AJ AUXERRE FC GIRONDINS DE BORDEAUX US BOULOGNE CO GRENOBLE FOOT 38 LE MANS UC 72 RC LENS LOSC LILLE MÉTROPOLE FC LORIENT BRETAGNE SUD OLYMPIQUE LYONNAIS OLYMPIQUE DE MARSEILLE AS MONACO FC MONTPELLIER HÉRAULT SC AS NANCY LORRAINE OGC NICE COTE D'AZUR PARIS SAINT-GERMAIN STADE RENNAIS FC AS SAINT-ETIENNE FC SOCHAUX-MONTBÉLIARD TOULOUSE FC VALENCIENNES FC

სიახლის დამატება





CS1.6 Monitoring
მთავარი » სტატიები » ქართველი დიდებულები

მასალის რაოდენობა კატეგორიაში: 185
ნაჩვენებია მასალა: 1-10
გვერდები: 1 2 3 ... 18 19 »

დალაგება: თარიღით · სათაურით · რეიტინგით · კომენტარებით · ნახვებით
სიმონ პილატეს ძე ჯუღელი (დ. 27 ოქტომბერი/8 ნოემბერი, 1888, სოფ. სვირი, ქუთაისის მაზრა, ახლანდელი ზესტაფონის რაიონი ― გ. 14 აპრილი, 1935, თბილისი), პროფესიონალი რევოლუციონერი, საბჭოთა სახელმწიფო მოღვაწე. კომპარტიის წევრი 1907-იდან.

1907-1915 წლებში აქტიურ პოლიტიკურ მოღვაწეობას ეწეოდა სოხუმში, შემდეგ - თბილისში. 1917 თებერვლის რევოლუციის შემდეგ ჯუღელის ხელმძღვანელობით შეიქმნა საქართველოს აფთიაქების მუშაკთა პროფკავშირი, რომლის თავმჯდომარედაც თვითონვე აირჩიეს. 1920 აქტიური პარტიულ და პროფკავშირულ მუშაობას განაგრძობდა ვლადიკავკაზში. იქვე შექმნა მედიცინის მუშაკთა პროფკავშირი. ჯუღელი აირჩიეს "მედსანშრომის" საოლქო პროფკავშირის თავმჯდომარედ და შეიყვანეს რკპ (ბ) ვლადიკავკაზის საოლქო კომიტეტში. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების გამარჯვების (1921) შემდეგ ხელმძღვანელ თანამდებობაზე იყო. საკ. კპ (ბ) ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტის, საქართველოს კპ (ბ) ცკ-ისა და თბილისის კომიტეტის, საქართველოს კპ (ბ) ცენტრალური საკონტროლო კომისიის წევრი.

ქართველი დიდებულები | ნანახია: 1027 | დაამატა: Iamhistory | თარიღი: 2009-03-26 | კომენტარი (0)

1872-1873 სწავლობდა პეტერბურგის სამედიცინო-ქირურგიულ აკადემიაში. 1874 გაემგზავრა საზღვარგარეთ (ჟენევა, პარიზი); გატაცებული იყო ბაკუნინის იდეებით. მალე რუსეთში დაბრუნდა და პროპაგანდას ეწეოდა მოსკოვის მუშებში. იყო ერთ-ერთი ორგანიზატორი "სრულიად რუსეთის სოციალ-რევოლუციონერთა ორგანიზაციისა" და მისი წესდების ავტორი. 1875 აპრილში დააპატიმრეს და ე. წ. "ორმოცდაათის პროცესის" მონაწილეებთან ერთად 5 წლით კატორღა მიუსაჯეს. 1887 შემდეგ საქართველოში დაბრუნდა და საადვოკატო საქმიანობას ეწეოდა. 1889 პეტერბურგში ჟურნალ "სევერნი ვესტნიკში" "ნ. დ-ს" ფსევდონიმით დაბეჭდა წერილი, რომელშიც ფალსიფიცირებული იყო საქართველოს მრავალსაუკონოვანი ისტორია, ლიტერატურა და კულტურა. ქართველი საზოგადოების მოწინავე ნაწილმა ი. ჭავჭავაძის, ა. წერეთლის, ვაჟა-ფშაველასა და სხვ. მეთაურობით გამოააშკარავა ჯაბადარის ნიჰილიზმი და მისი წერილის სრული უსაფუძვლობა.
ქართველი დიდებულები | ნანახია: 1106 | დაამატა: Iamhistory | თარიღი: 2009-03-26 | კომენტარი (0)

