AJ AUXERRE FC GIRONDINS DE BORDEAUX US BOULOGNE CO GRENOBLE FOOT 38 LE MANS UC 72 RC LENS LOSC LILLE MÉTROPOLE FC LORIENT BRETAGNE SUD OLYMPIQUE LYONNAIS OLYMPIQUE DE MARSEILLE AS MONACO FC MONTPELLIER HÉRAULT SC AS NANCY LORRAINE OGC NICE COTE D'AZUR PARIS SAINT-GERMAIN STADE RENNAIS FC AS SAINT-ETIENNE FC SOCHAUX-MONTBÉLIARD TOULOUSE FC VALENCIENNES FC

სიახლის დამატება





CS1.6 Monitoring
მთავარი » სტატიები » ქართველი დიდებულები

რუსუდანი
ერთიანი საქართველოს მეფე 1223-1245 წლებში. თამარ მეფის ასული. რუსუდანის დროს დასრულდა საქართველოს ასწლოვანი ”ოქროს ხანა”. 1223 წელს იგი დაქორწინდა არზრუმის სულთნის თოღრულ შაჰის ძეზე მოღის ედ-დინზე. 1225 წელს საქართველოს საზღვარი გადმოლახა მონღოლების მიერ გამოძევებულმა ხვარაზმშაჰ მუჰამედის შვილმა ჯალალ ად-დინმა. მან გარნისთან მომხდარ ბრძოლაში ქართველები სასტიკად დაამარცხა. აიღო დვინი, განძა და თბილისისკენ დაიძრა. რუსუდან მეფე ქუთაისში გადავიდა და ქალაქის დაცვა ციხისთავს მიანდო. 1226 წლის 6 მარტს ჯალალ ად-დინმა, ქალაქის მაჰმადიან მცხოვრებთა ღალატის წყალობით, თბილისი აიღო. ამის შემდეგ მტრის ლაშქარი საქართველოს სხვა ნაწილების ძარცვას შეუდგა. თავისი ჯარი ჯალალ ად-დინმა ორ ნაწილად გაყო და ანისისა და კარის ასაღებად გაგზავნა, მაგრამ მან თავის მიზანს ვერ მიაღწია. შემდეგ მტერმა საქართველოს ყმადნაფიც ხლათზე მიიტანა იერიში, მაგრამ ვერც ხლათის ხელში ჩაგდება მოახერხა. ჯალალ ად-დინის მარცხით ისარგებლეს ქართველებმა და 1227 წელს თბილისი დაიბრუნეს. ამის გამო ხვარაზმშაäი კვლავ დაიძრა ქალაქისაკენ და ქართველებმა მისი დაცლა-გადაწვა ამჯობინეს. საქართველოს მეთაურობით ამიერკავკასიის მუსლიმ გამგებელთაგან შეიქმნა კოალიციური ლაშქარი ჯალალ ად-დინის წინააღმდეგ. მაგრამ ამ ლაშქარმა შეკრება ვერ მოასწრო და მტერმა 1227-1228 წწ. ბოლნისთან სასტიკად დაამარცხა ქარველები. ჯალალ ად-დინის თარეში საქართველოში ხუთ წელიწადს გრძელდებოდა, რასაც ქვეყნის გაპარტახება და უამრავი მოსახლეობის გაჟლეტა მოჰყვა. 1235 წლიდან დაიწყო მონღოლთა დაპყრობითი ბრძოლები. მათ დაიკავეს საქართველოს ყმადნაფიცი განძა, შამქორი და გარდაბანი. მეფე რუსუდანი კვლავ ქუთაისში გადავიდა და თბილისის დაცვა ციხისთავ მუხასძეს დაავალა. საქართველოს მთავარსარდლობამ მტერს წინააღმდეგობა ვერ გაუწია. ქართველ დიდებულთა ნაწილმა (ავაგ ამირსპასალარი, შანშე მანდატურთუხუცესი, ვარამ გაგელი) მტერთან ბრძოლას თავი აარიდა. ისინი ციხეებში ჩაიკეტნენ და აქედან ადევნებდნენ თვალყურს მოვლენათა განვითარებას. მონღოლებმა მოკლე ხანში დაიკავეს ლორე, დმანისი, სამშვილდე. 1238-1239 წლებში მტერმა ანისი და კარიც აიღო. სამწუხაროდ, არც რუსუდან მეფის მიერ რომის პაპთან დახმარების თხოვნით გაგზავნილ წერილს (1240 წ.) გამოუღია შედეგი და 1243 წელს ქართველები იძულებული გახდნენ მონღოლებთან ზავი დაედოთ, რომლის თანახმად საქართველოს ეკისრებოდა ყოველწლიური ხარკი და მონღოლთა მოთხოვნით ჯარის გამოყვანა. ამასთან, აღმოსავლეთ საქართველოში, როგორც მონღოლთა მიერ დაპყრობილ ქვეყანაში, მათი ჯარი იდგებოდა, ხოლო დასავლეთ საქართველოში ჯარი არ იქნებოდა შეყვანილი. ყაენი კი, თავის მხრივ, დავით რუსუდანის ძეს სრულიად საქართველოს მეფედ აღიარებდა. 1245 წელს, მონღოლთა ყაენთან მეფედ დასამტკიცებლად გაგზავნილი შვილის მოლოდინში, დასნეულებული რუსუდან მეფე გარდაიცვალა.
კატეგორია: ქართველი დიდებულები | დაამატა: biography (2009-02-04)
ნანახია: 1512 | რეიტინგი: 3.0/1 |
სულ კომენტარი: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
$smenu_1$
სიახლის დამატება