AJ AUXERRE FC GIRONDINS DE BORDEAUX US BOULOGNE CO GRENOBLE FOOT 38 LE MANS UC 72 RC LENS LOSC LILLE MÉTROPOLE FC LORIENT BRETAGNE SUD OLYMPIQUE LYONNAIS OLYMPIQUE DE MARSEILLE AS MONACO FC MONTPELLIER HÉRAULT SC AS NANCY LORRAINE OGC NICE COTE D'AZUR PARIS SAINT-GERMAIN STADE RENNAIS FC AS SAINT-ETIENNE FC SOCHAUX-MONTBÉLIARD TOULOUSE FC VALENCIENNES FC

სიახლის დამატება





CS1.6 Monitoring
მთავარი » სტატიები » ქართველი დიდებულები

სოლომონ I
იმერეთის მეფე 1752-1784 წლებში. ყველაზე დიდი ხელმწიფე იმერეთისა. ალექსანდრე V-ის ძე. ტახტზე ასვლისას 15 წლისა იყო. 1752 წელს შეთქმულთა ძლიერმა ჯგუფმა, რომელთა შორისაც იყვნენ დედამისი თამარი (ლევან აბაშიძის ასული) და მეფის ბიძები – მამუკა და გიორგი. შეძლო მისი დამარცხება, მაგრამ სოლომონმა ახალციხის ფაშას დახმარებით ტახტი დაიბრუნა, დედა სემეფოდან გააძევა. აბაშიძეთა მამული კი თავის საკუთრებად გამოაცხადა. სოლომონმა მემკვიდრეობად დაუძლურებული, სათავადოებად დაყოფილი სამეფო მიიღო.სადაც ფეოდალური განუკითხაობა და ''ტყვეთა სტიდვა'' მძვინვარებდა. მან მიზნად დაისახა მტკიცე სამეფო ხელისუფლების შექმნა და დასავლეთ საქართველოს გაერთიანება, ტყვეებით ვაჭრობის აღკვეთა და ოსმალთა ბატონობისგან ქვეყნის გათავისუფლება. მეფემ ჯერ დადიანი შემოირიგა. რის შემდეგაც მამია გურიელი იძულებული გახდა, მეფის ერთგული ყოფილიყო. სოლომონმა შემოიკრიბა დიდი თავადებისგან შევიწროებული წერეთლები, წულუკიძეები, ჯაფარიძეები, იაშვილები და აგიაშვილები, ეკლესიას დაუბრუნა ფეოდალთაგან მიტაცებული ყმა-მამულები და საეკლესიო გლეხები გადასახადებისგან გაათავისუფლა. რითაც ეკლესიის ნდობაც დაიმსახურა. მეფემ გადაწყვიტა, ხელში ჩაეგდო სტრატეგიული მნიშვნელობის ციხეები, რომლებიც ფეოდალების გაძლიერების საფუძველს წარმოადგენდნენ. მანვე შექმნა სრულიად ახალი, მეფის ხელისუფლების განმამტკიცებელი ინსტიტუტი, ე. წ. ფიცის კაცნი. ისინი ყოველი წლის 15 მაისს განსაზღვრულ ადგილას იკრიბებოდნენ და ფიცს დებდნენ მეფის ერთგულებაზე. შეფიცულები პოლიტიკური პრივილეგიებითაც სარგებლობდნენ. მათ შორის იყვნენ ლორთქიფანიძეები, მესხები, ავალიანები, იოსელიანები, ღოღობერიძეები მიქაბერიძეები, ყიფიანები, ქორქაშვილები, უგრეხელიძეები, გრიგალაშვილები, ჭაბუკიანები და სხვა. სოლომონ I-მა გამეფებისთანავე დაიწყო თურქების წინააღმდეგ ბრძოლა. იგი გრძნობდა, რომ ოსმალთა ჯარები გარკვეულწილად რეაქციული ფეოდალური ძალების დასაყრდენიც იყო, და მით უფრო ესწრაფვოდა თავისის ამეფოს მათგან გათავისუფლებას. სოლომონის აიდუმლო მზადებას შეუდგა: 1757 წლის დეკემბრის დასაწყისში მან ჩაკეტა ფოთიდან, გურიიდან და ახალციხიდან მომავალი გზები, საიდანაც ხრესილზე მდგარი თურქების დამხმარე ჯარის შემოსვლა იყო მოსალოდნელი. მეფეს დადიან-გურიელის ჯარებიც შეუერთდნენ, მათთან ერთად იყო აგრეთვე აფხაზეთის მთავარი ხუტუნია შარვაშიძე. 