იბერიის გახლეჩვის პერიოდში მისი ერთ-ერთი ნაწილის (კლარჯეთი ჯავახეთი და ქვემო ქართლის რამოდენიმე ოლქი) მეფე დაახლ. 368-380 წლებში. მეფე მირდატ VI-ის სიკვდილის შემდეგ იბერიის ტახტისთვის ბრძოლა გაიმართა საურმაგსა და ვარაზ-ბაკურს შორის. საურმაგს მხარს უჭერდა რომის იმპერია - ვარაზ-ბაკურს სასანიდური ირანი. 368 წელს ირანის შაჰმა შაბურ II-მ პირადად ილაშქრა საქართველოში და ვარაზ-ბაკური მცხეთის ტახტზე განამტკიცა. საურმაგი ამას არ შეურიგდა და რომის იმპერატორ ვალენტის ჯარი სთხოვა, ვალენტიმაც 12 ლეგიონი მისცა. ომი საურმაგსა და ვარაზ-ბაკურს შორის უშედეგოდ დამთავრდა. იბერია კი ორად გაყოფილი აღმოჩნდა საურმაგი და მისი მემკვიდრენი კლარჯეთში ჯავახეთში და ქვემო ქართლის ნაწილში მეფობდნენ, ვარაზ-ბაკური და მისი მემკვიდრენი კი აღმოსავლეთ საქართველოს დანარჩენ ნაწილში).
|