთს შეებრძოლა. იანეთთან გიორგი მეფემ გაიმარჯვა და ოდიშში გადავიდა. დადიანმა დახმარებისათვის ოსმალეთს მიაშურა. იქიდან ცხრა ხომალდი. ტრაპიზონისა და არზრუმის საფაშოების ჯარი ჩამოიყვანა და სატყეპელასთან დაბანაკდა. გურიელი შეშინდა და დადიანს შერიგება სთხოვა. დადიანი დათანხმდა და გაერთიანებული ძალებით ოდიში დაიბრუნა. გიორგი მეფემ საპასუხო მოქმედებით დადიანის მოკავშირე ჭილაძე მოკლა და საჯავახოს დაეუფლა. ამის შემდეგ მეფე დადიან-გურიელის წინააღმდეგ სალაშქროდ ემზადებოდა. მაგრამ მთავრებმა დაასწრეს და თვითონ ილაშქრეს საჯავახოზე. ლევან I 1572 წელს ნადირობისას დაიღუპა და მთავრის ტახტზე მისი ძე, გიორგი III დადიანი ავიდა. ამის შემდეგ მეფემ მთავრებთან ბრძოლის ტაქტიკა შეცვალა და მშვიდობიანი გზა აირჩია; დადიანის ასული მან თავისი ძეზე - ბაგრატზე დააქორწინა. მისივე მცდელობით დადიანმა გურიელს ხობი უბოძა და სამტროდ აღძრულნი კვლავ შეარიგა, თუმცა გურია-ოდიშ-იმერეთის ეს ზავი მაინც დროებითი აღმოჩნდა. მალე ოსმალეთმა საქართველოში აქტიური მოქმედების დაწყება გადაწყვიტა. თუმცა გიორგი მეფემ 1578 წელს ლიხის სიმაგრეებთან ოსმალთა დიდი ლაშქარი დაამარცხა, მაგრამ იმერეთის მეფე თავიანთ პოლიტიკურ თამაშში მაინც ჩააბეს. ოსმალთა ჯარი სიმონ ქართლის მეფესთან საბრძოლველად სამცხიდან თბილისისაკენ გაეშურა: ოსმალთა სარდალმა სინან ფაშამ გიორგის შესთავაზა მხარი დაეჭირა მისთვის. როგორც ჩანს, გამარჯვების შემთხვევაში თურქები თბილისს გიორგის ძეს სთავაზობდნენ. გარდა ამისა, მეფე ალბათ შიშობდა, თუ უარს იტყოდა, თურქეთს ურჩ მთავართა მხარე არ დაეჭირა. ასეა თუ ისე, დასავლეთ საქართველოს მეფე-მთავრებმა ქართლში ილაშქრეს (1581). 1583 წელს გიორგი მეფემ, იმის შიშით, რომ მის მცირეწლოვან შვილს მეფობაში არ შესცილებოდნენ, თავისი ძმა, კონსტანტინე შვილთან ერთად შეიპყრო და ციხეში გამოკეტა. იმავე წელს გიორგი II გარდაიცვალა.
კატეგორია: ქართველი დიდებულები | დაამატა: biography (2009-02-06)
ნანახია: 987 | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარი: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
$smenu_1$
სიახლის დამატება