1889 - 1900 წლებში მუშობდა ამიერკავკასიის რკინიგზის თბილისის მთავარ სახელოსნოებში. თბილისის სოციალირ-დემოკრატიული ორგანიზაციის ერთ-ერთი დამაარსებელი. ხელმძღვანელ როლს ასრულებდა 1898-1900 თბილისის მუშათა გაფიცვებსა და მაისობებში. 1900 სექტემბერში ბაქოში ჩაბმული იყო რევოლუციურ მუშაობაში. იყო რსდმპ ბაქოს კომიტეტის წევრი, ლენინური "ისკრის" აგენტი. მუშაობდა რსდმპ ცკ-ის არალეგალურ სტამბებში ბაქოში, პეტერბურგსა და ვიბორგში. რამდენჯერმე იყო პატიმრობასა და გადასახლებაში. 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ხელმძღვანელობდა სამტრედიის ბოლშევიკურ ორგანიზაციას. იყო ბოლშევიკების დასავლეთ ამიერკავკასიის და ქუთაისის საგუბერნიო კომიტეტების (1918-1920), საქ. კპ(ბ) ცკ-ის წევრი (1920-1921). 1922-1924 წლებში - საქართველოს სსრ მიწათმოქმედების სახკომი, შემდეგ საკ. კპ(ბ) ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტის პარტკოლეგიის საკონტროლო კომისიის თავმჯდომარე. არაერთხელ იყო საკავშირო კპ (ბ) ყრილობის დელეგატი. საკ. კპ (ბ) XIV - XVI ყრილობებზე აირჩიეს საკ. კპ (ბ) ცენტრალური საკონტროლო კომისიის წევრად. იყო საქართველოს სსრ, ამიერკავკასიის სფსრ და სსრკ ცაკის წევრი.
ქართველი დიდებულები | ნანახია: 1030 | დაამატა: Iamhistory | თარიღი: 2009-03-26 | კომენტარი (0)

"კავკასიური სამეული": მიქოიანი, სტალინი და ორჯონიკიძე.

დაიბადა აზნაურის ოჯახში. 1903 წლიდან რადიკალურ პოლიტიკაში ჩაება და თბილისში მიხაილოვის ჰოსპიტალის სამედიცინო სკოლის დამთავრების შემდეგ მალევე დააპატიმრეს იარაღის კონტრაბანდისთვის. საპატიმროდან გამოსვლის შემდეგ გერმანიაში მიდის, თუმცა 1907 წელს რუსეთში ბრუნდება და ბაქოში სტალინსა და მის თანამზრახველებს უერთდება. სერგოს მონაწილეობა აქვს მიღებული სპარსეთის საკონსტიტუციო რევოლუციაში, როგორც ბოლშევიკთა წარგზავნილს და ამგვარად გარკვეული პერიოდი თეირანში მოუხდა ყოფნა (დაახ. 1909), მოგვიანებით კი ასევე მონაწილეობდა გილანის (ირანი) სოციალისტური რესპუბლიკის ჩამოყალიბებაში 1920-21 წლებში.

