AJ AUXERRE FC GIRONDINS DE BORDEAUX US BOULOGNE CO GRENOBLE FOOT 38 LE MANS UC 72 RC LENS LOSC LILLE MÉTROPOLE FC LORIENT BRETAGNE SUD OLYMPIQUE LYONNAIS OLYMPIQUE DE MARSEILLE AS MONACO FC MONTPELLIER HÉRAULT SC AS NANCY LORRAINE OGC NICE COTE D'AZUR PARIS SAINT-GERMAIN STADE RENNAIS FC AS SAINT-ETIENNE FC SOCHAUX-MONTBÉLIARD TOULOUSE FC VALENCIENNES FC

სიახლის დამატება





CS1.6 Monitoring
მთავარი » სტატიები » ქართველი დიდებულები

მასალის რაოდენობა კატეგორიაში: 185
ნაჩვენებია მასალა: 171-180
გვერდები: « 1 2 ... 16 17 18 19 »

დალაგება: თარიღით · სათაურით · რეიტინგით · კომენტარებით · ნახვებით
საქართველოს პირველი მეფე. ფარნავაზიანთა დინასტიის ფუძემდებელი. იყო ”მცხეთის მამასახლისთა” შთამომავალი. ძვ.წ.329 წელს აუჯანყდა იბერიის სპარსელ სატრაპ მითრანეს და იბერიას დამოუკიდებლობა მოუპოვა. 328 წელს იგი ესტუმრა შუა აზიაში მყოფ ალექსანდრე მაკედონელს და თავისი მეფობის ლეგიტიმაცია მოახერხა. დაახლ. ძვ.წ.320 წლისთვის ფარნავაზმა დაიმორჩილა კოლხეთის სამეფო და პირველად ისტორიაში გააერთიანა საქართველო. ფარნავაზს მიეწერება რიგი უმნიშვნელოვანესი ღონისძიებებისა, კერძოდ: მან დაჰყო საქართველო სამთავროებად (ეგრისის, არგვეთის, ოძრხის, კლარჯეთის, წუნდის, სამშვილდის, ხუნანის, კახეთის და ქართლის სასპასპეტო); ჩაატარა რელიგიური რეფორმა (არმაზის კერპის აღმართვა) და ქართული ენა სახელმწიფო ენად გამოაცხადა. ფარნავაზსვე მიეწერება ქართული დამწერლობის შექმნაც. ფარნავაზმა 65 წელი იმეფა და დაახლ. ძვ.წ.264 წელს 92 წლის ასაკში გარდაიცვალა. მის შემდეგ გამეფდა მისი ძე საურმაგი.
ქართველი დიდებულები | ნანახია: 1116 | დაამატა: biography | თარიღი: 2009-02-04 | კომენტარი (0)

იბერიის მეფე ძვ.წ. დაახლ 185-170 წლებში. მირდატ I-ის ძე. მას აღუმართავს ზადენის კერპი ზედაზენის მთაზე და მისი თაყვანისცემა შემოუღია საქართველოში. ფარნაჯომის მეფობის ბოლო პერიოდში იბერიას შემოუტია გაძლიერებულმა სომხეთმა. ბოლოს სომხეთის მეფე არტაშეს I -მა ფარნაჯომი დაამარცხა, ტახტიდან გადააგდო და იბერიის მეფედ თავისი ძე არშაკი (არსუკი) დასვა. ამრიგად იბერია სომხეთის გავლენაში მოექცა. ფარნაჯომს დარჩა ერთი ძე სახელად მირდატი, რომელის შემდგომში გამეფდა იბერიაში.
ქართველი დიდებულები | ნანახია: 1205 | დაამატა: biography | თარიღი: 2009-02-04 | კომენტარი (0)

მცხეთის იბერიის მეფე (არშაკიანთა გვარიდან) დაახლ. ძვ.წ.40-25 წლებში. ძე ბარტომ II-სა. მის დროს ძვ.წ. 36 წელს იბერიაში ილაშქრა რომაელმა სარდალმა კანიდიუსმა. რის შედეგადაც იბერია კვლავ რომის იმპერიის ”მოკავშირე” გახდა, მაგრამ დროებით - ძვ.წ. 34 წელს ფარსამანი და არმაზის იბერიის მეფე ქართამ I დაეხმარნენ სომხეთის მეფე არტაშეს II -ს რომაელთა წინააღმდეგ ბრძოლაში, თუმცა ფარსმანი მალე განუდგა სომხეთის მეფეს და ძვ.წ. 32 წელს ერთ-ერთ ბრძოლაში რომაელთა მხარე აშკარად დაიჭირა. ძვ.წ. 29 წელს არატშეს II-მ პართიელთა დახმარებით მცხეთის იბერიას ჩამოაჭრა წუნდა და არტაანი.
ქართველი დიდებულები | ნანახია: 1036 | დაამატა: biography | თარიღი: 2009-02-04 | კომენტარი (0)

