AJ AUXERRE FC GIRONDINS DE BORDEAUX US BOULOGNE CO GRENOBLE FOOT 38 LE MANS UC 72 RC LENS LOSC LILLE MÉTROPOLE FC LORIENT BRETAGNE SUD OLYMPIQUE LYONNAIS OLYMPIQUE DE MARSEILLE AS MONACO FC MONTPELLIER HÉRAULT SC AS NANCY LORRAINE OGC NICE COTE D'AZUR PARIS SAINT-GERMAIN STADE RENNAIS FC AS SAINT-ETIENNE FC SOCHAUX-MONTBÉLIARD TOULOUSE FC VALENCIENNES FC

სიახლის დამატება





CS1.6 Monitoring
მთავარი » სტატიები » ქართველი დიდებულები

ლუარსაბ II
ძე გიორგი XIისა, ქართლის მეფე 1606-1614 წლებში. მის დროს ქართლი ირანის ვასალი ქვეყანა იყო. მეფედ იგი შაჰ აბასმა დაამტკიცა 14 წლის ასაკში. ევალებოდა ეომა სპარსთა მხარეზე სპარსეთ-ოსმალეთის მიმდინარე ომში. 1607 წელს შაჰ აბასმა ცოლად შეირთო ლუარსაბის და, ლელა-თინათინი (ახალი სპარსული სახელით ფათმა სსულთან ბეგუმ). 1609 წელს, ტაშისკართან გამართულ დიდ ბრძოლაში ოსმალთა და ყირიმელ თათართა განადგურებისას, ჭაბუკი ლუარსაბი გმირულად იბრძოდა გიორგი სააკაძესთან ერთად. 1610 წელს აზერბაიჯანში ჩამოსულმა შაჰ აბასმა ქართლ-კახეთის მეფენი, ლუარსაბი და თეიმურაზი, «სამეჯლისოდ» მიიწვია. ლუარსაბი დედასთან, დედოფალ თამართან ერთად ეწვია შაჰს. «ირანის ლომი» დიდი პატივით შეხვდა სტუმრებს. ლუარსაბმა «სიძის სიყვარულით». ისარგებლა და ტფილისიდან სპარსელთა ციხიონის გაყვანა თხოვა. შაჰ აბასმაც უარი აღარ თქვა და საქართველოს სატახტოც გათავისუფლდა. მომდევნო 1611 წელს მოხდა სამი ქორწინება; აქედან ორი შაჰ აბასის ნებით: ქვრივმა თეიმურაზ კახთა მეფემ ცოლად შეირთო ლუარსაბის მეორე და, ხორეშანი და თვითონ შაჰმა კიდევ ერთ ცოლად შეირთო თეიმურაზის და ელენე. მესამე ქორწინებით კი ლუარსაბ მეფემცოლად შეირთო გიორგი სააკაძის და (სახელი არაა ცნობილი). მეფესთან დაახლოებული თავადობა, შადიმან ბარათაშვილისა და ფარსადან ციციშვილის მეთაურობით, არ შეურიგდა «მდაბიო სააკაძის» ოჯახის ეგზომ აღზევებას და მეფე, ბოლოს და ბოლოს, დაიყოლიეს – ცოლსაც გაჰყროდა და ცოლისძმის მოკვლაზეც დასტური ეთქვა. გიორგი სააკაძემ სიკვდილს ძლივს გაასწრო და ოჯახით სპარსეთს გადაიხვეწა, შაჰ აბასის სამსახურში. ლუარსაბს სხვა ცოლი აღარ შეურთავს. თვითონ შაჰ აბასი კი საბოლოოდ დარწმუნდა, რომ ქართველ მეფეებთან «დამოყვრება» არ ჭრიდა – მათ თავი სრულიად დამოუკიდებლად ეჭირათ. 1614 წელს შაჰი დიდძალი მხედრობით წამოემართა საქართველოს წასახდენად. დაიწყო კახეთიდან ჯერ თეიმურაზისგან შვილები და დედამისის მძევლებად აიყვანა, მერე თვითონ თეიმურაზის გამოცხადებაც მოითხოვა. თეიმურაზი და ლუარსაბი იმერეთში გადაიხვეწნენ. შაჰ აბასმა კახეთი სასტიკად აიკლო და ააოხრა; 80000 კახელი ირანს გადაასახლა. კახეთიდან ქართლს გადაინაცვლა და იქიდან გიორგი იმერთა მეფეს მისი «საყვარელი ცოლისძმების», ლუარსაბისა და თეიმურაზის გამოგზავნა მოსთხოვა. გიორგიმ ასეთ «არასტუმართმოყვრული საქციელის» ჩადენაზე უარი შემოთვალა. მიწერ-მოწერა იმერეთთან ამაო გამოდგა. შაჰს შადიმან ბარათაშვილი, ლუარსაბის გამზრდელი ეწვია და შესთავაზა – მე გადმოგიყვან იმერეთიდან ჩემ გაზრდილსო, და წავიდა კიდეც, თუმცა «შუამდგომლობა» აღარ იყო საჭირო. ლუარსაბს თვითონ გადაეწყვიტა ხლებოდა შაჰს, რადგან გრძნობდა: თუ არ მივუვალ, მთელს ჩემს სამეფოს იავარჰყოფს, ააოხრებს და წაბილწავს, ეკლესიებს დაანგრევს, ქართველობას ამოხოცავს და ტყვედ წაიყვანს, ამიტომ, თუნდაც მომკლას, მაინც უნდა ვეახლოო, გადაწყვიტა ლუარსაბმა, როგორც ადრე დემეტრე თავდადებულმა, წამოვიდა და ეახლა კიდეც. შაჰიც შეხვდა «საყვარელ ცოლისძმას», წაიყვანა ნადიმობა-ნადირობით სპარსეთს; იქ კი ქრისტიანობის განტევება და მაჰმადიანობის მიღება მოსთხოვა. ლუარსაბმა ცივი უარი სტკიცა. მაშინ შაჰმა იგი ჯერ ასტრაბადის ციხეში ჩააგდო, მერე გულაბყალას, შირაზის ციხეში. 1622 წელს ქართველთა შუამდგომლობით რუსეთის ელჩებმა შაჰ აბასს ლუარსაბის განთავისუფლება სთხოვეს. შაჰმა აღუთქვა, მაგრამ მაშინვე გულაბყალას ციხისთავს უბრძანა ქართველი მეფის დაუყოვნებლივ სიკვდილი. სპარსმა ჯალათებმა ლუარსაბი მშვილდის საბელით მოაშთვეს, თავი მოჰკვეთეს და შაჰს მიართვეს. შაჰ აბასმა მოკვეთილ თავს სცემა და ათრია, ისტერიული ლანძღვით და გინებით. ასე წამებულის სიკვდილით აღესრულა ლუარსაბ II ქართველთა მეფე 1622 წელს გაზაფხულზე, 30 წლის ასაკში. შვილი არ დარჩენია. ქართულმა ეკლესიამ იგი წმინდანთა პანთეონში შერაცხა. ლუარსაბ წამებულის მოსახსენიებელი დღეა 4 ივლისი (ახ. სტ.).
კატეგორია: ქართველი დიდებულები | დაამატა: biography (2009-02-04)
ნანახია: 1107 | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარი: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
$smenu_1$
სიახლის დამატება