ბაქოში ყოფნისას ის დააპატიმრეს სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრობისთვის და ციმბირში გაამწესეს, თუმცა სამ წელიწადში გაქცევა მოახერხა. 1912 წელს ის სტალინთან ერთად სანქტ-პეტერბურგში ბრუნდება, თუმცა ისევ იქნა დაჭერილი და სამი წლით კატორღაზე გაგზავნილი. რუსეთის სამოქალაქო ომის პერიოდში ის უკრაინის კომისარი გახდა, შემდეგ კი კავკასიაში ბრძოლაში იღებს მონაწილეობას, სადაც სომხეთში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებაში მიუძღვის წვლილი. 1921 წელს მან უხელმძღვანელა ბოლშევიკთა შემოჭრას საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში და საქართველოს სოციალისტური რესპუბლიკა ჩამოაყალია. მოგვიანებით ის საქართველოს საქმის (1922) წამყვანი მონაწილე ხდება.

1926 წელს ორჯონიკიძე პილიტბიუროს წევრი გახდა, თუმცა 1936 წლიდან სტალინმა ეჭვქვეშ დააყენა მისი ლოიალობა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც აღმოაჩინა, რომ ორჯონიკიძე მის გავლენას იყენებდა ნკვდ-ს გამოძიების ქვეშ მყოფი ზოგიერთი ფიგურის დაცვისთვის. ამასობაში, ხმები ვრცელდებოდა, რომ 1937 წლის პლენუმზე ორჯონიკიძე სტალინის დაგმობას აპირებდა საკუთარ გამოსვლაში. ორჯონიკიძეს სიტყვით გამოსვლა არ დასცალდა, ის პლენუმამდე მცირე ხნით ადრე მკვდარი იპოვეს. მისი გარდაცვალება თვითმკვლეობად იქნა შერაცხული. ხრუშჩოვის მემუარების მიხედივთ, ორჯონიკიძეს ანასტას მიქოიანისთვის გაუმხელია თვითმკვლელობამდე ერთი დღით ადრე, რომ მას უკვე აღარ შეეძლო იმის ატანა თუ რა ხდებოდა პარტიაში (განსაკუთრებით პარტიის წევრების მკვლელობების).

დაჯილდოებულია ლენინის, საბრძოლო წითელი დროშისა და შრომის წითელი დროშის ორდენებით. დაკრძალულია მოსკოვში, წითელ მოედანზე, კრემლის კედელთან.

მისი გარდაცვალების შემდეგ საბჭოთა კავშირის რამდენიმე ქალაქს მისის სახელი დაარქვეს, მათ შორის ვლადიკავკაზს.

ქართველი დიდებულები | ნანახია: 1314 | დაამატა: Iamhistory | თარიღი: 2009-03-26 | კომენტარი (0)

დაიბადა ღარიბი გლეხის ოჯახში. დაამთავრა ქუთაისის სასოფლო-სამეურნეო სასწავლებელი და მასწავლებელთა კურსები. 1905 წელს იყო რსდმპ იმერეთ-სამეგრელოს კომიტეტის წევრი, ბელაგორის (ახლანდელი დაბა(????) ხარაგაული) ბოლშევიკური ორგანიზაციის მეთაური და დასავლეთ საქართველოში გლეხთა შეიარაღებული გამოსვლების ერთ-ერთი ხელმძღვანელი. 1906- 1907 წლებში აქტიურ რევოლუციურ მოღვაწეობას ეწეოდა ვლადიკავკაზში, დონის როსტოვსა და მოსკოვში. რევოლუციურ მოღვაწეობისათვის ბუაჩიძე სამხედრო-საველე სასამართლოს გადასცეს. მას სიკვდილი დასჯა მოელოდა, მაგრამ გაიქცა. 1907 წელს ბუაჩიძე მოსკოვში დააპატიმრეს და 4 წლის საკატორღო მუშაობა, ხოლო შემდეგ ციმბირში სამუდამოდ გადასახლება მიუსაჯეს. 1911 წელს საზღვარგარეთ გაიქცა. ჯერ თურქეთში ცხოვრობდა, შემდეგ ბულგარეთში, სადაც დაუახლოვდა ბულგარეთის რევოლუციური მოძრაობის ბელადებს დ. ბლაგოევს და გ. დიმიტროვს, მონაწილეობდა ბულგარეთის სოციალ-დემოკრატიულ მუშათა პარტიის მემარცხენე მიმდინარეობის - "ვიწრო სოციალისტების" მუშაობაში, აქვეზნებდა სტატიებს ბულგარეთის პრესაში. 1914-1915 წლებში ბუაჩიძემ წერილობითი ურთიერთობა დაამყარა ვ. ი. ლენინთან. ბულგარეთიდან ბუაჩიძე შვეიცარიაში გადავიდა და ჟენევის ბოლშევიკური ჯგუფის აქტიური წევრი გახდა. იქ პირადად გაიცნო ვ. ი. ლენინი, მუშობდა რსდმპ (ბ) ცკ-ის დავალებით.

