1872-1873 სწავლობდა პეტერბურგის სამედიცინო-ქირურგიულ აკადემიაში. 1874 გაემგზავრა საზღვარგარეთ (ჟენევა, პარიზი); გატაცებული იყო ბაკუნინის იდეებით. მალე რუსეთში დაბრუნდა და პროპაგანდას ეწეოდა მოსკოვის მუშებში. იყო ერთ-ერთი ორგანიზატორი "სრულიად რუსეთის სოციალ-რევოლუციონერთა ორგანიზაციისა" და მისი წესდების ავტორი. 1875 აპრილში დააპატიმრეს და ე. წ. "ორმოცდაათის პროცესის" მონაწილეებთან ერთად 5 წლით კატორღა მიუსაჯეს. 1887 შემდეგ საქართველოში დაბრუნდა და საადვოკატო საქმიანობას ეწეოდა. 1889 პეტერბურგში ჟურნალ "სევერნი ვესტნიკში" "ნ. დ-ს" ფსევდონიმით დაბეჭდა წერილი, რომელშიც ფალსიფიცირებული იყო საქართველოს მრავალსაუკონოვანი ისტორია, ლიტერატურა და კულტურა. ქართველი საზოგადოების მოწინავე ნაწილმა ი. ჭავჭავაძის, ა. წერეთლის, ვაჟა-ფშაველასა და სხვ. მეთაურობით გამოააშკარავა ჯაბადარის ნიჰილიზმი და მისი წერილის სრული უსაფუძვლობა.
|