ქართლის ერისმთავარი 762-771 წლებში. არჩილის ძე. მის დროს ქართლი არაბების მოხარკე ქვეყანა იყო. 764 წელს ამიერკავკასიას თავს დასეხნენ ხაზარები ბლუჩან სარდლის ხელმძღვანელობით, მათ აიღეს თბილისი და ჯუანშერი, თავის დასთან შუშანთან ერთად ტყვედ იგდეს. ერისმთავარი ტყვეობიდან 767 წელს დაბრუნდა
|