იბერიის მეფის ფარსმან III ქველის პიტიახშ ზევახის ასული, ეზოსმოძღვარ იოდმანგანის მეუღლე (II ს.). არმაზში აღმოჩენილია მისი საფლავის ქვა, რომელზედაც შემდეგი წრაწერაა: მე ვარ სერაფიტი, ასული ზევახისა - ფარსმან მეფის პიტიახშისა, მეუღლე იოდმანგანისა, - ძლევამოსილისა და მრავალი გამარჯვების მომპოვებელი ეზოს მოძღვარისა ქსეფარნუგ მეფისა - ძისა აგრიფა ეზოს მოძღვარისა ფარსმან მეფისა, ვაება ვაებისა! ის, ვინც იყო ახალგაზრდა, და იმდენად კეთილი და მშვენიერი, რომ არავინ იყო მსგავსი მისი სილამაზითა. და აღესრულა ოცდაერთი წლის
|