AJ AUXERRE FC GIRONDINS DE BORDEAUX US BOULOGNE CO GRENOBLE FOOT 38 LE MANS UC 72 RC LENS LOSC LILLE MÉTROPOLE FC LORIENT BRETAGNE SUD OLYMPIQUE LYONNAIS OLYMPIQUE DE MARSEILLE AS MONACO FC MONTPELLIER HÉRAULT SC AS NANCY LORRAINE OGC NICE COTE D'AZUR PARIS SAINT-GERMAIN STADE RENNAIS FC AS SAINT-ETIENNE FC SOCHAUX-MONTBÉLIARD TOULOUSE FC VALENCIENNES FC

სიახლის დამატება





CS1.6 Monitoring
მთავარი » სტატიები » ქართველი დიდებულები

დავით V
საქართველოს მეფე 1155-1156 წლებში. დემეტრე I-ის უფროსი ძე. იმეფა ექვსი თვე. დემეტრე I-ს ორი ვაჟი ჰყავდა – დავითი და გიორგი. მემკვიდრეობითი წესით მეფობა მამის შემდეგ უფროს ვაჟს, დავითს, უნდა მიეღო. მაგრამ დემეტრე იყო “მარჩეველი ძისა უმცროსისა” გიორგისა. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ თავის მემკვიდრედ დემეტრე გიორგის აცხადებდა და სამეფო ტახტსაც უმზადებდა. დავითმა, როგორც ჩანს, კარგად დაინახა, რომ თუ იგი აქტიურ მოქმედებაზე არ გადავიდოდა, ტახტს არავინ მიართმევდა. მან დაიწყო მზადება შეთქმულებისთვის, რაც მიზნად დემეტრეს ჩამოგდებას ისახავდა, მაგრამ ეს გამოსვლა მეფეს ადვილად ჩაუხშვია. თუმცა დემეტრეს აჯანყების მოთავენი არ დაუსჯია. ეს ამბავი დაახლოებით 1150 წელს უნდა მომხდარიყო. პირველ მარცხს დავითი არ შეუშინებია, მან ახალი აჯანყება მოუწყო მამას. ტახტიდან ჩამოაგდო იგი, ბერად აღკვეცა და დავით-გარეჯის მონასტერში გაგზავნა (1155წ.). დემეტრეს ჩამოგდებას ტახტიდან, მისი მომხრეებისა და მოხელეების გადაყენება მოჰყვა. დავითმა ორბელებს ამირსპასალარობა წაართვა და მამამისის მიერ დატყვევებულ და მის მიერ განთავისუფლებულ თირქაშ აბულეთის ძეს გადასცა. დავითის ამ ღონისძიებებმა მოწინააღმდენგეთა მრავალრიცხოვანი წრე შექმნა, რომლებიც თავს იყრიდნენ მისი ძმის, გიორგის გარშემო. დავით-გარეჯში ბერად აღკვეცილ დემეტრესაც საიდუმლო კავშირი ჰქონდა გაბმული მათთან. დავით V გამეფებიდან ექვს თვეში გარდაიცვალა. ქართველი მემატიანე მოკლედ გადმოგვცემს ამ ამბავს: “დასუეს მეფედ ძე მისი დავით. იმეფა ექუს თუე და მოკუდა”. სომეხი ისტორიკოსი მხითარ გოში დავითის სიკვდილს ორბელებს აბრალებს. მეორე სომეხი ისტორიკოსი ვარდანი კი პირდაპირ მიუთითებს მის მკვლელებს – სუმბატ და ივანე ორბელებს. ეს ამბავი1156 წელს მოხდა. ამის შემდეგ დემეტრე I დაბრუნდა თბილისში და თავისი უმცროსი ძე გიორგი გაამეფა (გიორგი III). ხოლო ორბელებმა, ალბათ, ამ სამსახურის ფასად კვლავ დაიბრუნეს ამირსპასალარობა. დავით V-ს მცირეწლოვანი ძე დემნა დარჩა. მისი სიკვდილის შემდგომ იგი აღსაზრდელად ორბელებს ჩააბარეს. მოგვიანებით, 1177 წელს, დემნა ბატონიშვილმა სამეფო ტახტი მოითხოვა, რასაც გიორგის წინააღმდეგ დიდი აჯანყება მოჰყვა - რომელიც მარცხით დამთავრდა და მეფე გიორგი III დაუნდობლად გაუსწორდა მის მოთავეებს.
კატეგორია: ქართველი დიდებულები | დაამატა: biography (2009-02-05)
ნანახია: 839 | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარი: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
$smenu_1$
სიახლის დამატება