იბერიის მეფე 35-68 წლებში. ძე მირდატ III-სა. მის დროს იბერიის სამეფო ერთიან და ძლიერ სახელმწიფოს წარმოადგენდა. იგი ტოლს არ უდებდა პართისა და კავკასიაში პირველობას ესწრაფვოდა. 36 წელს ფარსმან II რომაელთა დახმარებით შეიჭრა სომხეთში, გააზევა იქიდან პართიელები და სმოხეთის მეფედ საკუთარი ძმა მირდატი გამოაცხადა. მომდევნო 37 წელს პართიის მეფე არტაბან III-მ დიდი ჯარი გამოგზავნა თავისი ძის ოროდის სარდლობით,ქართველებმა ფარსმან II-ის სარდლობით სასტიკად დაამარცხეს მტერი, თვით ოროდი კი ბრძოლაში მძიმედ დაჭრეს. იბერიელები სომხეთში დამკვიდრდნენ. 51 წელს ფარსმანმა თავის ძეს ღადამს (რადამისტს) ბიძა - მირდატი მოაკვლევინა და სმოხეთის მეფედაც დასვა. ღადამი სასტიკი მმართველი აღმოჩნდა და სომხები ეურჩებოდნენ, ამიტომ ფარსმანს ხშირად უწევდა სომხეთს ლაშქრობა მის დასახმარებლად. 52 წელს ფარსმანმა და ღადამმა რომაელ სარდალ იულიუს პელიგნუსთან შეთანხმებას მიაღწიეს და სომხეთზე ბატონობა განიმტკიცეს. მიუხედავად ამისა 54 და 59 წლებში კვლავ ჰქონდა ადგილი სომეხთა აჯანყებებს, რომელთაც ფარულად პართია აქეზებდა. ბოლოსდაბოლოს ღადამს მაინც მოუწია სომხეთის ტახტის დათმობა, თუმცა ფარსმან II-მ სომხეთზე გავლენა შეინარჩუნა. 68 წელს ფარსმანი გარდაიცვალა. იბერიაში მისი შვილიშვილი ღადამის ძე მირდატ IV გამეფდა.
ქართველი დიდებულები | ნანახია: 1082 | დაამატა: biography | თარიღი: 2009-02-04 | კომენტარი (0)

იბერიის უძლიერესი მეფე. რომელსაც სიმამაცისა და ვაჟკაცობისთვის ”ქველი” ეწოდა. მეფობდა დაახლ. 120-170 წლებში. ძე მირდატ V-სი. მის დრის იბერიის სამეფომ უდიდეს ძლიერებას მიაღწია. მეფობის დასაწყისშივე დაახლ. 125 წელს ფარსმანმა ილაშქრა ალბანეთსა და კაბადოკიაში, 130 წლისთვის კი მას უკვე მთელი სამხრეთ კავკასია ემორჩილებოდა; სომხეთის სამეფო იბერიის ვასალი გახდა - რამაც ძლიერ გაანაწყენა რომი. რომის იმპერატორმა ადრიანემ ფარსმანს მკაცრი წერილით რომში გამოცხადება უბრძანა. ფარსმანმა ცივი უარი სტკიცა. ადრიანემ იბერიასთან ომი ვერ გაბედა და ფარსმანს ძღვნად ორმოცდაათი ლეგიონერი და საბრძოლო სპილო გამოუგზავნა. მალე ურთიერთობა რომსა და იბერიას შორის კიდევ უფრო გაუმჯობესდა - 144 წელს რომის ახალი იმპერატორის ანტონინუს-პიუსის მიწვევით ფარსმან III ოჯახითურთ რომში სტუმრად ჩადის. გაფორმდა ხელშეკრულება რომის და იბერიის მოკავშირეობისა. ფარსმანის ამალამ მხედრული ჯირითი მოაწყო კოლიზეუმში. ანტონინუს-პიუსის ბრძანებით მარსის მინდორზე ცხენზე ამხედრებული ფარსმანის ქანდაკება დადგეს. რომმა სცნო იბერიის ჰეგემონია სამხრეთ კავკასიაში. იბერიის გაძლიერებით უკმაყოფილო იყო პართია. დაახლ. 150-155 წლებში პართიის მეფე ვოლოგეზ III-მ ორჯერ ილაშქრა იბერიის წინააღმდეგ, ფარსმან III-მ ორჯერვე სასტიკად დაამარცხა და უკუაგდო მტერი. მალე ფარსმან ქველი იმდენად გაძლიერდა რომ თვითონ ილაშქრა პართიის წინააღმდეგ მან დაამარცა ვოლოგეზ III და მისი დედაქალაქი კტესიფონსაც კი აიღო. ვოლოგეზმა დიდი ძღვენისა და მუდმივი მშვიდობის აღთქმით დაიხსნა თავისი ქვეყანა. დაახლ. 170 წელს ფარსმან ქველი გარდაიცვალა, როგორც ისტორიული გადმოცემა გვაუწყებს იგი მოწამლა პართიელების მიერ მოსყიდულმა მზარეულმა.
ქართველი დიდებულები | ნანახია: 1250 | დაამატა: biography | თარიღი: 2009-02-04 | კომენტარი (0)

