აფხაზთა მთავარი დაახლ. 1620-1635 წლებში, მისი ასული თამუნია ცოლად ჰყავდა სამეგრელოს მთავარ ლევან II დადიანს. დადიანმა თამუნიას ღალატი დასწამა, ცხვირი და ყურები დააჭრა და მამას მიუბრუნა. განრისხებულმა სეტემანმა მარბიელი ლაშქრობა მოაწყო სამეგრელოს წინააღმდეგ, მაგრამ მარცხი განიცადა და იძულებული გახდა დაზავებულიყო (1626წ.).