პონტოს მეფის მითრიდატე VI-ის (ძვ.წ.112-63) ძე. კოლხეთის მმართველი ძვ.წ. 109-84 წლებში. კოლხეთის დაპყობის შემდეგ მითრიდატემ მის მმართველად საკუთარი შვილი დანიშნა. ძვ.წ.84 წელს შვილი მამას აუჯანყდა და კოლხეთის დამოუკიდებლობის აღდგენა სცადა. მითრიდატე VI-მ შვილი შეიპყრო, ერთ ხანს ოქროს ბორკილებში ჰყავდა დამწყვდეული, შემდეგ სიკვდილით დასაჯა