მედეას სახელთან არის დაკავშირებული სხვადასხვა დაავადების მკურნალობა, სხვადასხვა
სახის ძილმომგვრელი, ძალმომცემი, განმკურნებელი, მომაკვდინებელი საშუალებების,
ნელსაცხებლების, შესაორთქლებელი, შესასხურებელი, დასაზელი და ა.შ. წამლეულის
მომზადება; სამკურნალო მცენარეების მოშენება და მათი თვისებების შესწავლა,
შხამებისა და ანტიშხამების გამოყენება, გაახალგაზრდავებისა და სიცოცხლის
გახანგრძლივების რაციონალური მეთოდების ძიება და სხვა.
მედეას შესახებ
დაწვრილებით შეგიძლიათ წაიკითხოთ ლევან სანიკიძის წიგნში ”ამბავი კოლხი ასულისა”
|