AJ AUXERRE FC GIRONDINS DE BORDEAUX US BOULOGNE CO GRENOBLE FOOT 38 LE MANS UC 72 RC LENS LOSC LILLE MÉTROPOLE FC LORIENT BRETAGNE SUD OLYMPIQUE LYONNAIS OLYMPIQUE DE MARSEILLE AS MONACO FC MONTPELLIER HÉRAULT SC AS NANCY LORRAINE OGC NICE COTE D'AZUR PARIS SAINT-GERMAIN STADE RENNAIS FC AS SAINT-ETIENNE FC SOCHAUX-MONTBÉLIARD TOULOUSE FC VALENCIENNES FC

სიახლის დამატება





CS1.6 Monitoring
მთავარი » სტატიები » ქართველი დიდებულები

ბაგრატ I კურაპალატი
ქართველთა სამთავროს (ტაო-კლარჯეთის) მთავარი 826-876 წლებში. აშოტ I-ის ძე, რომელმაც ბიზანტიის კეისრისაგან მიიღო კურაპალატის ტიტული. იგი ინარჩუნებს ტაო-კლარჯეთის სამთავროს ერთიან ხელისუფლებას, თუმცა მის დროს უკვე იწყება ბრძოლა კლარჯეთის შტოს გამოყოფისათვის. გიორგი მერჩულე განსაკუთრებული პატივით მოიხსენიებს ბაგრატ I-ს, რომელიც მას ღირსეულ სახელმწიფო მეთაურად და ბრძენ ადამიანად მიაჩნია. 826-841 წლებში ბაგრატს სარკინოზთაგან (არაბთაგან) გაუთავისუფლებია სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს პროვინციები. იგი აგრძელებს ბრძოლას ქართლისათვის. როგორც ცნობილია IX ს. სახალიფოს ცენტრალურ ხელისუფლებას ბრძოლით უხდება თბილისის ამირების დამორჩილება. ქართველი მეფე-მთავრები კი თავიანთი ინტერსების შესაბამისად ამ ორი მხარის გარშემო ჯგუფდებიან. ბაგრატი მხარს უჭერს სახალიფოს ცენტრალურ ხელისუფლებას. IX საუკუნის 30-იან ლებში ხალიფას განუდგა თბილისის ამირა საჰაკ ისმაელის ძე. ბაღდადის ხალიფამ რამდენჯერმე გამოაგზავნა დამსჯელი ექსპედიცია, მაგრამ უშედეგოდ. 842 წელს, მორიგი ლაშქრობისას, მხედართმთავარ ხალიდ იაზიდის ძის ლაშქარს მიეხმარა ბაგრატი, რის შედეგადაც მიიღო ქართლი (შიდა ქართლი), 853 წელს ბაგრატი ბუღა-თურქის მოკავშირედ გამოდის. იგი მთავრული ინტერესებიდან გამომდინარე ამ კავშირს არ გაურბის, მიუხედავად ამისა, რომ ატარებს ბიზანტიურ ტიტულს და არაბთა დახმარებით აფართოებს სამთავროს საზღვრებს. ბაგრატის დროს ტაო-კლარჯეთში გრძელდება აშოტ I-ის მიერ დაწესებულწი დიდი სამონასტრო მშენებლობა. მისი მონაწილეობით აშენდა შატბერდისა და იშხანის ტაძრები.
კატეგორია: ქართველი დიდებულები | დაამატა: biography (2009-02-07)
ნანახია: 1662 | რეიტინგი: 4.0/2 |
სულ კომენტარი: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
$smenu_1$
სიახლის დამატება