1917 წლის აპრილში ბუაჩიძე ემიგრაციიდან რუსეთში დაბრუნდა. პარტიის ცკ-მა იგი გაგზავნა ქ. ვლადიკავკაზში, სადაც ს. კიროვთან ერთად აქტიური მონაწილეობა მიიღო საბჭოთა ხელისუფლების გამარჯევბისა და განმტკიცებისათვის ბრძოლაში. ბუაჩიძე იყო ვლადიკავკაზის ბოლშევიკური ორგანიზაციის თავმჯდომარე, ვლადიკავკაზის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს პრეზიდიუმისა და რსდმპ (ბ) კავკასის სამხარეო კომიტეტის წევრი. 1918 წლის მარტში ბუაჩიძე თერგის საბჭოთა რესპუბლიკის სახკომსაბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს. ენერგიულად იბრძოდა თერგის ახალგაზრდა საბჭოთა რესპუბლიკის სახალხო მეურნეობის აღდგენისათვის, თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებისათვის. 20 ივნისს მიტინგზე გამოსვლის დროს მოკლეს კონტრტევოლუციონერებნა. დაკრძალულია მშობლიურ სოფელში.

ქართველი დიდებულები | ნანახია: 1138 | დაამატა: Iamhistory | თარიღი: 2009-03-26 | კომენტარი (0)

რევოლუციურ მოძრაობაში ჩაება ქუთაისის გიმნაზიაში სწავლის პერიოდში (1912-1915), 1916 წელს ჯარში გაიწვიეს და გაგზავნეს პეტერგოფის პრაპორშჩიკთა სკოლაში, აქ სხვებთან ერთად შექმნა სოციალუ-დემოკრატიული წრე. 1917 წელს მონაწილეობდა თებერვლის რევოლუციურ ბრძოლებში პეტერგოფში, შემდეგ ავსტრიის ფრონტზე დროებითი მთავრობის წინააღმდეგ სამხედრო ნაწილის აჯანყებაში. აჯანყების ჩაქრობის შემდეგ დაბრუნდა საქართველოში. იყო ხონის პარტიული ორგანიზაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ბათუმ-გურიის ბოლშევიკური კომიტეტის მდივანი. მისი ხელმძღვანელობით 1918 იანვრიდან ბათუმში გამოდიოდა გაზეთ "მუშის სიმართლე". იყო პარტიის ქუთაისის საგუბერნიო კომიტეტის წევრი. 1918 წლის აპრილში აქტიურად მონაწილეობდა ანტისამთავრობო გლეხთა აჯანყებაში სამეგრელოში. იმავე წლის გაზაფხულზე, აფხაზეთის მშრომელთა აჯანყების პერიოდში, ხელმძღვანელობდა აჯანყებულთა სამხედრო-საზღვაო რაზმს, შედიოდა სამხედრო-რევოლუციური შტაბის შემადგენლობაში. აჯანყების დამარცხების შემდეგ წავიდა პიატიგორსკში, იქიდან ვლადიკავკაზში, სადაც ხელმძღვანელობდა დენიკის წინააღმდეგ მებრძოლ კომუნისტურ რაზმს. 1919 წელს თებერვალში დაბრუნდა საქართველოში და განაგრძო რევოლუციური მოღვაწეობა, რისთვისაც რამდენჯერმე დააპატიმრეს. განთავისუფლების შემდეგ გაემგზავრა ბაქოში და დაინიშნა XI წითელი არმიის ცხენოსანი დივიზიის სამხედრო კომისრად. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ბახტაძე მუშაობდა გაზეთ "კომუნისტის" რედაქტორად, პარტიის ქუთაისის საგუბერნიო კომიტეტის მდივნად. საქ. კპ(ბ) ცკ-ის აგიტაციისა და პროპაგანდის განყოფილების გამგედ. გაზეთ "მუშა და გლეხის" და ჟურნალ "მნათობის" რედაქტორად.
ქართველი დიდებულები | ნანახია: 1000 | დაამატა: Iamhistory | თარიღი: 2009-03-26 | კომენტარი (0)

