AJ AUXERRE FC GIRONDINS DE BORDEAUX US BOULOGNE CO GRENOBLE FOOT 38 LE MANS UC 72 RC LENS LOSC LILLE MÉTROPOLE FC LORIENT BRETAGNE SUD OLYMPIQUE LYONNAIS OLYMPIQUE DE MARSEILLE AS MONACO FC MONTPELLIER HÉRAULT SC AS NANCY LORRAINE OGC NICE COTE D'AZUR PARIS SAINT-GERMAIN STADE RENNAIS FC AS SAINT-ETIENNE FC SOCHAUX-MONTBÉLIARD TOULOUSE FC VALENCIENNES FC

სიახლის დამატება





CS1.6 Monitoring
მთავარი » სტატიები » ქართველი დიდებულები

გიორგი X
ქართლის მეფე 1599-1606 წლებში, სვიმონ I-ის ძე. 1598-1599 წწ. იგი აქტიურად მონაწილეობდა ოსმალთა წინააღმდეგ ქართლის აჯანყებაში. 1599 წ. ნახიდურთან ბრძოლაში ქართველთა დამარცხებისა და სვიმონ I-ის დატყვევების ამბავი გორში დაბანაკებულმა გიორგი ბატონიშვილმა მეორე დღეს გაიგო. გაქცეულს მტერს თავისი მხედრები დაადევნა, მაგრამ მეფისა და სხვა ქართველი ტყვეების დახსნა ვერ შესძლო. ქართლის ტახტზე ასული გიორგი X დიდი გამოსასყიდის ფასად შეეცადა სახელოვანი მამის ტყვეობიდან დახსნას, თავისი ვაჟი დავითი მძევლადაც კი გაგზავნა სტამბოლს, მაგრამ ეს ღონისძიებანი უშედეგო აღმოჩნდა. 1601 წ. გიორგი X-მ ოსმალთაგან გაათავისუფლა ლორე.1602-1612 წწ. ირან-ოსმალეთის ომის დროს იძულებული იყო ყიზილბაშთა მხარეს ებრძოლა. ქართლის ჯარებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს 1603-1604 წწ. ერევნის აღებაში, რისთვისაც შაჰ აბას I-მა გიორგი X-ს ირანში სოფელები (ფუშთუქუნი, გილიანი, ლაჰიჯანი უბოძა. 300 თუმანი ჯამაგირი დაუნიშნა და ირანში დატოვა. სამაგიეროდ კი, ლორეს პროვინცია და მდ. დებედას ხეობა გამოსთხოვა. 1604 წ. გიორგი X შაჰ აბას I-ის ნებართვით ქართლში დაბრუნდა თბილისსა და ახალციხეში მდგარი ოსმალების წინააღმდეგ საბრძოლველად. გიორგი X-ის მეფობისას საფუძველი ჩაეყარა ქართლისა და რუსეთის პოლიტიკურ ურთიერთობას. მეფე გიორგიმ ელჩებიც გაგზავნა რუსეთს. მაგრამ საქართველოში შექმნილი გართულებული პოლიტიკურივ ითარების გამო 1605 წ. ელჩები არაგვის ხეობიდან უკან დაბრუნდნენ. 1606 წ. გიორგი X მოულოდნელად გარდაიცვალა მეჯვრისხევს. ქართული ქრონიკის მიხედვით მეფე გიორგით თაფლს მიირთმევდა “შიგ ფუტკარი იყო. პირში რომ ჩაიდვა, უცა ფუტკარმა, პირი გაუსივა და მიიცვალა”. სხვა ვერსიის მიხედვით, მეფე გიორგი იმ დროს საქართველოში მყოფმა შაჰ აბას I-მა მოაწამვლინა. მის შემდეგ გამეფდა მისი ძე ლუარსაბ II.
კატეგორია: ქართველი დიდებულები | დაამატა: biography (2009-02-06)
ნანახია: 962 | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარი: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
$smenu_1$
სიახლის დამატება