AJ AUXERRE FC GIRONDINS DE BORDEAUX US BOULOGNE CO GRENOBLE FOOT 38 LE MANS UC 72 RC LENS LOSC LILLE MÉTROPOLE FC LORIENT BRETAGNE SUD OLYMPIQUE LYONNAIS OLYMPIQUE DE MARSEILLE AS MONACO FC MONTPELLIER HÉRAULT SC AS NANCY LORRAINE OGC NICE COTE D'AZUR PARIS SAINT-GERMAIN STADE RENNAIS FC AS SAINT-ETIENNE FC SOCHAUX-MONTBÉLIARD TOULOUSE FC VALENCIENNES FC

სიახლის დამატება





CS1.6 Monitoring
მთავარი » სტატიები » ქართველი დიდებულები

გიორგი II
საქართველოს მეფე, 1072-1089 წლებში. ძე ბაგრატ IV-ისა. მცირეწლოვანი გიორგი მამამ, კონსტანტინოპოლს წასვლისას (1054 წ.), თავის ადგილას დატოვა ქუთათისის ტახტზე. ერთი წლის შემდეგ, ბაგრატზე მტრად გადაკიდებულმა ლიპარიტ კლდეკარის ერისთავმა რუისში, გიორგი სრულიად საქართველოს მეფედ აკურთხებინა და “მზრდელად” თვითონვე დაუდგა. როცა ბაგრატი კონსტანტინოპოლიდან მობრუნდა (1057 წ.) გიორგიმ მამას ტახტი დაუბრუნა. 1070 წელს ბაგრატმა გიორგი ქარველთა და ოვსთა ჯარებს უსარდლა და განძას გაგზავნა. გიორგიმ ამირა ფადლონი გაანადგურა, განძა აიღო და დიდი ნადავლით დაბრუნდა უკან. 1072 წელს კი, მამის სიკვდილის შემდეგ, იგი ავიდა საქართველოს სამეფო ტახტზე. გიორგი არ იყო მტკიცე პიროვნება. სიმამაცე და რაინდული სიქველე არ აკლდა, მაგრამ ნებისყოფით იყო რბილი და მერყევი. მისი სტიქია ნადირობა და ნადიმობა იყო, მაშინ, როცა ქვეყანას უმძიმესი განსაცდელი აწვა. 1073 წელს მეფეს განუდგნენ ნიანია ქვაბულის ძე, ივანე ლიპარიტის ძე ბაღვაში და ვარდან სვანთა ერისთავი. მეფემ ისინი დაამარცხა, მაგრამ დასჯის მაგივრად დაასაჩუქრა: ივანეს სამშვილდე და ლოწობანი მისცა, ნიანიას – თმოგვი, ვარდანს – ასკალანა. 1074 წელს თურქ-სელჩუკები შემოესივნენ საქართველოს. გიორგიმ ისინიფ არცხისთან გამართულ ბრძოლაში სასტიკად დაამარცხა. 1074 წელს, ბიზანტიის განთქმულმა ქართველმა სარდალმა და პოლიტიკოსმა გრიგოლ ბაკურიანისძემ, გიორგის მისცა ქალაქი კარი. მაგრამ მალე ყველაფერი ცუდად წავიდა: 1079-1080 წლებში საქართველოში დაიწყო თურქთა განუწყვეტელი შემოსევები (“დიდი თურქობა”). ქვეყანა აოხრდა, გაიძარცვა და გაწყდა. გიორგი იძულებული გახდა სულტან მალიქ-შაჰს სწვეოდა ზავის ჩამოსაგდებად. მალიქ შაჰმა მაოხარი ლაშქრობები საქართველოზე შეწყვიტა, სამაგიეროდ გიორგის ხარაჯის გადახდა დააკისრა. გიორგიმ კახესის შემოერთება სცადა და ვეჟინის ციხეს ალყად შემოადგა. ალყა მთელი შემოდგომა გაგრძელდა, როცა თოვა დაიწყო, გიორგიმ ვეჟინს ალყა მოხსნა და აჯამეთის ტყეებს მიაშურა სანადიროდ. 1088 წელს საქართველო საშინელმა მიწისძვრამ დააქცია. 1089 წელს გიორგი მიხვდა, რომ უმძიმეს კრიზისში ჩავარდნილ ქვეყანას ვერ უვლიდა და მეფობა თავის ძეს, 16 წლის დავითს გადაულოცა. გიორგი II გარდაიცვალა 1112 წელს.
კატეგორია: ქართველი დიდებულები | დაამატა: biography (2009-02-06)
ნანახია: 951 | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარი: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
$smenu_1$
სიახლის დამატება