AJ AUXERRE FC GIRONDINS DE BORDEAUX US BOULOGNE CO GRENOBLE FOOT 38 LE MANS UC 72 RC LENS LOSC LILLE MÉTROPOLE FC LORIENT BRETAGNE SUD OLYMPIQUE LYONNAIS OLYMPIQUE DE MARSEILLE AS MONACO FC MONTPELLIER HÉRAULT SC AS NANCY LORRAINE OGC NICE COTE D'AZUR PARIS SAINT-GERMAIN STADE RENNAIS FC AS SAINT-ETIENNE FC SOCHAUX-MONTBÉLIARD TOULOUSE FC VALENCIENNES FC

სიახლის დამატება





CS1.6 Monitoring
მთავარი » სტატიები » ქართველი დიდებულები

ბაგრატ III
ერთიანი საქართველოს პირველი მეფე 975-1014 წლებში, მეფეთა-მეფის გურგენის და გურანდუხტ დედოფლის შვილი. X საუკუნის მეორე ნახევარში იწყება გადამწყვეტი ბრძოლა ერთიანი ქართული მონარქიის შექმნისთვის. ამ ბრძოლის ერთ-ერთი მოთავეა ქართლის ერისთავი იოანე მარუშისძე. საქართველოს გაერთიანებით დაინტერესებულ სახელმწიფო მოღვაწეთა ყურადღება მიიქცია მცირეწლოვანი ბაგრატ III-ის პიროვნებამ, რადგან იგი სამი სამეფოს მემკვიდრე იყო. ქართველთა მეფის ტიტულის მქონე ბაგრატ II-ის შვილიშვილი და მეფეთა-მეფის გურგენ II-ის შვილი, ეგრის-აფხაზეთის მეფის უშვილო თეოდოსის დისწული, ტაოს მეფის დავით III კურაპალატის შვილობილი. როგორც მემატიანე წერს, იოანე მარუშისძემ “წარავლინა მოციქული წინაშე დავით კურაპალატისა; აწვა, რათა გამოილაშქროს ძალითა მისითა, აღიღოს ქართლი: უბოძოს ბაგრატს, ძესა გურგენისსა, ასულის წულსა გიორგი აფხაზთა მეფისასა, რომელსა ეყოლა დედულად აფხაზეთი და ქართლი”. დავითმა მხარი დაუჭირა თავისი შვილობილის, ბაგრატის გამეფებას და 975 წელს ჯარით ქართლისაკენ გაემართა. კახეთის ქორეპისკოპოსი კვირიკე II, რომელსაც უფლისციხისთვის ალყა ჰქონდა შემორტყმული, დავითთან ბრძოლას მოერიდა და კახეთს გაბრუნდა. იოანე მარუშისძემ უფლისციხე დავითს გადასცა. დავითმა ქართლის დიდაზნაურებს ბაგრატისადმი მორჩილება უბრძანა, რომელსაც მცირეწლოვანების გამო თანაგამგებლად მამამისი გურგენი დაუნიშნა. ქართლის დიდაზნაურთა გარკვეული ნაწილისათვის არსებული პოლიტიკა მიუღებელი აღმოჩნდა. მათ კახეთიდან ლაშქარი დაიხმარეს. ბაგრატი მშობლებთან ერთად დაატყვევეს და კახეთში გადაიყვანეს.დავით III-ის ენერგიული ჩარევის შედეგად ტყვეები გაათავისუფლეს, ხოლო უფლისციხე და ქართლის აგამგებლოდ ბაგრატის დედას, გურანდუხტ დედოფალს გადაეცა. 978 წელს ბაგრატი დასავლეთ საქართველოს დიდაზნაურთა ნაწილის თხოვნით, იოანე მარუშისძის ხელის შეწყობით და დავით ტაოელის დასტურით ქუთაისის ტახტს იკავებს. უსინათლო თეოდოსს კი დავით კურაპალატთან აგზავნის. 980 წლიდან სრულწლოვანი ბაგრატი დამოუკიდებლად იწყებს სამეფოს მართვას. ქართულ მიწების საბოლოო გაერთიანება, ქვეყნის პოლიტიკური ცენტრალიზაცია, მმართველობის ერთიანი სისტემის ჩამოყალიბება უკვე ქართული ფეოდალური მონარქიის ფარგლებში მიმდინარეობს, რაშიც უდიდესი წვლილი ბაგრატ III-ს მიუძღვის. ბაგრატ III-ის უპირველესი მიზანი ქვეყნის გაერთიანება იყო. ამ მიზნის განხორციელებისათვის ბრძოლაში ის ეყრდნობოდაწვრილ და საშუალო აზნაურებს. ვაჭართა ფენას და დიდებულ აზნაურთა მოწინავე ნაწილს. ბაგრატს ჰყავდა ძლიერი მოწინააღმდეგეები. რეაქციონერი ფეოდალების სახით. მათ ხელს არ აძლევდათ სამეფო ხელისუფლების გაძლიერება, 980 წელს ბაგრატი დასავლეთ საქართველოდან ქართლში გადმოვიდა, რადგან აქ გურანდუხტ დედოფლის ხელისუფლება ნომინალური იყო. რეალურად კი მას ქართლის დიდი აზნაურები: ტბელები, ძამელები, ფხვნელები, ფავნელები, კორინთლები განაგებდნენ. ბაგრატის წინააღმდეგ ბრძოლას სათავეში ქავთარ ტბელი ჩაუდგა. მოღრისთან ბრძოლაში ბაგრატმა გაიმარჯვა, დედისაგან უფლისციხე ჩაიბარა, მდგომარეობა განიმტკიცა და ისევ აფხაზეთს გადავიდა. ასე დაამკვიდრა მან თავისი ძალაუფლება დასავლეთ საქართველოსა და შიდა ქართლზე. ჯერი კლდეკარის საერისთავოზე მიდგა: 989 წლის ზამთარს, ბაგრატი მოულოდნელად კლდეკარის ციხეს დაეცა. რატი რატის ძე ბაღვაში მეფეს დანებდა. გადასცა კლდეკარის საერისთავო (თრიალეთი. მანგლისის ხევი, სკვირეთი) შეავედრა შვილი და თვითონ “დაჯდა მამულსა თვისსა არგვეთს”. დამარცხებული კლდეკარის პატრონის სამფლობელო მეფემ თავის ერთგულ ზვიად მარუშიანს გადასცა. როგორც მოხელე-ერისთავს. 