AJ AUXERRE FC GIRONDINS DE BORDEAUX US BOULOGNE CO GRENOBLE FOOT 38 LE MANS UC 72 RC LENS LOSC LILLE MÉTROPOLE FC LORIENT BRETAGNE SUD OLYMPIQUE LYONNAIS OLYMPIQUE DE MARSEILLE AS MONACO FC MONTPELLIER HÉRAULT SC AS NANCY LORRAINE OGC NICE COTE D'AZUR PARIS SAINT-GERMAIN STADE RENNAIS FC AS SAINT-ETIENNE FC SOCHAUX-MONTBÉLIARD TOULOUSE FC VALENCIENNES FC

სიახლის დამატება





CS1.6 Monitoring
მთავარი » სტატიები » ქართველი დიდებულები

ლუარსაბ I
ქართლის მეფე 1527-1556 წლებში. უფროსი ძე დავით X-ისა, ძლიერი და კეთილშობილი ხელმწიფე, უებრო სარდალი და მეომარი. მის დროს სულ უფრო და უფრო ძლიერდება სეფიანთა ირანის ზეწოლა დაშლილ საქართველოზე. უფლისწულობისას, 1522 წელს დიდი გმირობა გასწია თელეთის ბრძოლაში, სადაც მან, მარჯვენა ფლანგიდან შეტევით, დაამარცხა და გააქცია ირანელთა მრავალრიცხოვანი მხედრობა, რომელსაც სათავეში ედგა ყარიფლი, ისმაილ შაქის რჩეული სარდალი. თუმცა ტფილისი, ქალაქისთავის ღალატით, მაინც იგდო ხელთ შაჰ ისმაილმა. ორი წლის შემდეგ (1524 წ.) შაჰ ისმაილი მოკვდა. ქართველებმა ამით იდროვეს, ტფილისი ისევ დაიხსნეს და ირანელები მთლიანად გარეკეს ქართული მიწაწყლიდან. ლუარსაბს გამეფებამდეც ახლო ურთიერთობა ჰქონდა იმერეთის სამეფო კართან. 1526 წელს ცოლად შეირთო იმერეთის მეფის, ბაგრატ III-ის ასული, თამარი. მომდევნო წელს ბიძმამისი გიორგი IX ბერად აღიკვეცა და ქართლის ტახტი თვითონ დაიჭირა. აქედან იწყება მეფობა ლუარსაბ I-ისა. 1538 წელს ირანის მაშინდელი ხელმწიფე, შაჰ თამაზ I, დიდი არმიებით მოადგა საქართველოს, მოვიდა და ქართველ მეფეთა მასთან გამოცხადება მოითხოვა. მაშინვე ეახლნენ ლევან კახთა მეფე და სამცხის ათაბაგის ძე ქაიხოსრო. არ გამოცხადდნენ ქართლისა და იმერეთის მეფენი. ტფილისისაკენ წამოემართა შაჰ თამაზი 12000 დარჩეული მხედრით. ტფილისის ციხისთავმა, სახელად გულბაათმა, მეფეს უღალატა. ქალაქის კედელზე თოკით დაეშვა და შაჰ თამაზს ქალაქის გასაღები მიართვა. ირანელები ტფილისშიც ჩადგნენ და ქართულ დასახლებებს მოედვნენ საძარცვავ-საწიოკებლად. ლუარსაბმა ჯარი შემოიყარა და მტერს დაედევნა. დიდგორის ახლოს სასტიკად დაამარცხა მაოხარნი. თამაზ შაჰმა ახალი მხედრობა აფრინა საქართველოსკენ. ლუარსაბი თარეშულ ომზე გადავიდა. შაჰ თამაზი ასეთ ომს განერიდა და საქართველოც იმჯერად მიატოვა. 1554 წელს შაჰ თამაზი მეოთხედ შემოესია საქართველოს. ტფილისი ისევ დაეცა, ისევ ციხისთავის, ფარსადანის ღალატით. ლუარსაბ მეფე მაშინ იმერეთს იყო. ირანელებმა ქართლი გაძარცვეს და 30000 ტყვეც იგდეს ხელთ, ლუარსაბიიმერეთიდან გადმოვიდა, მაგრამ მტერს ვერ დაეწია. შაჰ თამაზმა კი იმ უმძიმესი ოთხი ლაშქრობით უფრო მეტი დაჰკარგა, ვიდრე მოიმკო: საქართველო ვერ დაიმონა, ლუარსაბ მეფე «ვერც მოამშვიდა, ვერც მოკლა, ვერც დაიპყრო და ვერც შეიხვეწია». ლუარსაბი ქართლის ციხეებში ჩარჩენილ ირანულ ციხიონებს ჟლეტდა მოულოდნელი თავდასხმებით. 1556 წელს, შაჰ თამაზის დავალებით, ქართლს დიდი საომარი ძალებით შემოესია განჯა-ყარაბაღის ბეგლარ-ბეგი შაჰვერდ სულთან ზიად-ოღლი. ლუარსაბმაც შეჰყარა ჯარი. ბრძოლა მოხდა სოფელ გარისთან. უკვე მხცოვანმა ლუარსაბ მეფემ ბრძოლის ხელმძღვანელობა მიანდო თავის უფროს ძეს, 19 წლის სვიმონს. სვიმონი ბრძოლას ბრწყინვალედ წარუძღვა და ქართველებმაც ბრწყინვალედ გაიმარჯვეს. ოღონდ ბრძოლაში ჭეშმარიტი გმირის სიკვდილით დაიღუპა თვითონ ლუარსაბი. დაკრძალეს მცხეთას. დარჩა სამი ძე: სვიმონი, დავითი, ვახტანგი. ტახტზე ავიდა სვიმონი, რომელიც მამას უკვე დაელოცა მეფედ გარისის ომის დაწყებამდე.
კატეგორია: ქართველი დიდებულები | დაამატა: biography (2009-02-04)
ნანახია: 1989 | კომენტარი: 1 | რეიტინგი: 1.0/1 |
სულ კომენტარი: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
$smenu_1$
სიახლის დამატება