ვიქტორ ტარასის ძე ბაქრაძე (დ. 1880, სოფ. დარკვეთი, შორაპნის მაზრა ― გ. აპრილი, 1952), რევოლუციური მოძრაობის მოღვაწე ამიერკავკასიასა და თურქმენეთში. რსდმპ წევრი 1898 წლიდან.

1897 წელს ზეინკლად მოეწყო ამიერკავკასიის რკინიგზის თბილისის მთავარ სახელოსნოებში, 1899 წელს მუშაობა დაიწყო ბაქოს რკინიგზის დეპოს მემანქანის თანაშემწედ. მონაწილეობდა არალეგალური სტამბის "ნინას" მოწყობასა და მუშაობაში. ავრცელებდა გაზეთებს "ისკრასა" და "ბრძოლას". 1904 წელს გადავიდა აშხაბადში, სადაც აქტიურ მონაწილეობა მიიღო აშხაბადის მშრომელთა რევოლუციურ ბრძოლებში (1905-1906). იყო აშხაბადის სოციალ-დემოკრატთა ორგანიზაციის ერთ-ერთი დამაარსებელი, რსდმპ აშხაბადის კომიტეტის წევრი, საგაფიცვო კომიტეტის წევრი (1905 წლის ორტომბრიდან), არალეგალური სტამბის ორგანიზატორი. რევოლუციური მოღვაწეობისათვის რამდენჯერმე დააპატიმრეს. 1907-1918 წლებში ეწეოდა რევოლუციურ მოღვაწეობას ბაქოში, როსტოვში, თბილისში, ჭიათურასა და საჩხერეში. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ იყო ხელმძღვანელ საურნეო სამუშაოებზე.

ქართველი დიდებულები | ნანახია: 1040 | დაამატა: Iamhistory | თარიღი: 2009-03-26 | კომენტარი (0)

რევოლუციურ მოძრაობაში ჩაება ქუთაისის გიმნაზიაში სწავლის დროს. მონაწილეობდა ქუთაისის მოსწავლეთა გაფიცვებსა და დემონსტრაციებში (1903-1904). იყო რსდმპ კავკასიის კავშირის იმერეთ-სამეგრელოს კომიტეტის პროპაგანდისტთა კოლეგიის წევრი და მუშაობას ეწეოდა ბაღდათისა და ჭიათურის სოციალ-დემოკრატთა ორგანიზაციებში. 1905 წელს მონაწილეობდა ჭიათურის მუშათა და გლეხთა რევოლუციურ ბრძოლებში. შეიარაღებული აჯანყების დამარცხების შემდეგ არალეგალურად გაემგზავრა ბაქოში, სადაც ასრულებდა პარტიის პასუხსაგებ დავალებებს (არალეგალური სტამბის მოწყობა, რევოლუციური ლიტერატურის გავრცელება და სხვა). 1908 წელს ბაქრაძე მონაწილეობდა ირანის რევოლუციაში. ერთ-ერთი შეტაკების დროს იგი შეიპყრეს და ჩამოახრჩვეს.
ქართველი დიდებულები | ნანახია: 1069 | დაამატა: Iamhistory | თარიღი: 2009-03-26 | კომენტარი (0)

