იბერიის მეფე დაახლ. ძვ.წ. 230-185 წლებში. იგი იყო წარმოშობით აქემენიდი, იბერიის ბოლო სატრაპ მითარნეს (ძვ.წ. დაახლ. 340-329) შთამომავალი. მეფე საურმაგ I-ს ძე არ ჰყავდა, ამიტომ მირდატი, როგორც მისი ქალიშვილის ქმარი იბერიის ტახტზე ავიდა. მირდატი იყო ”ტანითა სრული, შუენერი, ძლიერი, მხნე და ქუელი”, მის დროს აღმოსავლეთ საქართველოს ჩრდილოეთიდან დურძუკები შემოესივნენ, მირდატ I-მა დაამარცა ისინი, კავკასიონის ჩრდილოეთით გადარეკა და დარიალის კარზე ციხეს ააგო. მირდატის სიკვდილის შემდეგ ტახტზე ავიდა მისი ძე ფარნაჯომი.
|