AJ AUXERRE FC GIRONDINS DE BORDEAUX US BOULOGNE CO GRENOBLE FOOT 38 LE MANS UC 72 RC LENS LOSC LILLE MÉTROPOLE FC LORIENT BRETAGNE SUD OLYMPIQUE LYONNAIS OLYMPIQUE DE MARSEILLE AS MONACO FC MONTPELLIER HÉRAULT SC AS NANCY LORRAINE OGC NICE COTE D'AZUR PARIS SAINT-GERMAIN STADE RENNAIS FC AS SAINT-ETIENNE FC SOCHAUX-MONTBÉLIARD TOULOUSE FC VALENCIENNES FC

სიახლის დამატება





CS1.6 Monitoring
მთავარი » სტატიები » ქართველი დიდებულები

სვიმონ I დიდი
ქართლის მეფე 1556-1569 და 1578-1599 წლებში. უფროსი ძე დიდი ლუარსაბ I-ისა, 19 წლისა თვითონ მამამ გამოაცხადა მეფემ, გორისის ველზე, ბრძოლის წინ. იმ დღის ძლევამოსილ ბრძოლაშიც თვითონ იყო მთავარსარდალიც და მთავარი გმირიც. სვიმონ I-ის მეფობა მთლიანად სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლების გადაბმული რიგია. 1561 წელს, სვიმონმა თბილისის ირანელთაგან განთავისუფლება სცადა -ციხედიდთან, ძეგვის მახლობლად ქართველებმა ბრძოლა წააგეს. ამის შემდეგ სვიმონის ძმამ, დავითმა, უღალატა სამშობლოს - ირანში გაიქცა, მაჰმადიანად მოინათლა, დაუდ-ხანი დაირქვა და ირანული ჯარებით ქართლში შემოვიდა. გაჩაღდა ბრძოლები მამულიშვილ ძმასა და რენეგატ ძმას შორის. 1567 წელს, დიღომთან შეხვდნენ ერთმანეთს – დაუდ-ხანი ყიზილბაშთა ჯარებით და სვიმონ მეფე ქართელთა ჯარით. სვიმონმა გაიმარჯვა, მაგრამ დაუდ-ხანმა მაინც შეასწრო ტფილისში და ჩაიკეტა. სვიმონმა ტფილისი ვერ გამოსტაცა ყიზილბაშებს. 1568 წელს სამადლოზე დაეტაკნენ ერთმანეთს ძმები. ისევ გაიმარჯვა სვიმონმა, მაგრამ ისევ შეასწრო მოღალატე ძმამ ტფილისში. 1569 წელს კი ფარცხისთან მოხდა დიდი ბრძოლა. აქ უზარმაზარ თურქმანულ-ყიზილბაშურ ურდოს მეგზურად წამოუძღვა კახაბერ ყორღანაშვილი. ბრძოლა დაიწყო და წარემართა სვიმონ მეფის გმირობით; ქართველებს უკვე ის იყო გამარჯვებაც უნდა ეზეიმათ, მაგრამ უეცრად მტრის შუაგულში შეჭრილ სვიმონ მეფეს ყორღანაშვილისგან ჩასაფრებულმა ყიზილბაშებმა ზურგიდან დაუშინეს, ცხენიდან ჩაომაგდეს, ყოველი მხრიდან მიეხვივნენ, ტყვედ აიყვანეს და ირანის გზას გაუყენეს. იგი ჩააგდეს ალამუთის ციხეში, სადაც გაატარა ცხრა წელიწადი. ქართლის ''მეფე'' გახდა დაუთ-ხანი (დავით XI). 1578 წელს დაიწყო ირან-ოსმალეთის ომი, ირანელები მარცხს-მარცხზე გამიცდიდნენ - მათ დაკარგეს ამიერკავკასია - ბოლოს და ბოლოს, ირანის ხელისუფლება მიხვდა, რომ საქართველოდან ოსმალთა გამოდევნის საქმეს ისევ სვიმონი თუ მოუვლიდა. ამიტომ ირანელებმა იგი გაათავისუფლეს და გამოუშვეს საქართველოში. აქედან იწყება სვიმონის ბრძოლები ქართლიდან ოსმალობის გასადევნად. მოსვლის წელსვე ბევრი დიდი და მცირე ციხე გაწმინდა ოსმალთაგან, მათ შორის – ლორე და გორი. ყოველი მისასვლელი გზა შეუკრა ტფილისში ჩაკეტილ ოსმალთა ციხიონს. ტფილისი შიმშილმა მოიცვა. რამდენიმე ნაკადით წამოვიდნენ ოსმალნი ტფილისისაკენ. ყველას ვერ გაწვდა სვიმონი. სადაც მტერს დაეცა, კიდეც გაემარჯვა, მაგრამ ტფილისში სურსათის შეტანას მაინც ახერხებდნენ ოსმლანი. 1583 წელს სვიმონ მეფემ მაინც აიღო და ოსმალთაგან გაწმინდა ტფილისი. ამის შემდეგ მან გაათავისუფლა სამშვილდე, მერე დმანისი. 