კოლხეთის სამეფოს ლეგენდარული მეფე (დაახლ.ძვ.წ.XIII საუკუნე). ბერძნული მითის მიხედვით მზის ღმერთის ჰელიოსის ძე, მის დროს კოლხეთს ეწვივნენ არგონავტები, რომელთაც ცბიერებით ხელში ჩაიგდეს კოლხეთის ძლიერების სიმბოლო ოქროს საწმისი. ჰყავდა ორი შვილი ძე აფსირტე და ასული მედეა. აიეტის პიროვნების რეალურობა დადასტურებული არ არის.
|