მცხეთის იბერიის მეფე (არშაკიანთა გვარიდან) დაახლ. ძვ.წ.25-ა.წ.5 წლებში. ძე ფარსმან I-სა. ძვ.წ.21-20 წლებში არშაკ III და არმაზის იბერიის მეფე ქართამ II შეკავშირდნენ სომხეთის მეფის არტაშეს II-ის წინააღმდეგ, მათ კავკასიონიდან გადმოიყვანეს ალანები და საერთო ძალებით დაამარცხეს სომხები, დაატყვევეს არტაშესის ვაჟი ზარეჰი და დარიალის ციხეში გამოკეტეს. ომის შედეგად არშაკ III-მ დაიბრუნა ადრე დაკარგული წუნდა და არტაანი, ხოლო ქართამ II განთავისუფლდა სომხეთზე დამოკიდებულებისგან. არშაკის მერა გამეფდა მისი ძე მირდატ III.
|