იბერიის მეფე დაახლ. 200-230 წლებში. მას შესახებ თითქმის არავითარი ინფორმაცია არ მოგვეპოვება. ცნობილა რომ მისი მეფობის ჟამს ირანში პართიული არშაკიდთა დინასტია შეიცვალა სპარსული სასანიდთა დინასტიით (224წ.). ფრასმანის შემდეგ გამეფდა მისი ძე ამაზასპი.
ქართველი დიდებულები | ნანახია: 1009 | დაამატა: biography | თარიღი: 2009-02-04 | კომენტარი (0)

იბერიის მეფე 396-412 წლებში. ძე ვარაზ-ბაკურისა. ახალგაზრდობაში იგი ბიზანტიაში - კონსტანტინეპოლის სამეფო კარზე ფარსმან იბერიელის სახელით ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. იგი დიდი პატივისცემით სარგებლობდა იმპერატორ არკადიუსის კარზე. როცა იმპერიის მთავარსარდლის პოსტზე ორი კანდიდატურა: იბერიელი ფარსმანი და გერმანელი გაინა განიხილებოდა - არკადიუსი უფრო ქართველის მხარეს იხრებოდა, მაგრამ სწორედ მაშინ გამომჟღავნდა, რომ ფარსმანი იმპერატორის მეუღლის ევდოქსიას საყვარელი იყო. ფარსმანი იძულებული გახდა იბერიაში გამოქცეულიყო, სადაც მალ, მამამისის გარდაცვალების შემდეგ მეფეც გახდა. (თუმცა მას, როგორც მამამისს არ ემორჩილებოდა იბერიის ნაწილი - კლარჯეთი და ჯავახეთი). ფარსმან V-ის პოლიტიკა ბიზანტიისადმი საკმაოდ მტრული იყო, მან რამდენჯერმე კავკასიის მთებიდან გადმოუშვა თეთრი ჰუნები და არკადიუსის სამფლობელოებს მიუსია. 408 წლის მერე, არკადიუსის სიკვდილის შემდეგ იბერია-ბიზანტიის ურთიერთობა ნორმალურ კალაპოტში ჩადგა.
ქართველი დიდებულები | ნანახია: 1023 | დაამატა: biography | თარიღი: 2009-02-04 | კომენტარი (0)

ქართლის (იბერიის) მეფე 512-519 წლებში.
ქართველი დიდებულები | ნანახია: 1066 | დაამატა: biography | თარიღი: 2009-02-04 | კომენტარი (0)

იბერიის უკანასკნელი მეფე 535-537 წლებში. მის დროს იბერია სასანიდური ირანის ქვეშევრდომი იყო, მისი სიკვდილის შემდეგ კი ირანის შაჰმა ხოსრო I ანუშირვანმა იბერიაში საბოლოოდ გააუქმა მეფობა და იბერია ირანის რიგითი პროვინცია გახდა. გადმოცემის მიხედვით სწორედ ფარსმან VII-ის დროს ჩამოვიდა საქართველოში ცამეტი ასურელი მამა. 

 

ქართველი დიდებულები | ნანახია: 1002 | დაამატა: biography | თარიღი: 2009-02-04 | კომენტარი (0)

კოლხეთის მეფე (”ერისთავი”) დაახლ. ძვ.წ.325-280 წლებში, იგი ძალით თუ ნებით დაიმორჩილა იბერიის მეფე ფარნავაზმა (დაახლ. 320 წლისთვის). ამის შემდეგ იგი ფარნავაზის მოკავშირეა ყველა საქმეში. ქუჯის რეზიდენცია იყო ციხე-გოჯი (ნოქალაქევი).
ქართველი დიდებულები | ნანახია: 1144 | დაამატა: biography | თარიღი: 2009-02-04 | კომენტარი (0)

$smenu_1$
სიახლის დამატება