AJ AUXERRE FC GIRONDINS DE BORDEAUX US BOULOGNE CO GRENOBLE FOOT 38 LE MANS UC 72 RC LENS LOSC LILLE MÉTROPOLE FC LORIENT BRETAGNE SUD OLYMPIQUE LYONNAIS OLYMPIQUE DE MARSEILLE AS MONACO FC MONTPELLIER HÉRAULT SC AS NANCY LORRAINE OGC NICE COTE D'AZUR PARIS SAINT-GERMAIN STADE RENNAIS FC AS SAINT-ETIENNE FC SOCHAUX-MONTBÉLIARD TOULOUSE FC VALENCIENNES FC

სიახლის დამატება





CS1.6 Monitoring
მთავარი » სტატიები » ქართველი დიდებულები

გიორგი VIII
ერთიანი საქართველოს უკანასკნელი მეფე 1446-1466 წლებში, კახეთის პირველი მეფე (გიორგი I-ის სახელით)1466-76 წლებში. ალექსანდრე I-ის და დედოფალ თამარის ვაჟი. გამეფდა 1446 წლს თავის ნახევარძმის, ვახტანგის გარდაცვალების შემდეგ. 1453-54 წწ. მას აუჯანყდა იმერეთის ერისთავი ბაგრატი. გიორგი VIII შეეცადა განმდგარი ქეშევრდომის დამორჩილებას, მაგრამ ვერაფერი გააწყო. 1459 წელს საქართველოში ჩამოვიდა რომის პაპის პიუს II-ის ელჩი ლუდოვიკო ბოლონიელი. მან ქართველ მეფე-მთავრებს იმ ანტიოსმალურ კოალიციაში მონაწილეობა შესთავაზა, რომლის შექმნასაც ცდილობდა რომის პაპი. 1460-1461 წლებში ევროპაში საპასუხო ვიზიტით იმყოფებოდნენ ქართველ ელჩები. გიორგი VIII-ს ნიკოლოზ თბილელი წარმოადგენდა. კოალიციის შექმნის შემთხვევაში გიორგი მეფე 40 000-იანი ჯარის გამოყვანას კისრულობდა. კოალიციის მზადების მომენტში მეფესა და მთავრებს შორის მშვიდობა სუფეთა. სამწუხაროდ, ანტიოსმალური კოალიცია ვერ შედგა. 1463 წელს ჩიხორის ბრძოლაში ბაგრატ ერისთავმა დაამარცხა გიორგი VIII და თავი იმერეთის მეფედ გამოაცხადა. განცდილი მარცხის მიუხედავად გიორგი მეფე ცდილობდა ქვეყნის ერთიანობის შენარჩუნებას. მან გადაწყვიტა სამცხის მთავარი ყვარყვარე დაემორჩილებინა. 1465 წელს ფარავნის ტბასთან გამართულ ბრძოლაში მეფე კვლავ დამარცხდა და ტყვედ ჩაუვარდა ათაბაგს. ამით ისარგებლა ბაგრატმა, გადმოვიდა ქართლში, აიღო თბილისი და თავი საქართველოს მეფედ გამოაცხადა. ყვარყვარე ჯაყელმა მზაკვრული გეგმა ჩაიფიქრა. მას სურდა ბაგრატსა და გიორგის ერთმანეთი დაესუსტებინათ, ამიტომ ათაბაგმა გიორგი VIII გაათავისუფლა, მაგრამ გიორგიმ ქართლი ვეღარ დაიბრუნა. მან მხოლოდ ის მოახერხა, რომ კახეთი დაიკავა და იქ გამეფდა. ასე ჩაეყარა საფუძველი 1466 წელს კახეთის სამეფოს, რომლის პირველი მეფე გიორგი I, იგივე ერთიანი საქართველოს უკანასკნელი მეფე გიორგი VIII იყო. გიორგიმ კახეთში დიდი რეფორმები ჩაატარა - გააუქმა საერისთავოები და მათ ნაცვლად სამოურავოები შექმნა. სამეფო დაყო ოთხ სადროშოდ, რომლებსაც სათავეში ეპისკოპოსები (ბოდბელი, რუსთველი, ალავერდელი, ნეკრესელი) ჩაუყენა, 1476 წელს გიორგი I გარდაიცვალა.
კატეგორია: ქართველი დიდებულები | დაამატა: biography (2009-02-06)
ნანახია: 3186 | რეიტინგი: 3.3/3 |
სულ კომენტარი: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
$smenu_1$
სიახლის დამატება