სწავლობდა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. ოქტომბრის რევოლუციამდე მუშაობდა თბილისისა და მოსკოვის პარტიულ ორგანიზაციებში. 1917 წლის დეკემბრიდან იყო კავკასიის ფრონტის სამხედრო-რევოლუციური კომიტიტის შემადგენლობაში და აქტიურად მუშაობდა ფრონტის ტრაპირონის უბანზე. 1918 იყო საბჭოტა ხელისუფლების გამარჯვებისათვის აფხაზ მშრომელთა აჯანყების ერთ-ერთი ხელმძღვანელი. აჯანყების დამარცხების შემდეგ (1918 წლის მაისი) გადავიდა ჩრდილოეთ კავკასიაში და მეთაურობდა წითელი არმიის კავკავის ჯგუფს. 1919 წლის ზაფხულიდან ორგანიზატორულ მუშაობას ეწეოდა თბილისში, რისთვისაც დამოუკიდებელი საქართველოს პირველმა მთავრობამ დააპატიმრეს. 1920 წლის იანვრიდან ხელმძღვანელობდა წითელი არმიის ნაწილებს სამოქალაქო ომის ფრონტებზე. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების გამარჯვების შემდეგ იყო წითელი არმიის ქართული ნაწილების ერთ-ერთი ორგანიზატორი. 1921 სექტემბრიდან საქართველოს სამხედრო და საზღვაო სახალხო კომისრის მოადგილე, შემდეგ ქართული დივიზიის უფროსი. მომდევნო წლებში მუშობდა პასუხსაგებ თანამდებობებზე წითელ არმიაში, საქ. კპ(ბ)ცკში. სწავლობდა მოსკოვის წითელი პროფესურის ინსტიტუტში. 1932 წლის მარტში დანიშნეს საქ. სსრ სახკომსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ. 1933-1934 წლებში მუშაობდა საქ. კპ (ბ) ცკ-ის მეორე მდივნად, 1935-1936 ასფსრ სახკომსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ. დაჯილდოებულია წითელი დროშის ორდენით. რეპრესირებულია, სიკვდილის შემდეგ რეაბილიტირებულია.
|