AJ AUXERRE FC GIRONDINS DE BORDEAUX US BOULOGNE CO GRENOBLE FOOT 38 LE MANS UC 72 RC LENS LOSC LILLE MÉTROPOLE FC LORIENT BRETAGNE SUD OLYMPIQUE LYONNAIS OLYMPIQUE DE MARSEILLE AS MONACO FC MONTPELLIER HÉRAULT SC AS NANCY LORRAINE OGC NICE COTE D'AZUR PARIS SAINT-GERMAIN STADE RENNAIS FC AS SAINT-ETIENNE FC SOCHAUX-MONTBÉLIARD TOULOUSE FC VALENCIENNES FC

სიახლის დამატება





CS1.6 Monitoring
მთავარი » სტატიები » ქართველი დიდებულები

ალექსანდრე III იმერეთის მეფე
იმერეთის მეფე 1639-1660 წწლებში. გიორგი III-ის ძე. მეფედ აკურთხეს ქუთაისში. შესაძლებელია, პირველად ტახტზე 1634 წ. ასულიყო, როდესაც მამამისი ლევან II დადიანმა დაატყვევა. ცოლად ჯერ მამია II გურიელის და ჰყავდა, ხოლო შემდეგ ქართლის მეფეს, თეიმურაზ I-ს დაუმოყვრდა (რომელიც მხარს უჭერდა ირანთან ბრძოლაში) და მისი ასული, ნესტან-დარეჯანი ითხოვა. ლევან II დადიანი, იმერეთის ტახტის ხელში ჩაგდების მიზნით, ირანს დაუკავშირდა, რამაც ოსმალეთის გაღიზიანება გამოიწვია. იგი თითქმის ყოველ წელს თავს ესხმოდა და აოხრებდა სამეფოს. ლევანი თავის ლაშქრობებს მეფის წინააღმდეგ უმეტესად ქრისტიანულ დღესასწაულებზე აწყობდა. ალექსანდრე იძულებული გახდა ქუთაისის ციხეში გამოკეტილიყო. ლევან II-ის ჯარების წინააღმდეგ რამდენიმე წარმატებული ლაშქრობა ალექსანდრეს ახალგაზრდა ძმამ - მამუკამ მოაწყო, მაგრამ ერთ-ერთ ბრძოლაში ცხენმა უმტყუნა და ოდიშარს ტყვედ ჩაუვარდა (1647). სიტუაციიდან გამოსავლის ძებნაში და თეიმურაზ ქართლის მეფის გავლენით, ალექსანდრე III 1649, 1651 და 1656 წლებში ელჩობებს აგზავნის რუსეთში. 1651 წლის 1 ოქტომბერს კი ხელს აწერს მოსკოვის ხელმწიფის ერთგულების წიგნს. მამუკას ტყვეობიდან დახსნის მოლაპარაკებაში აქტიურად ჩაება თეიმურაზ I, მაგრამ დადიანის ბრძანებით მეფის ძმას თვალები დასთხარეს. ამის შემდეგ მამუკას დიდხანს აღარ უცოცხლია და 1653 წლის დეკემბერში გარდაიცვალა. თავად ოდიშის მთავარი, გადმოცემით, შვილის ცხედარს დააკვდა და რადგან პირდაპირი მემკვიდრე არ დარჩენია, მთავრის ტახტი მისმა ძმისწულმა, ლიპარიტ ისესეს ძემ დაიკავა (1657-1658). ალექსანდრე III გაბედულ ქმედებებზე გადავიდა: ილაშქრა ოდიშში და მამია IV-ის ძე, ვამეყ III დასვა მთავრის ტახტზე, საზღვრად კი, ნაცვლად მდ. ცხენისწყლის მარცხენა ნაპირისა, უნაგირას მთა დაუდგინა. ახალციხეში გახიზნულმა ლიპარიტმა დახმარება მიიღო როსტომ ფაშასა და როსტომ ქართლის მეფისაგან. შემოიერთა ქაიხოსრო I გურიელი და იმერეთისაკენ დაიძრა. ბრძოლა ბანძასთან 1658 წლის ივნისში მოხდა. ალექსანდრე მეფემ იმძლავრა - ვამეყს კვლავ ოდიშის მთავრობა უბოძა და გურიელის ტახტიც თავის მომხრე დემეტრე სიმონის ძეს გადასცა. ამ ღონისძიებებით მან რამდენადმე მაინც განამტკიცა ქვეყნის საშინაო მდგომარეობა, მაგრამ მისი გარდაცვალებისთანავე (1660 წლის 4 მარტი) სამეფო კვლავ შინაფეოდალურმა ომებმა მოიცვა. ალექსანდრე III ტახტის მემკვიდრედ ცოლის ძმისწულს ზრდიდა, მაგრამ შვილობილი გარდაეცვალა და იძულებული გახდა გურიაში დატყვევებული თავისი ძე - ბაგრატი ეცნო მემკვიდრედ.
კატეგორია: ქართველი დიდებულები | დაამატა: biography (2009-02-08)
ნანახია: 1083 | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარი: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
$smenu_1$
სიახლის დამატება