ტაო-კლარჯეთის (ქართუელთა)მეფე 958-994 წლებში. ბაგრატ მაგისტროსის ძმის სუმბატ კურაპალატის ძე. ბაგრატ III-ის, ერთიანი საქართველოს პირველი მეფის პაპა. დავით III დიდი მას ეკუთვნოდა ბიძაშვილისშვილად. ბაგრატი ტახტზე ახალგაზრდა ავიდა და ამიტომ მას უწოდებდნენ ”რეგუენს”(გამოუცდლს). იგი დავით III-ს 990 წ. დაეხმარა ადარბადაგანის ამირა მამლანისა და სხვა ამირების შეერთებული ძალების წინააღმდეგ ბრძოლაში.