1584 წელს კვლავ გამოჩნდა ოსმალთა 30000-იანი არმია რეზვან ფაშას სარდლობით. მტერმა ალგეთის მარჯვენა ნაპირზე, სოფელ ხატისსოფელთან დაიბანაკა. სვიმონმა ოსმალთა ბანაკი თავისი თვალით დაზვერა (ბანაკში ისე შეაღწია, როგორც “სვიმონ მეფის ელჩმა”!) და მეორე დღეს, გათენებამდე, როცა მტრის ბანაკს ჯერ კიდევ ეძინა, 4000 ქართველით თავს დაეცა და 30000 ოსმალო მეომრიდან უმრავლესობა ამოწყვიტა, ბევრი ტყვედ აიყვანა, ნაწილი გააქცია და გადაკარგა. 1588 წელს სვიმონმა ქუთათისის ტახტის გარშემო ატეხილი არეულობის ამბავი შეიტყო და სასწრაფოდ იმერეთის “დასაპყრობად” დასძრა ლაშქარი. გოფანთოსთან გამართულ ბრძოლაში დამარცხდა იმერეთის მეფე ლევანი და ლეჩხუმს გაიქცა. სვიმონმა იმერეთი თავისად დაიგულა და ქართლში, ისევ ოსმალებთან საომრად დაბრუნდა. მაგრამ ქართლის მეფის წამოსვლისთანავე, იმერეთი კვლავ ცალკე სამეფოდ აღსდგა. კიდევ ორჯერ დასჭირდა სვიმონს დასავლეთ საქართველოში გადასვლა, მაგრამ ბოლოს მაინც, ოფშკვითის ბრძოლაში (1590 წ.) მარცხნაჭამი გამობრუნდა და აღმოსავლეთ-დასავლეთ ქართველთა გაერთიანების ფიქრზეც საბოლოოდ აიღო ხელი. უკვე ევროპა იცნობდა სვიმონ ქართლის მეფეს, როგორც ოსმალ-თურქობის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარ გმირს. მხურვალე მიმოწერაც ჰქონდათ მასთან რომის პაპს, კლიმენტი VIII-ს, და ავსტრიის იმპერატორ რუდოლფ III-ს. 1595 წელს საიდუმლოდ შესდგა სამთა კავშირი (ირანი, ქართლი და კახეთი) ოსმალეთის წინააღმდეგ. 1598 წელს კი დროებით შეწყვეტილი საბრძოლო მოქმედებები განახლდა. მაშინ ოსმალეთის ხელისუფლებამ სვიმონის წინააღმდეგ რადიკალურ, საგანგებო ღონისძიებას მიმართა. 1599 წელს, სლთანმა მეჰმედ III-მ ქართლის “ერთხელ და სამუდამოდ” მოსათხრელად უზარმაზარი მხედრობა გამოგზავნა თავრიზისა და ვანის ბეგლარ-ბეგ ჯაფარ-ფაშას სარდობით. ბრძოლა, რომელიც გაიმართა ნახიდურთან, ალგეთზე, რიცხობრივად იყო სრულიად უთანასწორო. ამაო გამოდგა საარაკო გმირობა მეფისა და მისი ქართული გუნდისა. მტრისგან გახსნილი ცეცხლის პირისპირ, ხმლიანი ქართველები უძლურნი აღმოჩნდნენ და უკუიქცნენ. სვიმონ მეფეს, ვიწრო ბილიკზე სრბოლისას, ვინმე თულაშვილი უნებლიედ გვერდიდან დაეძგერა და ხევში გადასჩეხა. მეფე თავის ცხენით მეწყერში ღრმად ჩაეფლო. ოსმალებიც მიაწყდნენ და შეიპყრეს. ჯაფარ-ფაშამ ძვირფასი ტყვე სტამბოლს გაგზავნა. სულთნის ბრძანებით, სვიმონ მეფე იედყულეს ციხეში ჩააგდეს. მისმა ძემ, გიორგიმ, არაფერი დაზოგა მამის გამოხსნისათვის, – ქრთამიც მრავლად გაგზავნა, მძევლად თავისი შვილებიც გაიმეტა, მაგრამ ყოველივე ამაო გამოდგა. 1603 წელს სვიმონ მეფე გარდაიცვალა. იმჟამად სტამბოლს მყოფმა ვაჭარმა დიაკვნიშვილმა “იშოვნა ძვალნი სვიმონ მეფისანი, და წარმოიღო იგი და მოართვა გიორგის და დედოფალსა ნესტან-დარეჯანს”. დაკრძალეს სვიმონი სვეტიცხოველში მისი მამის, ლუარსაბის გვერდით.
კატეგორია: ქართველი დიდებულები | დაამატა: biography (2009-02-04)
ნანახია: 1242 | რეიტინგი: 5.0/1 |
სულ კომენტარი: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
$smenu_1$
სიახლის დამატება