AJ AUXERRE FC GIRONDINS DE BORDEAUX US BOULOGNE CO GRENOBLE FOOT 38 LE MANS UC 72 RC LENS LOSC LILLE MÉTROPOLE FC LORIENT BRETAGNE SUD OLYMPIQUE LYONNAIS OLYMPIQUE DE MARSEILLE AS MONACO FC MONTPELLIER HÉRAULT SC AS NANCY LORRAINE OGC NICE COTE D'AZUR PARIS SAINT-GERMAIN STADE RENNAIS FC AS SAINT-ETIENNE FC SOCHAUX-MONTBÉLIARD TOULOUSE FC VALENCIENNES FC

სიახლის დამატება





CS1.6 Monitoring
მთავარი » სტატიები » ქართველი დიდებულები

ლევანი (ლეონი) კახეთის მეფე
ძე გიორგი II-ისა (ავგიორგისა), კახეთის მეფე 1518-1574 წლებში. მამის სიკვდილისას (1513წ.) მცირეწლოვანი იყო და როგორც ერთადერთ ტახტის მემკვიდრეს, მოსაკლავად ეძებდა კახეთში შემოჭრილი ქართლის მეფე დავით X. მაგრამ გარსევან ჩოლოყაშვილმა დამალა და გადაარჩინა. ბოლოს, 1518 წელს დაჯდა კიდეც კახეთის ტახტზე ლევანი. დავით X შეეცადა მის ჩამოგდებას და გაეშურა კიდეც ჯარით კახეთისაკენ, მაგრამ მაღაროსთან მომხდარ ბრძოლაში ლევანმა იგი დაამარცხა და უკანვე გამოაქცია. მამია I გურიელის შუამდგომლობით, მეფეები დაზავდნენ (1520წ.). ლევან კახთა მეფემ ცოლად შეირთო მამია გურიელის ასული, თინათინი, რომლისგანაც იშვნენ – გიორგი, იესე (ვახტანგ) და ალექსანდრე, თინათინმა ააშენა შუამთის მონასტერი, აქვე აღიკვეცა მონაზვნად, იქვე აღესრულა და დაიკრძალა. ლევანმა მეორე ცოლად შეირთო შამხალის მთავრის, ყარამუსალის ასული, რომლისგანაც შეეძინა კიდევ სამი ძე – ელიმირზა, ქაიხოსრო, დავითი და ნესტან-დარეჯანი (შემდგომში მეუღლე სვიმონ I-ისა). კახეთის საზღვრებს ხშირი თავდასხმებით აწუხებდა შაქის ბატონი ჰასან-ბეგი, ირანის შაჰის, ისმაილის ყურმოჭრილი ყმა. ლევანი შაჰ ისმაილს არ მოერიდა და შაქში შეიჭრა (1521 წ.). კახელებმა შაქი დაარბიეს, თვითონ ჰასან-ბეგი მოკლეს და უკან ნადავლით დატვირთულნი მობრუნდნენ. მაშინ შაჰ ისმაილი შემოესია კახეთს. ლევანმა თავი სცნო ირანის მოხარკედ და ქვეშევრდომად. ირანელებმა კახეთიდან ქართლს გადაინაცვლეს... 1541 წელს ირანის ახალი ხელმწიღე, შაჰ თამაზი მოადგა საქართველოს. ლევან კახთა მეფე თამაზსაც ეახლა, დიდი მისართმეველიც მიართვა და “მისი სამსახურის სარტყელიც წელზე შემოირტყა”. 1551 წელს შაჰ თამაზმა გაურჩებული შაქის ბატონის დერვიშ მაჰმადის დასჯა დაავალა ლევან მეფეს. შეუხტა შაქს ლევანი კახთა ჯარით, კახელებმა დაამარცხეს შაქელთა ლაშქარი, თვითონ დერვიშ მაჰმადი მოჰკლეს, თავი მოკჰვეთეს და შაჰს მიართვეს. გახარებულმა შაჰ თამაზმა “უყო წყალობა მრავალი ბატონს ლევანს”. 1559 წელს სვიმონ ქართლის მეფემ ცოლად შეირთო ლევანის ასული ნესტარ-დარეჯანი. 1561 წელს, ციხედიდთან, ყიზილბაშთა და ქართველთა ბრძოლაში დაიღუპა სვიმონ მეფის მხარდამხარ მებრძოლი მისი ცოლისძმა, ლევანის ძე გიორგი. ამან ბრძოლის ბედზეც საბედისწერო გავლენა მოახდინა. ლევანის მწუხარებას ამძაფრებდა ისიც, რომ ერთი შვილი, იესე (ვახტანგი) შაჰ თამაზმა მძევლად წაართვა, გაამაჰმადიანა (“გაათათრა”) და ახალი, თათრული სახელით – ისა-ხან – მონათლა. თუმცა ივაჟკაცა იესემ – მაჰმადიანობა განაგდო, ქრისტიანობა და ქრისტიანული სახელიც დაიბრუნა და გაიქცა. მაგრამ ისევ შეიპყრეს ყიზილბაშებმა გაქცეული, უბეში ჯვარი და ხატი უპოვნეს, ბორკილები დაადეს და ალამუთის ციხეში ჩააგდეს. ლევან მეფემ ქვეყნის გადარჩენის გზად რუსეთთან ურთიერთობა აირჩია. 1561 წელს მან რუსეთის მეფეს, ივანე IV მრისხანეს, ელჩობა გაუგზავნა, იაკობის მეთაურობით. ქართველი მეფე რუსულ ჯარს ითხოვდა, კიდევაც მიიღო და შვიდი წელიწადი (1564-1571) იყოლია ლევანმა კახეთში რუსული ჯარი. საერთო ჯამში ლევანის მეფობის ხანა შედარებითი სიმშვიდისა და თვით მეფის ჭკვიანური საშინაო პოლიტიკის გამო კახეთის კეთილღეობით აღინიშნა. ლევანმა აღაშენა და დააშვენა ქალაქი გრემი რომელიც კახეთის დედაქალაქი იყო მაშინ. 1574 წელს ლევან მეფე გარდაიცვალა. დარჩა ხუთი ვაჟი: თინათინისგან – იესე და ალექსანდრე, ლეკი შამხალის ქალისგან – ელიმირზა, ქაიხოსრო და დავითი. ამათგან უფროსი, იესე, ალამუთის ციხეში იყო ჩამწყვდეული; კახეთის ტახტზე მისი მომდევნო ძმა – ალექსანდრე უნდა ასულიყო.
კატეგორია: ქართველი დიდებულები | დაამატა: biography (2009-02-04)
ნანახია: 3025 | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარი: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
$smenu_1$
სიახლის დამატება