AJ AUXERRE FC GIRONDINS DE BORDEAUX US BOULOGNE CO GRENOBLE FOOT 38 LE MANS UC 72 RC LENS LOSC LILLE MÉTROPOLE FC LORIENT BRETAGNE SUD OLYMPIQUE LYONNAIS OLYMPIQUE DE MARSEILLE AS MONACO FC MONTPELLIER HÉRAULT SC AS NANCY LORRAINE OGC NICE COTE D'AZUR PARIS SAINT-GERMAIN STADE RENNAIS FC AS SAINT-ETIENNE FC SOCHAUX-MONTBÉLIARD TOULOUSE FC VALENCIENNES FC

სიახლის დამატება





CS1.6 Monitoring
მთავარი » სტატიები » ქართველი დიდებულები

როსტომი
ქართლის მეფე 1633-1658 წლებში. (როსტომ-ხანი) ძე დავით XI-ისა (დაუდ-ხანისა). დაუდ-ხანს იგი შეეძინა სპარსეთში, თანწაყოლილი წავკისელი გლეხის ქალისგან. ამიტომ მას “ხარჭის ნაშობსაც” უწოდებდნენ ხოლმე. ყრმობითვე მაჰმადიანად მოინათლა და მაჰმადიანად გაიზარდა. გამეფებამდე მისი სახელი იყო ქართულად ქაიხოსრო, სპარსულად ხოსრო-მირზა. ჭაბუკობითვე ყურადღება მიიპყრო ნიჭით, ჭკუით და სიმამაცით. შაჰ აბასმა ეს “გურჯი-მირზა” 1618 წელს დანიშნა სატახტო ქალაქის, ისფაჰანის ტარუღად (მოურავად, ანუ ქალაქისთავად). 1625 წელს, მარაბდის ბრძოლაში, ხოსრო-მირზა სპარსული არმიის მარჯვენა ფლანგს სარდლობდა. იმავე წელს, ქსანზე გამართულ ბრძოლაში სააკაძისგან გარშემორტყმული ალყა გამოარღვია და სპარსთა ჯარის ერთი ნაწილი დაიხსნა სრული კატასტროფისგან. იმავე წელს შაჰ აბასმა ხოსრო-მირზა, დანიშნა ღულამთა, ანუ ყულის ჯარის მთავარსარდლად (ყულარაღასი). 1629 წელს, უკვე სიკვდილის სარეცელზე მწოლარე შაჰ აბასმა ანდერძის ხოსრო-მირზას მიანდო მისი შვილიშვილის, საამ-მირზას აყვანა შაჰის ტახტზე. ხოსრომ შეასრულა მომაკვდავის ნაანდერძევი. ახალ შაჰს ანდერძით სახელი შეუცვალა და სეფი შაჰი ეწოდა (სეფი შაჰის დედაც და ბებიაც ქართველი ქალები იყვნენ). 1630 წელს შაჰ სეფიმ ხოსრო-მირზა ბაღდადზე მოიერიშე ოსმალთა წინააღმდეგ გაგზავნა. ხოსრომ მისვლისთანავე დაამარცხა და გააქცია ოსმალნი. 1633 წელს, გვიან (67 წლის ასაკში), ეღირსა იგი მარად საოცნებო ქართლის ხელმწიფობას. შაჰ სეფიმ მისი მეშვეობით გადაწყვიტა საქართველოს საკითხის გადაჭრა, ურჩი და დამოუკიდებელი თეიმურაზ I-ის წინააღმდეგ მან ხოსრო-მირზას მისცა ქართლი, დაარქვა როსტომ, ანუ როსტომ-ხანი, უწოდა “ვალი” (“მოადგილე”). ქართველებმა მას დაარქვეს როსტომ მეფე, ხოლო თვითონ თავს უწოდებდა და ხელრთვას ურთავდა – “მეფეთ-მეფე და პატრონი” ქართლისა. როსტომ მეფე დიდი სპარსული არმიით რომ გამოჩნდა, თეიმურაზI-მა ქართლი კი არა, კახეთიც მიატოვა და იმერეთს გაიქცა (თუმცა მომდევნო წელს კახეთი დაიბრუნა თეიმურაზმა). ხალხიც სპარსთა არმიის ამ მორიგ შემოსვლაზე მთებსა და ტყე-ღრეში გახიზნულიყო. მაგრამ მალე ყველა დარწმუნდა, რომ როსტომ მეფე ქართლის “გადასაშენებლად” კი არა, “მოსაშენებლად” მოსულიყო. იგი, გარეგნული სჯულით “თათარი”, შინაგანი სულით ქრისტიანი აღმოჩნდა, რაც მთავარია – ქართველობისთვის თავგამოდებული მებრძოლი, ქართველთა მიწა-წყალზე მშვიდობიანი ცხოვრების, შრომის, აღმშენებლობისა და აღორძინების თავკაცი. მის დროს სპარსეთის მესვეურებს ქართლის “სრული გათათრების” განაზრახი აღეკვეთათ. მათ მხოლოდ დაწესებული ხარკი და საჭიროების ჟამს სამხედრო წვევა უნდა ეკმარათ. ეს “თათარი მეფე” დანგრეულ ქართულ სალოცავებს აღადგენდა და ახალ ეკლესიებს აშენებდა, სვეტიცხოველს ახალი გუმბათი აღუმართა, დანგრეული გრემი ააშენა და ააღორძინა; ეკლესიებს შესაწირავს სწირავდა, წირვა-ლოცვას თვითონაც ესწრებოდა, შეფარვით ქრისტიანულადაც ლოცულობდა, ქრისტიან