დასავლეთ საქართველოს (იმერეთის) ერისთავი 1392-1414 წლებში. იმერეთის მეფე გიორგი II-ის ძე. მამის გარდაცვალების შემდეგ კონსტანტინემ ვერ შესძლო თავი ”მეფედ” გამოეცხადებინა, რადგან საქართველოს მეფე ბაგრატ V დასავლეთ საქართველოში გადავიდა და ადვილად დაიმორჩილა 1387 წლიდან განდგომილი მხარე. სხვა კონსტანტინეს შესახებ არაფერი ვიცით