კახეთის დედოფალი. თეიმურაზ I-ის მეორე ცოლი. ქართლის მეფის გიორგი X-ის ასული და ლუარსაბ II-ის და. თეიმურაზის და მისი ქორწილი შესდგა 1612 წელს, მათ ერთად 47 წელი გაატარეს. ხორეშანი თან ახლდა თეიმურაზს თითქმის ყველგან, სადაც ამ უკანასკნელს ყოფნა მოუწია (გარდა რუსეთისა). თიმურაზს და ხორეშანს სამი შვილი ჰყავდათ: დავითი, დარეჯანი და თინათინი. ხორეშანი საკმაოდ აქტიურად მონაწილობდა პოლიტიკურ პროცესებში, ხშირად ასრულებდა შუამავლისა და ელჩის მოვალეობას, მფარველობდა ევროპელ კათოლიკე მისიონერებს.
|