AJ AUXERRE FC GIRONDINS DE BORDEAUX US BOULOGNE CO GRENOBLE FOOT 38 LE MANS UC 72 RC LENS LOSC LILLE MÉTROPOLE FC LORIENT BRETAGNE SUD OLYMPIQUE LYONNAIS OLYMPIQUE DE MARSEILLE AS MONACO FC MONTPELLIER HÉRAULT SC AS NANCY LORRAINE OGC NICE COTE D'AZUR PARIS SAINT-GERMAIN STADE RENNAIS FC AS SAINT-ETIENNE FC SOCHAUX-MONTBÉLIARD TOULOUSE FC VALENCIENNES FC

სიახლის დამატება





CS1.6 Monitoring
მთავარი » სტატიები » ქართველი დიდებულები

ბაგრატ VII (ბაგრატ-ხანი)
ქართლის მეფე 1615-1619 წლებში. დავით XI-ის (დაუთ-ხანის) ძე. იგი იმ დროს თბილისში მყოფმა შაჰ აბას I-მადასვა ლუარსაბ II-ის ნაცვლად ქართლის მმართველად. მართალია, ქართული წყაროები ბაგრატ VII-ს მეფეს უწოდებს, მაგრამ სინამდვილეში იგი ირანის ტიპიური მოხელე-ხანი იყო. ბაგრატ-ხანის მეფობა არაფრით ყოფილა აღსანიშნავი. იგი სახელმწიფო მოღვაწეობისა და ქვეყნის მმართველობის უნარს მოკლებული იყო და მთლიანად შაჰ აბასზე იყო დამოკიდებული. მისი მმართვეობის პერიოდში ძლიერ გააქტიურდნენ ქვეყნის დეცენტრალიზაციისკენ მიმართული ძალები, რამაც სათავადოთა სისტემის გაძლიერება გამოიწვია. ბაგრატის მეფობის დროს “იყოფოდნენ მთავარნი თვისთვსად და განიმკუდრებდენ თვსთა კერძოთ”. ბაგრატ VII, ფაქტიურად, ქვემო ქართვლის – საბარათიანოს მეფე იყო. ქართლის მოსახლეობაში გამაჰმადიანებულებმა მეფემ სიყვარული და მხარდაჭერა ვერ ჰპოვა. მას ქართველები დაცინვით “საბართიანოს ბატონს” ეძახდნენ. ბაგრატ VII, ძირითადად, ბოლნისში ცხოვრობდა, სადაც გარდაიცვალა კიდეც 1619 წელს.
კატეგორია: ქართველი დიდებულები | დაამატა: biography (2009-02-07)
ნანახია: 1257 | რეიტინგი: 1.0/1 |
სულ კომენტარი: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
$smenu_1$
სიახლის დამატება