იბერიის მეფე 35-68 წლებში. ძე მირდატ III-სა. მის დროს იბერიის სამეფო ერთიან და ძლიერ სახელმწიფოს წარმოადგენდა. იგი ტოლს არ უდებდა პართისა და კავკასიაში პირველობას ესწრაფვოდა. 36 წელს ფარსმან II რომაელთა დახმარებით შეიჭრა სომხეთში, გააზევა იქიდან პართიელები და სმოხეთის მეფედ საკუთარი ძმა მირდატი გამოაცხადა. მომდევნო 37 წელს პართიის მეფე არტაბან III-მ დიდი ჯარი გამოგზავნა თავისი ძის ოროდის სარდლობით,ქართველებმა ფარსმან II-ის სარდლობით სასტიკად დაამარცხეს მტერი, თვით ოროდი კი ბრძოლაში მძიმედ დაჭრეს. იბერიელები სომხეთში დამკვიდრდნენ. 51 წელს ფარსმანმა თავის ძეს ღადამს (რადამისტს) ბიძა - მირდატი მოაკვლევინა და სმოხეთის მეფედაც დასვა. ღადამი სასტიკი მმართველი აღმოჩნდა და სომხები ეურჩებოდნენ, ამიტომ ფარსმანს ხშირად უწევდა სომხეთს ლაშქრობა მის დასახმარებლად. 52 წელს ფარსმანმა და ღადამმა რომაელ სარდალ იულიუს პელიგნუსთან შეთანხმებას მიაღწიეს და სომხეთზე ბატონობა განიმტკიცეს. მიუხედავად ამისა 54 და 59 წლებში კვლავ ჰქონდა ადგილი სომეხთა აჯანყებებს, რომელთაც ფარულად პართია აქეზებდა. ბოლოსდაბოლოს ღადამს მაინც მოუწია სომხეთის ტახტის დათმობა, თუმცა ფარსმან II-მ სომხეთზე გავლენა შეინარჩუნა. 68 წელს ფარსმანი გარდაიცვალა. იბერიაში მისი შვილიშვილი ღადამის ძე მირდატ IV გამეფდა.
|