ქრისტეს შობამდე IV საუკუნეში, ქართლის მთავარ ქალაქში მცხეთაში იჯდა მამასახლისი
სახელად სამარა. ამ დროს საქართველოს პონტოდან დიდძალი ლაშქარით შემოესია სარდალი
აზო, ტომით პონტოელი ქართველი. მან დაიპყრო მცხეთა, ხოლო სამარა და მისი ძმა
მიტრიდატი სიკვდილით დასაჯა. აზოს მბრძანებლობა შეუბრალებლობითა და სისასტიკით
გამოირჩეოდა. ქართველები მზად იყვნენ მისი ბატონობის წინაშე გაელაშქრათ, თუმცა
ელოდნენ გმირს, რომელიც მათ სათავეში ჩაუდგებოდა. ასეთი გმირი მალევე გამოჩნდა. ეს
გახლდათ სამარას ძმისწული ფარნავაზი, რომელიც დედამ აზოს შიშით ოვსეთში გადამალა და
იქ იზრდებოდა. ერთ დღეს სანადიროდ წასულმა ფარნავაზმა გამოქვაბულში დამალულ დიდძალ
განძს მიაგნო. სამ დღეში ჩუმად გამოზიდა ოქრო–ვერცხლი გამოქვაბულიდან და ოჯახის
დახმარებით საიდუმლო ადგილას დამარხა. ამის შემდგომ ფარნაოზი დიდი ქონებით ეწვია
კოლხეთის მამასახლის ქუჯის. ქუჯი დაპირდა მას დახმარებას აზოს წინააღმდეგ ბრძოლაში.
ორი გმირი მალევე შეუდგა მძადებას და ლაშქრის მოგროვებას საქართველოს
გასათავისუფლებლად. მათ შეაგროვეს კოლხეთში დიდი ლაშქარი, დაიქირავეს ოსები და
ლეკები, მოიწვიეს ქართლელები და მიიმხრეს ნაწილი მაკედონელთა ჯარისა. ბრძოლა
გაიმართა ქაჯთა ქალაქის მახლობლად. ქართველთა ლაშქარმა სასტიკად დაამარცხა მტრის
ურიცხვი არმია, ხოლო თვით აზო ამ ბრძოლაში დაიღუპა. საქართველოში დაარსდა მეფობა და
მის პირველ მეფედ ქართველებმა აღიარეს გმირი ფარნავაზი. ფარნავაზი შეუდგა
საქართველოში დიდ აღმშენებლობით საქმიანობას. გაამაგრა სატახტო ქალაქი მცხეთა და
მის ახლოს ააგო ახალი კერპი არმაზი. მეფემ აღადგინა მტრის მიერ შემუსრული მრავალი
ქალაქი და ციხე–სიმაგრე. ააშენა შორაპნისა და დიმის ციხე, ხოლო ქუჯიმ ეგრისის
ცენტრში ააგო ციხე–გოჯი. ძვწ. აღ. IV-III საუკუნეთა მიჯნაზე ფარნავაზმა
განახორციელა ყველაზე დიდი კულტურული ღონისძიება ( შექმნა მწიგნობრობა ქართული),
რომელიც დაფუძნებული იყო ქართულ ანბანძე. მან კიდევ უფრო შეავსო და დახვეწა ქართული
ანბანი. ყველაფერმა ამან ხელი შეუწყო საქართველოში ხელოვნებისა და მრეწველობის
განვითარებას. მეფე ფარნავაზი გახდა ქართველთა პირველი გამაერთიანებელი და
ფარნავაძიანთა დინასტიის დამაარსებელი. ქრისტეს შობამდე II საუკუნეში მეტად
გაძლიერდა რომის იმპერია. მან დაიპყრო მთელი დასავლეთ და სამხრეთ ევროპა, ასევე
მცირე აზიის დიდი ნაწილი მათ შორის პალესტინა სპარსეთი, მესოპიტამია. ამ დროს
საქართველო ოთხი სამეფოსაგან შედგებოდა: პონტო, კოლხეთი, იბერია ანუ ივერია და
ალბანეთი. დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად რომის მძლავრმა იმპერიამ თავის ბატონობის
ქვეშ საქართველოც მოაქცია.