1757 წლის 14 დეკემბერს, გამთენიისას, მეფის ლაშქარი თავს დაესხა ახალციხისა და აჭარის სანჯაყთა მრავალრიცხოვან ჯარს. ამ ბრძოლაში მეფემ ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა. დავით ბატონიშვილის გადმოცემით, სოლომონი “ესრეთ მხნე იყო, ვითარცა ლომი”. ამავე ბრძოლაში მოკლეს სამშობლოს გამყიდველი ლევან აბაშიძე, რომელიც თურქთა მხარეზე იბრძოდა. სოლომონმა იცოდა, რომ ოსმალეთი მის ამ გამოსვლას უპასუხოდ არ დატოვებდა და საჭირო ზომები მიიღო: 1758 წელს სოლომონ I-მა, ერეკლე II-მ და თეიმურაზ II-მ გორში მეგობრობისა და ურთიერთდახმარების ხელშეკრულება დადეს. ამავე წელს სოლომონ I ქართლ-კახეთის მეფეებს ეხმარება ატოცთან გამართულ ბრძოლაში თურქთა წინააღმდეგ. ეს ხელშეკრულება 1770 წლამდე არ დარღვეულა (1773 წელს ერეკლემ და სოლომონმა აღადგინეს იგი). 1758 წელს ახალციხის ფაშამ ორჯერ ილაშქრა იმერეთის წინააღმდეგ. პირველად სოლომონმა ჯარების შეკრება ვერ მოასწრო და დამარცხდა, მეორედ კი სძლია მტერს. 1759 წლის დეკემბერში სოლომონმა საეკლესიო და საერო ფეოდალების საგანგებო კრება მოიწვია. ერთი თვის განმალვობაში მსჯელობა დასავლეთ საქართველოს საერთო საკითხებზე მიმდინარეობდა. ამ კრების მთავარი გადაწყვეტილება იყო ''ტყვეთა სყიდვის'' აკრძალვა - ტყვეებით მოვაჭრეთათვის სიკვდილით დასჯა დადგინდა. გარდა ამისა, კრებამ სხვა დადგენილებებიც მიიღო: უკანონოდ მიტაცებული ყმა-მამულების სახელმწიფოსათვის დაბრუნება, ზედმეტი გადასახადებისაგან საეკლესიო ყმების გათავისუფლება. ეკლესიის საქმეებში სახელმწიფოს ჩაურევლობა, უღირსთა გადაყენება და ღირსეულთა დანიშვნა. ეკლესია-მონასტრების აშენება და სხვა. 1760 წელს ახალციხის ფაშამ სოლომონს ოფიციალურად მოსთხოვა ტყეებით ვაჭრობის დაშვება. სოლომონმა უარი შეუთვალა. პასუხად იმერეთში ოსმალთა 20-ათასკაციანი დამსჯელი რაზმი შემოიჭრა, რომელიც ქართველებმა დაამარცხეს. სულ მალე, 1763 წელს, სოლომონმა ოსმალთა 13-ათასიანი ჯარის შემოტევა მოიგერია და იმავე წელს სებეკასა და ასკანას ციხეებიც აიღო. 1766 წლის სექტემბერში, ოსმალთა ახალი შემოტევის შედეგად, ქვემო იმერეთი დაიკარგა. თურქებმა სვერის ციხეც აიღეს და ქუთაისში სოლომონის ბიძაშვილი თეიმურაზ მამუკას ძე დასვეს ''მეფედ''. სოლომონი წერეთლებმა მოდინახეს ციხეში შეაფარეს. იგი ჩრდილო კავკასიაში განლაგებულ რუსეთის ჯარების სარდლობას სთხოვდა დახმარებას, მაგრამ ამაოდ. როდესაც ოსმალთა ჯარმა ქვეყანა დატოვა, მეფემ თავისი მომხრეები შეკრიბა და სულ მალე მთელი იმერეთი დაიკავა. მოღალატე თეიმურაზმა თურქეთს შეაფარა თავი. იმერეთმა თურქებს პარტიზანული ომი გამოუცხადა. თეიმურაზი არ თმობდა პოზიციებს და ჩხართან გადამწყვეტ ბრძოლაში სოლომონმა იგი დაამარცა (1768). თეიმურაზი მუხურის ციხეში გამოკეტეს და იქვე გარდაიცვალა. 