სწავლობდა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. ოქტომბრის რევოლუციამდე მუშაობდა თბილისისა და მოსკოვის პარტიულ ორგანიზაციებში. 1917 წლის დეკემბრიდან იყო კავკასიის ფრონტის სამხედრო-რევოლუციური კომიტიტის შემადგენლობაში და აქტიურად მუშაობდა ფრონტის ტრაპირონის უბანზე. 1918 იყო საბჭოტა ხელისუფლების გამარჯვებისათვის აფხაზ მშრომელთა აჯანყების ერთ-ერთი ხელმძღვანელი. აჯანყების დამარცხების შემდეგ (1918 წლის მაისი) გადავიდა ჩრდილოეთ კავკასიაში და მეთაურობდა წითელი არმიის კავკავის ჯგუფს. 1919 წლის ზაფხულიდან ორგანიზატორულ მუშაობას ეწეოდა თბილისში, რისთვისაც დამოუკიდებელი საქართველოს პირველმა მთავრობამ დააპატიმრეს. 1920 წლის იანვრიდან ხელმძღვანელობდა წითელი არმიის ნაწილებს სამოქალაქო ომის ფრონტებზე. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების გამარჯვების შემდეგ იყო წითელი არმიის ქართული ნაწილების ერთ-ერთი ორგანიზატორი. 1921 სექტემბრიდან საქართველოს სამხედრო და საზღვაო სახალხო კომისრის მოადგილე, შემდეგ ქართული დივიზიის უფროსი. მომდევნო წლებში მუშობდა პასუხსაგებ თანამდებობებზე წითელ არმიაში, საქ. კპ(ბ)ცკში. სწავლობდა მოსკოვის წითელი პროფესურის ინსტიტუტში. 1932 წლის მარტში დანიშნეს საქ. სსრ სახკომსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ. 1933-1934 წლებში მუშაობდა საქ. კპ (ბ) ცკ-ის მეორე მდივნად, 1935-1936 ასფსრ სახკომსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ. დაჯილდოებულია წითელი დროშის ორდენით. რეპრესირებულია, სიკვდილის შემდეგ რეაბილიტირებულია.
ქართველი დიდებულები | ნანახია: 943 | დაამატა: Iamhistory | თარიღი: 2009-03-26 | კომენტარი (0)

1905-1907 წლებში ეწეოდა პარტიულ მუშაობას თბილისში. 1909 წელს აირჩიეს რსდმპ (ბ) თბილისის კომიტეტის წევრად. 1910 წელს დააპატიმრეს და გადაასახლეს ქ. ხარკოვში. I მსოფლიო ომის დროს არველაძე ეწეოდა პარტიულ მუშაობას სამხრეთ-დასავლეთ და თურქეთის ფრონტებზე. თვითმპყრობელობის დამხობის შემდეგ ხელმძღვანელობდა ქ. ალექსანდროპოლის (ახლანდელი გიუმრი) ბოლშევიკური ორგანიზაციის მუშაობას. 1917 წელს მონაწილეობდა ქ. თბილისში კავკასიის ბოლშევიკური ორგანიზაციებისI და კავკასიის არმიის II ყრილობების მუშაობაში. იყო ალექსანდროპოლის საბჭოს ჯარისკაცთა სექციის თავმჯდომარე. 1918 დამდეგს გაგზავნეს ბაქოში, სადაც იბრძოდა საბჭოთა ხელისუფლების გამარჯვებისათვის, იყო ბაქოს საკომსაბჭოს მდივანი. 1918-1919 წლებში მონაწილეობდა თეთრგვარდიელ კაზაკთა წინააღმდეგ ქ. ასტრახანის დაცვაში. იყო მე-11 არმიის ერთ-ერთი პოლკის კომისარი. დაიღუპა საბრძოლო პოსტზე.
ქართველი დიდებულები | ნანახია: 948 | დაამატა: Iamhistory | თარიღი: 2009-03-26 | კომენტარი (0)

$smenu_1$
სიახლის დამატება