AJ AUXERRE FC GIRONDINS DE BORDEAUX US BOULOGNE CO GRENOBLE FOOT 38 LE MANS UC 72 RC LENS LOSC LILLE MÉTROPOLE FC LORIENT BRETAGNE SUD OLYMPIQUE LYONNAIS OLYMPIQUE DE MARSEILLE AS MONACO FC MONTPELLIER HÉRAULT SC AS NANCY LORRAINE OGC NICE COTE D'AZUR PARIS SAINT-GERMAIN STADE RENNAIS FC AS SAINT-ETIENNE FC SOCHAUX-MONTBÉLIARD TOULOUSE FC VALENCIENNES FC

სიახლის დამატება





CS1.6 Monitoring
მთავარი » სტატიები » ქართველი დიდებულები

აშოტ I კურაპალატი
ბაგრატიონთა დინასტიის ფუძემდებელი საქართვლოში. ქართლის ერისმთავარი 786-813 წლებში. ”ქართველთა სამეფოს” (ტაო-კლარჯეთის სამთავრო) მთავარი 813-826 წლებში. დაახლოებით 809-810 წლებში აშოტი აუჯანყდა არაბებს და მცირე დროით გააძევა ისინი ტბილისიდან, მაგრამ ბოლოს დამარცხდა და ქართლიდან სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში გაიქცა. აქ აშოტ ბაგრატიონმა ბიზანტრიის იმპერიასთან კავშირში საფუძველი ჩაუყარა ქართველთა სამთავროს. 813 წელს მან კლარჯეთის თემში განაახლა არტანუჯის ციხე-სიმაგრე. აქ ააშენა ქალაქი, კარის ეკლესია (გაიჩინა სასაფლაო) და იგი რეზიდენციად გაიხადა. დაიწყო გაპარტახებული ქვეყნის აღდგენა, საზღვრების გაფართოება. მის დროს სამთავროს ფარგლებში შედიოდა შავშეთი, კლარჯეთი, ნიგალი, აჭარა, ტაო, სპერი, სამცხე, ჯავახეთი, არტაანი. ”მატიანე ქართლისაი”-ს ცნობით 818 წელს მან გაილაშქრა კახეთის მთავრის, გრიგოლის წინააღმდეგ. აშოტს ეხმარებოდა აფხაზთა მეფე თეოდოსი, ხოლო გრიგოლს - წანარები და თბილისის ამირა. აშოტმა დაიპყრო ქართლი და გააფართოვა თავისი ქვეყანა ”კლარჯეთიდგან ვიდრე ქსანამდე”. აშოტ I-ის დროს გრიგოლ ხანძთელის მოთავეობით სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში დაიწყო დიდი საეკლესიო მშენებლობა. აშენდა ხანძთა, აიგო და განახლდა ეკლესია-მონასტრები. აშოტი არაბთა წინააღმდეგ ბრძოლას შეეწირა. იგი მოღალატეებმა ეკლესიაში საკურთხეველზე დააკლეს. აშოტ ბაგრატიონმა ვრცელი და ძლიერი სამთავრო შექმნა, რომელსაც დიდ ანგარიშს წევდნენ მისი თანამედროვე ქართველი თუ უცხოელი სახელმწიფო მოღვაწეები. მის დროს განსაკუთრებით აღზევდა ბაგრატიონთა გვარი და სათანადოდ დასაბუთდა კიდეც ამ გვარის პოლიტიკური ხელისუფლების კანონიერება. აშოტ I-ს სამი ძე დარჩა ადარნასე, ბაგრატი და გუარამი. მის რიცხვმრავალ შთამომავლობაში გამოყოფა ორი მთავარი შტო: ”კლარჯნი ხელმწიფენი”, ”მეფენი ტაოსნი” ამ უკანასკნელში IX ს-ში მკვიდრდება ”ქართველთა მეფობა”.
კატეგორია: ქართველი დიდებულები | დაამატა: biography (2009-02-08)
ნანახია: 1606 | რეიტინგი: 1.0/1 |
სულ კომენტარი: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
$smenu_1$
სიახლის დამატება