AJ AUXERRE FC GIRONDINS DE BORDEAUX US BOULOGNE CO GRENOBLE FOOT 38 LE MANS UC 72 RC LENS LOSC LILLE MÉTROPOLE FC LORIENT BRETAGNE SUD OLYMPIQUE LYONNAIS OLYMPIQUE DE MARSEILLE AS MONACO FC MONTPELLIER HÉRAULT SC AS NANCY LORRAINE OGC NICE COTE D'AZUR PARIS SAINT-GERMAIN STADE RENNAIS FC AS SAINT-ETIENNE FC SOCHAUX-MONTBÉLIARD TOULOUSE FC VALENCIENNES FC

სიახლის დამატება





CS1.6 Monitoring
მთავარი » სტატიები » ქართველი დიდებულები

გიორგი XII
ქართლ-კახეთის მეფე 1798-1800 წლებში, ერეკლე II-სა და ანა დედოფლის ძე. 60-იანი წლებიდან მონაწილეობას იღებს სახელმწიფო საქმეებში. მხარი არ დაუჭირა პაატა ბატონიშვილის მომხრეთა სასტიკ დასჯას. მონაწილეობდა 1770 წელს ახალციხეზე მოწყობილ ლაშქრობაში, რომლის დროსაც ცხარე კამათი მოუვიდა ტოტლებენთან (როცა ამ უკანასკნელმა გადაწყვიტა ბრძოლის ველის მიტოვება). კრწანისის ბრძოლის დროს იმყოფებოდა კახეთში. ჯერ კიდევ გამეფებამდე ცუდი ურთიერთობა ჰქონდა დედინაცვალ დარეჯანთან და სხვა ბატონიშვილებთან. 1798 წელს, ტახტზე ასვლისას, გიორგი XII (პ. იოსელიანი მას შეცდომით უწოდებს გიორგი მეცამეტეს) უკვე მძიმე ავადმყოფი იყო. გამეფების შემდეგ სცადა ბატონიშვილების დამორჩილება, მაგრამ უშედეგოდ ცდილობდა ”მორიგე ჯარის” აღდგენას, სომხებში მართლმადიდებლობის დანერგვას. დაიწყო სტამბის აღდგენა. 1799 წ. 26 ნოემბერს თბილისში შემოვიდა რუსეთის ჯარის ერთი პოლკი გენერალ ლაზარევის მეთაურობით. 1800 წ. ნოემბერში ნიახურასთან ქართველთა და რუსთა გაერთიანებულმა ჯარმა სასტიკად დაამარცხა ავარიის მმართველი ომარ-ხანი. გიორგი XII-ს მუდმივი შიში ჰქონდა, რომ მას თუ არა, მის შვილებს მოწინააღმდეგე ბატონიშვილები ტახტს წაართმევდნენ, ამის გამო დათანხმდა მეფის უფლებების უფრო მეტად შეზღუდვაზე, ვიდრე ეს გათვალისწინებული იყო ტრაქტატით (რუსეთს მიეცა საშინაო საქმეებში ჩარევის უფლება), ოღონდ მეფობა დარჩენოდა მის შთამომავლობას, იმპერატორმა პავლე I-მა მეფე გიორგი XII-ის თხოვნით, მისი უფროსი ვაჟი, დავითი ტახტის მემკვიდრედ დაამტკიცა. რუსეთს სურდა, რომ გიორგის თავად გაეუქმებინა სამეფო და ამ მიზნით დელეგაციაც კი გამოგზავნა. მაგრამ გიორგი XII მათ ჩამოსვლამდე, 1800 წლის 28 დეკემბერს გარდაიცვალა. დაკრძალულია სვეტიცხოველში.
კატეგორია: ქართველი დიდებულები | დაამატა: biography (2009-02-06)
ნანახია: 1155 | რეიტინგი: 3.0/1 |
სულ კომენტარი: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
$smenu_1$
სიახლის დამატება