AJ AUXERRE FC GIRONDINS DE BORDEAUX US BOULOGNE CO GRENOBLE FOOT 38 LE MANS UC 72 RC LENS LOSC LILLE MÉTROPOLE FC LORIENT BRETAGNE SUD OLYMPIQUE LYONNAIS OLYMPIQUE DE MARSEILLE AS MONACO FC MONTPELLIER HÉRAULT SC AS NANCY LORRAINE OGC NICE COTE D'AZUR PARIS SAINT-GERMAIN STADE RENNAIS FC AS SAINT-ETIENNE FC SOCHAUX-MONTBÉLIARD TOULOUSE FC VALENCIENNES FC

სიახლის დამატება





CS1.6 Monitoring
მთავარი » სტატიები » ქართველი დიდებულები

გიორგი II ავგიორგი. კახეთის მეფე
კახეთის მეფე 1511-1513 წლებში, ძე ალექსანდრე I-სა და ანა დედოფლის. დაიბადა 1469 წელს. ჯერ კიდევ გამეფებამდე უთანხმოება ჰქონდა მამასთან და უმცროს ძმასთან, დიმიტრისთან, რომელსაც თავის მეტოქედ თვლიდა. არ იზიარებდა მათ პოზიციას – ქართლის სამეფოსთან მშვიდობიანი ურთიერთობის შესახებ და თავის მომხრეებთან ერთად რამდენიმეჯერ ილაშქრა ქართლში. 1511 წელს თავს დაესხა საფურცლიის ჭალაში მყოფ ალექსანდრე I-სა და დიმიტრის. მამა მოკლა, ხოლო ძმას თვალები დასთხარა და ოჯახითურთ კახეთიდან გააძევა. ამის გამო მას ავ-გიორგი უწოდეს და ასეთი ზედწოდებით შევიდა კიდეც საქართველოს ისტორიაში. არც გამეფების მერე შეუცვლია ავ-გიორგის თავისი დამოკიდებულება ქართლისადმი და კვლავ აგრძელებდა მეზობელი სამეფოს რბევას. კახეთის მეფის წინააღმდეგ ბრძოლა თავს იდო ქართლის მეფის, დავით X-ის ძმამ ბაგრატ ბატონიშვილმა. ამისათვის მან შიდა ქართლის სადროშოს სპასპეტობა და საუფლისწულოდ მუხრანის მიცემა ითხოვა. ბაგრატმა თავის რეზიდენციად მტვრის ციხე (ქსნის ციხე) არჩია. 1512 წ. ავ-გიორგიმ ალყა შემოარტყა ციხეს. სამი თვის თავზე კახეთის მეფემ ალყაშემორტყმულ ბატონიშვილს ღვინო გაუგზავნა და თანაც შეუთვალა – “ხარ ძე მეფისა და არს ჟამი მრავალი, რომელსა არ გისვამს, აწ ისმიე”. პასუხად – ციხიდან ახლად დაჭერილი ორაგული მიიღო. “სამი თვეა მყოფობ ქსანსა ზედა და არ გიგემია, იგემე, რამეთუ ცოცხალ არს”, – შემოუთვალა მუხრანის ბატონმა. გაწბილებული ავ-გიორგი ციხეს გაეცალა და კახეთში დაბრუნდა, თუმცა ქართლის რბევაზე არც ამის მერე აღია ხელი. 1513 წელს კახეთის მეფე ქართლში მორიგი “გმირული” ლაშქრობიდან ბრუნდებოდა. ჯარის ძირითადი ნაწილი წინ გაეშვა და თავად მცირე ამალით უკან მიჰყვებოდა, ნადირობით იქცევდა თავს. ძალისის ხევში (მცხეთის მახლობლად) მას ბაგრატი ჩაუსაფრდა. ამჯერად არ გაუმართლა ავ-გიორგის და ქართლის მეფის ძმას ტყვედ ჩაუვარდა. დატყვევებული გიორგი მტვერის ციხეში გამოკეტეს. სადაც მალევე გარდაიცვალა. დარჩა მეუღლე ელენე ჩოლოყაშვილი და ერთი ვაჟი ლევანი.
კატეგორია: ქართველი დიდებულები | დაამატა: biography (2009-02-06)
ნანახია: 1628 | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარი: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
$smenu_1$
სიახლის დამატება