იბერიის მეფე 355-364 წლებში. ბაკურ I-ის ძე. მისი მეფობა ფართო საეკლესიო აღმშენებლობითაა აღსანიშნავი მთელი აღმოსავლეთ საქართველოს მასშტაბით. მის დროსვე ქართველთა (როგორც იბერიელთა, ასევე კოლხთა) რაზმები მონაწილეობდნენ რომის იმპერატორ იულიანე განდგომილის ლაშქრობაში სპარსეთის წინააღმდეგ (363წ.). მირდატს ერთი ვაჟი დარჩა - ვარაზ-ბაკური.