იბერიის ბოლო აქემენიდი სატრაპი. მმართველობდა დაახლ. ძვ.წ.340-329 წლებში. ალექსანდრე მაკედონელის ლაშქრობათა შედეგად კავკასიაში აქემენიდთა პოზიციები შესუსტდა, რითაც ისარგებლა ადგილობრივი დინასტიის წარმომადგენელმა ფარნავაზმა და დიდი აჯანყება მოაწყო ირანელთა წინააღმდეგ. ფარნავაზმა დაამარცხა და განდევნა მითრანე და იბერიის სამეფო დააარსა. მომდევნო საუკუნეში მითრანეს შთამომავლები (ნებროთიანნი) დინასტიური ქორწინების შედეგად იბერიის ტახტზე ადიან