1001 წელს, როდესაც დავით III კურაპალატი გარდაიცვალა, ტაო ბიზანტიის იმპერატორმა ბასილი II-მ დაიკავა. იქ მისულ ბაგრატ III-ს და გურგენ მეფეს, მემკვიდრეობის მიღების სანაცვლოდ კეისარმა პირველს კურაპალატობა უბოძა, მეორეს კი მაგისტროსობა. ბაგრატ მეფეს იმედი გაუცრუვდა. რადგან იმიერ-ტაოს, ბასიანისა და სხვა მიწების შემოერთება ვერ მოხერხდა. ბიზანტიის საიმპერიო ხელისუფლებამ მიტაცებული მიწა-წყლის ხარჯზე ე. წ. “იბერიის თემი”, საკატეპანო დააარსა და მმართველად თავისი მოხელე დანიშნა. შემდეგში ეს ტერიტორიები საქართველოსა და ბიზანტიას შორის სისხლისმღვრელი ბრძოლების მიზეზი გახდა. 1008 წელს, გურგენ II-ის გარდაცვალების შემდეგ, ბაგრატ III-მ, როგორც მემკვიდრემ, შემოიერთა ტაოს ჩრდილოეთი ნაწილი (ამიერტაო), შავშეთი, კლარჯეთი, სამცხე, ჯავახეთი. ამის შემდეგ ჯერი კახეთსა და ჰერეთზე მიდგა. თავდაპირველად ბაგრატმა კახეთის ქორეპისკოპოსს დავითს შეუთვალა, დაეთმო მისთვის ქართლის ის ციხეები, რომელიც მიტაცებული ჰქონდა. დავითმა დაცინვით შემოუთვალა “უკუეთუ იძიებ ციხეთა, იყოს ჩუენ შორის დამჯერებელ მკლავი და ომი”. ბაგრატი მოკლე გზით ჯავახეთიდან კახეთს ჩავიდა, შემუსრა იგი, დაიპყრო ჰერეთი და იქ მთავარი აბულალი განაჩინა (1009წ.). ბაგრატის წასვლისთანავე ჰერეთი გადაუდგა ახალ პატრონს და დავით ქორეპისკოპოსს მიემხრო. ბაგრატი იძულებული გახდა კვლავ გაელაშქრა კახეთს დასაპყრობად. ამ დროისათვის აქ კვირიკე დავითის ძე მეფობდა. ბაგრატ III-მ ისევ დაიკავა ჰერეთი, დაიჭირა დინარ დედოფალი და კახეთის ციხეების აღებას შეუდგა. ორი წლის განმავლობაში ყველა ციხე ხელთ იგდო, ხოლო ბოჭორმის ციხეში “წლითი წლამდისი” მომწყვდეული კვირიკე იძულებული გახდა, ბაგრატს დამორჩილებოდა. 1010 წელს ბაგრატმა კახეთ-ჰერეთის შემოერთება დაასრულა. მეფობის ბოლო წლებში ბაგრატ III-მ სომეხთა მეფე გაგიკ I-თან ერთად ილაშქრა საქართველოს მოსაზღვრე რანის (არანი) მფლობელ ფადლონის წინააღმდეგ. რომელიც დროგამოშვებით არბევდა კახეთ-ჰერეთს. ბაგრატმა აიძულა ფადლონი ყოველწლიური ხარკი ეხადა და საქართველოს მეფის მტრების წინააღმდეგ ლაშქრობაში მონაწილეობა ეკისრა. საქართველოს გაერთიანების განსამტკიცებლად ბაგრატ III ზოგჯერ იძულებული ხდებოდა, უკიდურესი ზომებისთვის მიემართა. მან თავისი ნათესავები. კლარჯეთის ბაგრატიონთა შთამომავლები, სუმბატი და გურგენი (ბაგრატ არტანუჯელის ძენი), რომლებიც ვერ დაიმორჩილა, ვითომ შერიგების მიზნით, სადარბაზოდ მიიწვია ფანასკერტში. შეიპყრო და თმოგვის ციხეში გამოკეტა (1011წ.), სადაც ისინი გარდაიცვალნენ. მათი სამფლობელოები ბაგრატმა შემოიერთა. ბაგრატ III-მ საფუძველი ჩაუყარა საქართველოს ფეოდალურ მონარქიას და თვით სახელმწიფო “საქართველოს”. ბაგრატი იწოდებოდა “მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა და კახთა კურაპალატი”. ერთიანი საქართველოს დედაქალაქი ქუთაისი იყო. ბაგრატ III-ის მეფობაში აიგო ქართული არქიტექტურის მნიშვნელოვანი წეგლები: ბედიისა და ბაგრატის (ქუთაისი) ტაძრები, ნიკორწმინდა. ბაგრატ III გარდაიცვალა 1014 წელს ტაოში. ფანასკერტის ციხეში. დაკრძალულია ბედიას.
კატეგორია: ქართველი დიდებულები | დაამატა: biography (2009-02-07)
ნანახია: 1089 | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარი: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
$smenu_1$
სიახლის დამატება