AJ AUXERRE FC GIRONDINS DE BORDEAUX US BOULOGNE CO GRENOBLE FOOT 38 LE MANS UC 72 RC LENS LOSC LILLE MÉTROPOLE FC LORIENT BRETAGNE SUD OLYMPIQUE LYONNAIS OLYMPIQUE DE MARSEILLE AS MONACO FC MONTPELLIER HÉRAULT SC AS NANCY LORRAINE OGC NICE COTE D'AZUR PARIS SAINT-GERMAIN STADE RENNAIS FC AS SAINT-ETIENNE FC SOCHAUX-MONTBÉLIARD TOULOUSE FC VALENCIENNES FC

სიახლის დამატება





CS1.6 Monitoring
მთავარი » სტატიები » ქართველი დიდებულები

გიორგი XI
ქართლის მეფე 1676-1688 და 1703-1709 წლებში, ვახტანგ V-ის მეორე ძე. 1676 წ. შაჰმა გიოგი XI ქართლის მეფედ დაამტკიცა. მაჰმადიანობა მიაღებინა, შაჰ ნავაზ-ხანი უწოდა და საქართველოში გამოისტუმრა. გიორგი XI-ის მეფობა ქართლში (1676-1688 წწ.) აღინიშნა ფეოდალური ანარქიის რამდენადმე გაძლიერებით. იგი მამამისზე, ვახტანგ V-ზე მეტად იჩენდა მისწრაფებას მეფის ხელისუფლების განმტკიცებისა და ქვეყნის დამოუკიდებლობისაკენ. ირანელთა ბატონობისაგან გათავისუფლების მიზნით, მან დიპლომატიური მოლაპარაკება გამართა ოსმალეთთან; ქართლიდან არ გააძევა ირანის შაჰის ურჩი თავისი ძმა არჩილი, პირიქით. გიორგის დახმარებით არჩილი არა ერთხელ გამეფდა იმერეთში. შაჰს არ მოსწონდა გიორგის კავშირი რაჭის ერისთავთან. ჩერქეზ ბატონებთან, აგრეთვე ის, რომ ზედმატად მფარველობდა საქართველოში მყოფ კათოლიკე მისიონერებს. ყოველივე ამან ირანთან ურთიერთობის გამწვავება გამოიწვია. შაჰმა გიორგის ოსმალეთში გაქცეული ძმის, არჩილის შეპყრობა და ირანში გაგზავნა დაავალა. გიორგიმ დავალება არ შეასრულა. მან შეუტია სპარსული ორიენტაციის თავადებს და კახეთის დაკავება და იქიდან ირანელთა მიერ დასმული რენეგატი ბეჟან ხანის გაძევება დააპირა. მაგრამ შინა გამცემლობის გამო ეს განზრახვა ჩაეშალა. ყოველივე ამის გამო, 1688 წ. შაჰმა გიორგი XI გადააყენა და მის მადგილზე კახეთის ტახტის მემკვიდრე, თეიმურაზ I-ის შვილიშვილი ერეკლე I ნაზარალი-ხანი დანიშნა. გიორგი XI იმერეთს გადავიდა და თავის პოლიტიკურ მოკავშირეს – პაპუნა რაჭის ერისთავს შეეხიზნა. ამის შემდეგ იგი არა ერთხელ ამაოდ შეეცადა ქართლის ტახტის დაბრუნებას; საბოლოოდ, კი შაჰს ეახლა ირანში და პატიება სთხოვა. ირანში გაუარესებულმა შინაპოლიტიკურმა ვითარებამ შაჰ ჰუსეინს გადააწყვეტინა, შერიგებოდა გიორგი XI-ს და მისი მხედართმთავრული ნიჭი გამოეყენებინა აჯანყებულ ავღანელთა წინააღმდეგ. 1703 წ. შაჰ ჰუსეინმა გიორგი XI-ს დაუბრუნა ქართლის მეფობა, მაგრამ საქართველოში არ გამოუშვა. იგი დანიშნა ყანდაარის (ავღანეთში) ბეგლარ-ბეგად და ირანის სპასალარად და აჯანყებულ ავღანთა წინააღმდეგ საბრძოლველად გაგზავნა; ქართლში კი, გიორგი XI-ის თხოვნით, გამგებლად მისი ძმის, ლევანის ძე ვახტანგი დაადგინა (ვახტანგ VI). ქართველებმა გიორგი XI-ის მეთაურობით ადვილად შემუსრეს ავღანელ მეამბოხეთა შეიარაღებული რაზმები. ამის გამო ქართლის მეფემ ავღანელთა სიძულვილი დაიმსახურა. მას განსაკუთრებით მტრობდა ავღანელი ტომების განმათავისუფლებელი ბრძოლის მეთაური მირ-ვეისი. მან დანათესავება შესთავაზა ქართველ მეფეს, თავისთან მიიტყუა და 1709 წლის 21 აპრილს, ნადიმობის ჟამს ვერაგულად მოკლა. შაჰის წინაშე თავის მართლების მიზნით, მოკლულ მეფეს მირვეისმა “აჰყარნა ხატნი და ჯუარნი და... ფსალმუნი”, რომელსაც მუსლიმანობას ნაზიარევი გიორგი XI მუდამ თან ატარებდა და შაჰს გაუგზავნა, როგორც “საბუთი” გულით ქრისტიანი მეფის “ორგულობისა”. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით. “იყო ესე გიორგი მეფე მხნე, ახოვანი, ძლიერი ძალითა და ტანითა. შუენიერ-ჰაეროვანი. პირმხიარული, ენატკბილი, უხვ და მრისხანე. მოისარ-მოასპარეზე უებრო”.
კატეგორია: ქართველი დიდებულები | დაამატა: biography (2009-02-06)
ნანახია: 976 | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარი: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
$smenu_1$
სიახლის დამატება