AJ AUXERRE FC GIRONDINS DE BORDEAUX US BOULOGNE CO GRENOBLE FOOT 38 LE MANS UC 72 RC LENS LOSC LILLE MÉTROPOLE FC LORIENT BRETAGNE SUD OLYMPIQUE LYONNAIS OLYMPIQUE DE MARSEILLE AS MONACO FC MONTPELLIER HÉRAULT SC AS NANCY LORRAINE OGC NICE COTE D'AZUR PARIS SAINT-GERMAIN STADE RENNAIS FC AS SAINT-ETIENNE FC SOCHAUX-MONTBÉLIARD TOULOUSE FC VALENCIENNES FC

სიახლის დამატება





CS1.6 Monitoring
მთავარი » სტატიები » ქართველი დიდებულები

გიორგი მაზნიაშვილი
15 მარტი – დაიბადა გიორგი მაზნიაშვილი

Print Version

პეტერბურგის სამხედრო ჰოსპიტალში მას თავად იმპერატორის ქალიშვილები უვლიდნენ. ლაზარეთში გენერალი იმპერატორმა ნიკოლოზ II ინახულა, დააჯილდოვა იმპერიის უმაღლესი ჯილდოთი–წმინდა გიორგის ჯვრით და სასახლეში მიიწვია.

გენერალი გიორგი მაზნიაშვილი მონაწილეობდა მსოფლიო ომშიც, სადაც მძიმედ დაიჭრა პოლონეთის ფრონტზე. 1917 წლის დეკემბერში ბრუნდება სამშობლოში და ქმნის ორ ეროვნულ დივიზიას. 1918 წელს კავკასიის კომისარიატმა მას დაავალა თბილისის დაცვა დემორალიზებული და თურქეთის ფრონტიდან ქაოტურად უკან დამხევი რუსი ნაწილებისგან. "ამ უკან დახეულ რუსეთის ჯარებს გზა თბილისზე ჰქონდათ. მიაღწევდნენ თბილისამდე და როგორც მტერი ალყაშემორტყმულ ქალაქს, გვიდგენდნენ სხვადასხვა მოთხოვნებს. ერთხელ ისიც კი მოითხოვეს, რომ ამიერკავკასიის მთავრობა გადამდგარიყო და ხელისუფლება ჩაებარებინა არმიის საოლქო ყრილობას." (მაზნიაშვილის მოგონებებიდან). ცხადია, ამ ძალებს ბოლშევიკები იყენებდნენ საქართველოს ხელში ჩასაგდებად. მაზნიაშვილმა შეძლო ამ საფრთხის არიდება ჯავშან–მატარებლით და ქართველ მუსლიმთა კავალერიის პოლკით.

1918 წლის ბრესტის ზავის პირობებით თურქეთს გადაეცა აჭარა. თუმცა მათ ეს არ იკმარეს–შეიჭრნენ გურიაში და ოზურგეთს მიადგნენ. სახალხო ლაშქრის, პარტიზანების და საჯარო ნაწილების მობილიზაციის საფუძველზე მაზნიაშვილმა არამცთუ გურია გამოსტაცა ხელიდან თურქებს, არამედ მოიპოვა რა გამარჯვება ჩოლოქის ბრძოლაში, ბათუმიც გაანთავისუფლა. ამავე წლის 18 ივნის იგი აფხაზეთის გენერალ–გუბერნატორად და საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების უმაღლეს მთავარსარდლად დაინიშნა. ქართული ჯარით, სახალხო გვარდიით და კავალერიით, რომელშიც 300 აფხაზი ირიცხებოდა, ჩაახშო პრო–ბოლშევიკური აჯანყება. შემდგომ, სოჭის კონფლიქტის პირველ ფაზაში, შეიჭრა ჯიქეთის ტერიტორიაზე და თეთრგვარდიელ გენერალ მოისეევის ნაწილებისგან ერთმანეთის მიყოლებით 22 ივნისს, 2, 6 და 26 ივლისს გაანთავისუფლა გაგრა, ადლერი, სოჭი და ტუაფსე. 1918 წლის ოქტომბერ–დეკემბერში იყო თბილისის გენერალ–გუბერნატორი. ამავე წლის დეკემბერში სომხეთ–საქართველოს ომისას წარმატებით დაიცვა სამხრეთ საზღვარი გენერალ დროს ნაწილებისგან . 28 დეკემბერს კი 3500 კაციანი შენაერთით დაღამებისას სრულმასშტაბიანი შტურმით აიღო შულავერი და რამდენიმე სოფელი. 1919 წელს იყო ახალციხე–ახალქალაქის გენერალ–გუბერნატორი. 1918 წლის შავი თებერვლისას იცავდა ფონიჭალის რაიონს სომხეთიდან შემოჭრილი რუსეთის XI ბოლშევიკური არმიის ნაწილებისგან.

იმავე წლის მარტში თურქებმა კვლავ დაიკავეს ბათუმი. ქართველმა ბოლშევიკებმა დახმარება მას სთხოვეს.თუმცა ორჯონიკიძემ პირდაპირ განუცხადა, რომ : "როგორც მენშევიკი გენერალი, შენ გამოცხადებული ხარ კანონგარეშედ და ნებისმიერს შეუძლია შენი დახვრეტა. ამიტომ გადმოდი ბოლშევიკების მხარეს." მაზნიაშვილმა უპასუხა: "მე არც მენშევიკი და არც ბოლშევიკი გენერალი ვარ. მე ქართველი გენერალი ვარ". მან სასწრაფოდ შეიმუშავა გეგმა, გამოაცხადა ქართული არმიის ნაშთების მობილიზაცია და განდევნა თურქები აჭარიდან იქამდე, სანამ ჟლობას კავალერია ბათუმს მიაღწევდა.

მისი ღვაწლის მიუხედავად, 1923 წელს წითელი ტერორისას იგი დააპატიმრეს. ორი წლის შემდეგ გენერალი გამოიყვანეს სიკვდილმისჯილთა საკნიდან და გადაასახლეს ირანში, საიდანაც საფრანგეთში გადავიდა. იქ სდებდნენ უსაფუძვლო ბრალს, რომ თითქოს მან აცნობა საბჭოთა ხელისუფლებას 1924 წლის ამბოხების შესახებ. ნოე ჟორდანიას იგი სწერდა–"გიორგი მაზნიაშვილი უმალ მოკვდება, ვიდრე უღალატებს სამშობლოს". მაგრამ საზღვარგარეთ დიდხანს არ უცხოვრია. სამშობლოში დაბრუნების ნებართვა ითხოვა და რამოდენიმე წლის მერე საბჭოთა ხელისუფლებასთან ხანგრძლივი მოლაპარაკების შედეგად, მიეცა უკან დაბრუნების უფლება. სამშობლოში გენერალს უამრავი უსიამოვნება შეხვდა. არ მისცეს სამსახური, არ დაუნიშნეს პენსია. უსახსროდ დარჩენილი იგი დასახლდა მშობლიურ სოფელში, მოშორდა პოლიტიკურ ცხოვრებას და გლეხურ მეურნეობას მიყო ხელი. 1937 წლის მასობრივი ტერორისას გენერალი გიორგი მაზნიაშვილი დააპატიმრეს და ყოველგვარი გასამართლების გარეშე დახვრიტეს. მისი საფლავის ადგილსამყოფელი უცნობია.

 

კატეგორია: ქართველი დიდებულები | დაამატა: biography (2009-03-25)
ნანახია: 1099 | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარი: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
$smenu_1$
სიახლის დამატება