იბერიის მეფე დაახლ. ძვ.წ. 125-110 წლებში. მირდატი იყო ძვ.წ. 170 წელს იბერიიდან გაქცეული მეფე ფარნაჯომის ვაჟი. სანამ იბერიის ტახტზე სომეხი არტაშესიანები იჯდნენ მირდატი პართიაში იზრდებოდა. ძვ.წ. დაახლ. 125 წელს მირდატი პართიელთა დახმარებით იბერიაში შემოიჭრა, მოკლა მეფე ბარტომ I, მისი სიძე კოლხი უფლისწული ქართამი და თვითონ დაიჭირა იბერიის ტახტი. სხვა მის შესახებ არაფერია ცნობილი
|