მოწესეებს ჯამაგირს უნიშნავდა. ქართლსა და კახეთში 72 ამოწყვეტილი სოფელი ხელახლა დაასახლა და ააღორძინა. აშენებდა ციხესიმაგრეებს, სასახლეებს, გზებს, წყალსადენებს, ქარვასლებს, ხიდებს (“გატეხილი ხიდი” მისი აგებულია). საქართველოში ყოველ ქართულ საქმეებს, სახელმწიფო მიმოწერასაც, ქართულ ენაზე აწარმოებდა. ქართლში გამეფებით, სპარსეთზე მისი ზეგავლენა კვლავაც არ შემცირებულა. ორივე ქვეყნის საქმეში, ქართლისაც და სპარსეთისაც, როსტომ მეფეს ეკითხებაო, – გაისმოდა მაშინ მთელს წინა აზიაში. 1642 წელს, თეიმურაზ I-ის წაქეზებით, ქართველ თავადთა შეთქმულება მოეწყო როსტომის დასამხობად. როსტომმა ეს შეიტყო, სოფელ ხოვლეში შეყრილ შეთქმულებს დაეცა, ვინც გაქცევა ვერ მოასწრო, შეიპყრო და... ყველას შეუნდო და აპატია. მაგრამ შეთქმულება მაინც არ დაიშალეს. მასში კათალიკოსი ევდიმოს დიასამიძეც მონაწილეობდა. ისევ შეიპყრო შეთქმულნი მეფემ. ახლა კი ყველას სასტიკად გაუსწორდა. კათალიკოსი ნარიყალას ციხეში დაახრჩობინა და კლდეზე გადააგდებინა, ვინ კოშკიდან გადასჩეხა, ვის თვალები დათხარა. 1648 წელს როსტომსა და თეიმურაზს შორის ომი გარდაუვალი შექნა. თიანეთს, უღლისთან საშინელი ბრძოლა მოხდა თეიმურაზი დამარცხდა. კახეთის მეფე მისმა თავადებმა მიატოვეს და როსტომს მივიდნენ. როსტომი მათმა ღალატმა აღაშფოთა და უკანვე გაყარა მოღალატე კახი თავადები. თეიმურაზი ისევ იმერეთს გადავიდა, იქიდან კი რუსეთში წავიდა. კახეთი როსტომ მეფემ ქართლს შეუერთა და მის აღმშენებლობა-აღორძინებასაც შეუდგა. როსტომ მეფემ ცოლი ძალიან გვიან, 68 წლისამ შეირთო, ახალგაზრდა ქეთევანი, გორჯასპი აბაშიშვილის ასული. ერთ თვეში მოუკვდა ის ქალი მეორედ მანუჩარ დადიანის ასული შეირთო, მარიამი, ადრე სვიმონ გურიელის ცოლყოფილი, რომელსაც შვილიც მოჰყვა, ძე – ოტია. შვილობილად და ტახტის მემკვიდრედ კი, ახლობელ წარჩინებულთა რჩევით, როსტომ მეფემ მაინც იმერელი მამუკა ბატონიშვილი აირჩია. მაგრამ ამ “არჩევაში” მალე შეთქმულება გამჟღავნდა: თავადებს როსტომის მოკვლა და მამუკას გამეფება განეზრახათ. როსტომმა არავინ დასაჯა, ოღონდ მამუკა გააძევა და ტახტის მემკვიდრედ სპარსეთში გაზრდილი თავისი ბიძაშვილის შვილი, ლუარსაბ თეიმურაზის ძე აიყვანა. მაგრამ ლუარსაბ თეიმურაზის ძე აღმოჩნდა “სულელ და ხელ და აღტაცებული გონებითა, რომელი არა შვენის ძეთა მეფისა საქართველოსათა”; ამიტომ, ლუარსაბის გვერდით, მომავალ, “ნამდვილ” ტახტის მემკვიდრედ ისევ გერს, მარიამის ძეს, ოტიას დაადგა თვალი როსტომმა, მაგრამ თითქოს ესეც მისი ბედისწერა იყო – ოტია უეცრად გარდაიცვალა. დარჩა ისევ ლუარსაბ თეიმურაზის ძე, მაგრამ ისიც ერთ დღეს მდინარე ხრამზე, “გატეხილ ხიდთან” ნადირობისას, ალალბედად გავარდნილ თოფით დაიღუპა. მაშინ როსტომი 87 წლისა იყო, ახლა უკვე მეოთხედ, მემკვიდრედ ლუარსაბის უმცროსი ძმა ვახტანგი აიჩემა. ისიც მოკვდა! ეს მართლაც მეტისმეტი იყო. მაგრამ მაინც არ დაიშალა “მემკვიდრეობის ჟინით” ატანილმა ბებერმა ამჯერად, მეხუთედ, მემკვიდრედ გამოაცხადა ვახტანგი, ბაგრატიონთა მუხრანბატონურ შტოისაგან, ძე მარაბდის ბრძოლაში დაღუპული თეიმურაზ მუხრანბატონისა. 1658 წელს როსტომიც გარდაიცვალა. დაკრძალეს ირანში, ქალაქ ყუმში შაჰ აბასის გვერდით. საქართველოს ტახტზე ავიდა ვახტანგ V.
კატეგორია: ქართველი დიდებულები | დაამატა: biography (2009-02-04)
ნანახია: 1208 | რეიტინგი: 4.0/1 |
სულ კომენტარი: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
$smenu_1$
სიახლის დამატება