1769 წელს მეფემ მუდამ განდგომილი და ოსმალების მომხრე როსტომ რაჭის ერისთავი ვარციხეში ისტუმრა. იაშვილების მამულში სანადიროდ მიიტყუა და თვალები დასთხარა. ცალი თვალი მის ძეს – გიორგისაც ამოუღო. ამის შემდეგ მან რაჭის საერისთაო გააუქმა. მეფემ როსტომის ძმა, ბესარიონი კათოლიკოსობიდან გადააყენა და თავისი ძმა, იოსებ გენათელი აკურთხა. ბესარიონი კაცია დადიანმა სამეგრელოს პატრიარქად აკურთხა და ეკლესიის დამოუკიდებლობა მოითხოვა. მაგრამ ახალციხის ფაშამ იოსების მხარე დაიჭირა და მალე სამეგრელოში კათალიკოსობა გაუქმდა. ტახტის დაბრუნების შემდეგ საჭირო იყო ძლიერი მოკავშირის მოძებნა. ამ მიზნით სოლომონმა 1768 წლის 23 ივნისს რუსეთში საგანგებო ელჩი – მაქსიმე ქუთათელი გააგზავნა. მეფე მფარველობას ითხოვდა, სამაგიეროდ რუსეთ-ოსმალეთის ომში თანადგომას აღუთქვამდა. ამავე პერიოდში მეფე სპარსეთშიც აგზავნის ელჩობას ბესარიონ გაბაშვილის (ბესიკი) მეთაურობით და დახმარებას ითხოვს. რუსეთ-ოსმალეთის 1768-1774 წლების ომის დროს ერეკლეც და სოლომონიც მზად იყვნენ ოსმალეთის წინააღმდეგ ომი დაეწყოთ. მაგრამ ამისათვის რუსეთისგან ჯარითა და ფულით დახმარებას ითხოვდნენ. სოლომონი ამ ჯარით ოსმალთა მიერ მიტაცებული მიწების დაბრუნებას და ურჩ თავადთა დამორჩილებას აპირებდა. 1769 წლის ბოლოს ტოტლებენი იმერეთში შევიდა. ამ დროისათვის მეფეს ცუცხვათისა და შორაპნის ციხეები აღებული ჰქონდა, ქუთაისიც დაიკავა და მის ციხეს ალყა შემოარტყა. 2 ივლისს ტოტლებენმა ოსმალებს ბაღდათის ციხე წაართვა, 6 აგვისტოს კი რუს-იმერელთა ჯარმა ქუთაისის ციხეც აიღო. 1770 წლის 3 ოქტომბერს ტოტლებენმა, სოლომონის აზრის გაუთვალისწინებლად, ფოთის ციხის ალყა დაიწყო, რომელიც ვერ აიღო და 6 თებერვალს ალყა მოხსნა. 1771 წელს ტოტლებენი სუხოტინმა შეცვალა. 1774 წლის ნოემბერში სოლომონ I-მა რუსეთში ელჩად დავით კვინიხიძე მიავლინა, რომელსაც თან ოფიციალური თხოვნა მიჰქონდა იმერეთის მფარველობაში აყვანის შესახებ. მაგრამ ამ დროისათვის ქუჩუკ-კაინარჯის ზავი უკვე დადებული იყო. ამ ზავის 23-ე მუხლის თანახმად კი რუსეთი სცნობდა დასავლეთ საქართველოზე ოსმალეთის უფლებას იმ პირობით, რომ ოსმალეთი უარს იტყოდა იმერეთის ხარკზე. 1776 წლის 5 ოქტომბერს იმერეთის მეფეს თურქეთის ელჩობა ეახლა და სულთნის ფირმანი გადასცა ძვირფასი საჩუქრებითურთ. ამით დასტურდებოა, რომ რუსეთ-თურქეთის ომის შედეგად თურქები დასუსტდნენ და ქართლ-კახეთთან და იმერეთთან ბრძოლის უნარი დაკარგეს. ოსმალთა ასეთივე ელჩობა ეწვია სოლომონს 1783 წლის 1 ნოემბერს. როგორც ჩანს, სულთანი იმერეთის მეფისაგან რუსეთთან ურთიერთობის გაწყვეტას მოითხოვდა. მეფემ ისინი უარით გაისტუმრა. სოლომონ I-ს კარგად ესმოდა, რომ მისი სიკვდილის შემდეგ იმერეთში ტახტისათვის ბრძოლა გაჩაღდებოდა. ამიტომ მემკვიდრედ თავისი ძმისუწული, ქართლ-კახეთის მეფის კარზე აღზრდილი დავით არჩილის ძე გამოაცხადა, იმ პირობით, რომ ერეკლე II სოლომონის ურჩთა შეფარებაზე უარს იტყოდა. სიცოცხლის ბოლოს სოლომონმა ნაჭიშკრევთან ბრძოლაში თურქთაგან ძლიერი დარტყმა განიცადა. მეფემ მარცხი მძიმედ გადაიტანა და 1784 წლის 23 აპრილს, 49 წლის ასაკში: “მიიცვალა ქრისტიანთა ნათელი მეფე სოლომონი”. დაკრძალულია გელათის ღვთისმშობლის ტაძარში.
კატეგორია: ქართველი დიდებულები | დაამატა: biography (2009-02-04)
ნანახია: 1493 | რეიტინგი: 5.0/1 |
სულ კომენტარი: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
$smenu_1$
სიახლის დამატება