AJ AUXERRE FC GIRONDINS DE BORDEAUX US BOULOGNE CO GRENOBLE FOOT 38 LE MANS UC 72 RC LENS LOSC LILLE MÉTROPOLE FC LORIENT BRETAGNE SUD OLYMPIQUE LYONNAIS OLYMPIQUE DE MARSEILLE AS MONACO FC MONTPELLIER HÉRAULT SC AS NANCY LORRAINE OGC NICE COTE D'AZUR PARIS SAINT-GERMAIN STADE RENNAIS FC AS SAINT-ETIENNE FC SOCHAUX-MONTBÉLIARD TOULOUSE FC VALENCIENNES FC

სიახლის დამატება





CS1.6 Monitoring
მთავარი » სტატიები » ქართველი დიდებულები

ადარნასე II კურაპალატი
დავით I კურაპალატის ძე. (ადარნასე I-ად ითვლება აშოტ I-ის მამა ადარნასე ბაგრატიონი, რომელსაც მთავრობა არ რგებია). ტაო-კლარჯეთის მთავარი და ”ქართუელთა მეფე” 888-923 წწ. ადარანასეს დროს ძირითადად დამთავრდა ბრძოლა ტაოსა და კლარჯეთის გამოყოფისათვის. ”ქართველთა მეფობა” დაიმკვიდრა ტაოს შტომ, მათი რეზიდენცია გახდა ბანა, ფორმალურად ჯლარჯეთის სახლი ემორჩილებოდა ტაოს სახლს. 888 წ. ადარნასემ ბაგრატიონთა შორის პირველმა მიიღო ”ქართველთა მეფის” ტიტული, ხოლო კურაპალატობა - 891 წელს. ნასრამ, დავით I კურაპალატის მკვლელმა სცადა დაკარგული სამფლობელოების დაბრუნება აფხაზთა მეფის დახმარებით. ადარნასემ იგი 888 წელს სოფ. ასპინძასთან მოაკვლევინა. მას მთავრობას ეცილებოდა გურგენ კლარჯიც, მაგრამ ადარნასემ ისიც დაამარცხა. 891 წელს ადარნასე II-მ ხელი შეუწყო შირაქში სმბატ აშოტის ძის გამეფებას, რის შედეგადაც გაძლიერებული სომხეთის შირაქის სამეფო მას მოკავშირედ ევლინება. 904 წელს ადარნასემ სმბატის დახმარებით დაამარცხა და ტყვედ ჩაიგდო ქართლში შემოჭრილი აფხაზთა მეფე კონსტანტინე. შემდგომში, სმბატ მეფემ კონსტანტინე გაათავისუფლა, რასაც მოკავშირეებს შორის განხეთქილება მოჰყვა (907 წ.). ადარნასე მიემხრო სომხეთში შემოჭრილ არაბთა სარდალს აბულ-კასიმს და სმბატის წინააღმდეგ იბრძოდა, რომელიც დამარცხდა. სომხეთის მეფე 914 წელს ქ. დვნიში ძელზე ჩამოჰკიდეს. ადარნასემ ააშენა და საეპისკოპოსო კათედრად აქცია ბანას ტაძარი, სადაც პირველ ეპისკოპოსად დაადგინა კვირიკე ბანელი.
კატეგორია: ქართველი დიდებულები | დაამატა: biography (2009-02-08)
ნანახია: 1652 | რეიტინგი: 5.0/1 |
სულ კომენტარი: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
$smenu_1$
სიახლის დამატება