AJ AUXERRE FC GIRONDINS DE BORDEAUX US BOULOGNE CO GRENOBLE FOOT 38 LE MANS UC 72 RC LENS LOSC LILLE MÉTROPOLE FC LORIENT BRETAGNE SUD OLYMPIQUE LYONNAIS OLYMPIQUE DE MARSEILLE AS MONACO FC MONTPELLIER HÉRAULT SC AS NANCY LORRAINE OGC NICE COTE D'AZUR PARIS SAINT-GERMAIN STADE RENNAIS FC AS SAINT-ETIENNE FC SOCHAUX-MONTBÉLIARD TOULOUSE FC VALENCIENNES FC

სიახლის დამატება





CS1.6 Monitoring
მთავარი » სტატიები » ქართველი დიდებულები

სვიმონ II სვიმონ ხანი
ქართლის მეფე 1619-1625 წლებში, ბაგრატ VII-ის (ბაგრატ ხანის) ძე. ირანში გაზრდილი, მაჰმადიანი სვიმონი ქართლის ხანად დანიშნა შაჰ აბას I-მა და “ვექილად და ხელმძღვანელად” დაუყენა გიორგი სააკაძე, რომელიც ქართლის ფაქტიური გამგებელი გახდა. ისევე, როგორც მისი წინამორბედი ბაგრატი, სვიმონიც ირანი მოხელე – ხანი იყო, თუმცა ქართულ წყაროებში იგი მეფედ იხსენიება. 1625 წ. მარტში გიორგი სააკაძის მეთაურობით ირანის წინააღმდეგ აჯანყების როს, სვიმონ II ყიზილბაშებთან ერთად თბილისიდან გაიქცა და აღჯაყალის ციხეში (დღევანდელი მარნეულის რაიონი) ჩაიკეტა. ქართლ-კახეთში კი კახეთის მეფე თეიმურაზ I (1606-1648 წწ.) გამეფდა. 1625 წლის 1 ივლისს მარაბდის ველზე ყიზილბაშთა წინააღმდეგ გამართულ ბრძოლაში ქართველების დამარცხების შემდეგ, შაჰ აბასმა სვიმონ II აღადგინა ქართლის ხანად, მაგრამ მისი ხელისუფლება მხოლოდ თბილისსა და ქვემო ქართლზე, ანუ საბარათიანოზე ვრცელდებოდა. თბილისის ციხე თვით ყიზილბაშთა სახელოვანმა სარდალმა ისა-ხან ყორჩიბაშმა გაამაგრა და სვიმონ მეფე იქ დატოვა. ყორჩიბაშის საქართველოდან წასვლის შემდეგ სვიმონი ვერ ბედავდა ციხიდან გამოსვლას და “ვერცა პატრონობდა ქართლსა”. ქართლის დანარჩენ ნაწილს ფაქტიურად თეიმურაზ I განაგებდა. ბაზალეთის ტბასთან, 1626 წ. გიორგი სააკაძეზე გამარჯვების შემდეგ, ზურაბ არაგვის ერისთავმა უღალატა თეიმურაზ I-ს. სვიმონ II-ს კი “მისცა საფიცარი დიდი და... გააბატონა და მიუყენა ქართლი”. მაგრამ შემდგომში სვიმონ II-საც უღალატა. 1631 წ. ზურაბ ერისთვმა ვერაგულად მოკლა ცხვილში მასზე მინდობილი მძინარე სვიმონ-ხანი და მისი მოკვეთილი თავი თეიმურაზ I-ს გაუგზავნა, ამის შემდეგ თეიმურაზ I ისევ ქართლ-კახეთის მეფე გახდა.
კატეგორია: ქართველი დიდებულები | დაამატა: biography (2009-02-04)
ნანახია: 1325 | რეიტინგი: 3.0/1 |
სულ კომენტარი: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
$smenu_1$
სიახლის დამატება