მედეა - კოლხეთის მეფე აიეტის გრძნეული უმცროსი ასული., რომელსაც საბერძნეთიდან
მოვლენილი ჭაბუკი იასონი ხილვისთანავე თავდავიწყებით შეუყვარდა. იასონმა, მედეას
შემწეობით, მოიტაცა ოქროს საწმისი და მედეაც თან წაიყვანა საბერძნეთში. (ამ ამბავს
ეძღვნება თქმულება არგონავტების შესახებ). ოქროს საწმისთან ერთად, აიეტმა მეფობაც
დაკარგა. მისმა ნახევარ ძმამ პერსეს III მისი ადგილი დაიკავა.
ათი წელიწადი
ცხოვრობდნენ მედეა და იასონი ერთად. ჰქონდათ ოჯახი, ჰყავდათ შვილები... და
უეცრად…მედეამ შეიტყო საშინელი ამბავი: იასონი მის მეუღლეობაზე ხელს იღებდა და
ცოლად ირთავდა კორინთოს მეფის ასულს. მაშინ მედეამ მოღალატე ქმარს საცოლე მოუკლა.
მოკლული სადედოფლოს ნათესავებმა შური იძიეს - მედეას შვილები დაუხოცეს. (ამ
საშინელი ამბიდან გაივლის დაახლოებით ათასი წელიწადი და დიდი ბერძენი მწერალი
ევრიპიდე დაწერს საქვეყნოდ ცნობილ ტრაგედიას ”მედეა”, სადაც მან კოლხი ქალი
საკუთარი შვილების მკვლელად წარმოსახა).
ამის შემდეგ, მედეა ჩავიდა ათენში
და ცოლად გაჰყვა მეფე ეგევსს. მისგან ეყოლა ვაჟი მედოსი. როდესაც ტახტის კანონიერი
მემკვიდრე თესევსი ეწვია ათენს, მედეამ თავის შვილთან ერთად დატოვა საბერძნეთი და
აიაში ინკიგნიტოდ დაბრუნდა. იმხანად აიეტი აღარ ფლობდა სამეფო სკიპტრას. მედოსი
დაეხმარა პაპას ძალაუფლების დაბრუნებაში.
|