AJ AUXERRE FC GIRONDINS DE BORDEAUX US BOULOGNE CO GRENOBLE FOOT 38 LE MANS UC 72 RC LENS LOSC LILLE MÉTROPOLE FC LORIENT BRETAGNE SUD OLYMPIQUE LYONNAIS OLYMPIQUE DE MARSEILLE AS MONACO FC MONTPELLIER HÉRAULT SC AS NANCY LORRAINE OGC NICE COTE D'AZUR PARIS SAINT-GERMAIN STADE RENNAIS FC AS SAINT-ETIENNE FC SOCHAUX-MONTBÉLIARD TOULOUSE FC VALENCIENNES FC

სიახლის დამატება





CS1.6 Monitoring
მთავარი » სტატიები » ქართველი დიდებულები

კონსტანტინე II
ქართლის სამეფოს პირველი მეფე 1478-1505 წლებში. იგი იყო ალექსანდრე I დიდის ვაჟის დემეტრეს ძე, ერთიანი საქართველოს დაშლის შემდეგ წარმოქმნილი ერთ-ერთი სამეფოს - ქართლის პირველი მეფე. 1466 წელს ეცადა ტახტის დაკავბა, მაგრამ ბაგრატ VI-სთან ვერაფერს გახდა და საუფლისწულო მამულებს დასჯერდა. ბაგრატის გარდაცვალების შემდეგ ქართლის ტახტი დაიკავა, თუმცა ცდილობა საქართველოს ერთიანობა როგორმე აღედგინა, ებრძოდა იმერეთის მეფე ალექსანდრე II-ს და მცირე ხნით (1479-1484) შესძლო იმერეთის შეერთება. 1490 წ. კონსტანტინე II-ი მოიწვია სამეფო დარბაზი, რომელმაც ცნო საქართველოს პოლიტიკური დაშლის ფაქტი. მიუხედავად ამისა, კონსტანტინე II მაინც ”ყოვლისა საქართველოსა ტახტისა და გვირგვინის მპყრობელად” და ”მეფეთა-მეფედ” იწოდებოდა. იგი ენერგიულ ზომებს ღებულობდა ქვეყნის დამშლელი რეაქციული ძალების წინააღმდეგ. ქართლის სასულიერო და სამეფო ხელისუფლების მიერ განხორციელებული ღონისძიებების შემდეგ, ბოლო მოეღო სამცხე-საათაბაგოს მთავრის მზეჭაბუკისა და მის მესვეურთა მისწრაფებას, ძირი გამოეთხარათ საქართველოს ეროვნულ-კულტურული ერთიანობისათვის და სამცხე-საათაბაგო საეკლესიო სფეროშიც დამოუკიდებელი გაეხადათ. კონსტანტინე II-ს გართულებულ საგარეო-პოლიტიკურ ვითარებაში მოუხდა მეფობა. ქართლი ამ დროს აყ-ყოინლუს (თეთრბატკნიან თურქმანთა) სახელმწიფოს მოხარკეა და მეფე ცდილობდა ამ დამოკიდებულებისაგან თავის დახსნას. კონსტანტინე II არ ურიგდებოდა არც სეფიანთა სახელმწიფოს ვასალობას და იბრძოდა თავისი სამეფოს სრული პოლიტიკური დამოუკიდებლობისათვის. კონსტანტინე II-ს ქვეყნის გარეთაც უცდია საიმედო მოკავშირეთა პოვნა. ამ მიზნით მას ეგვიპტის სულთანთან ქაიროში გაუგზავნია დესპანი ნილოსი - კარის ეკლესიის მოძღვარი. რა ევალებოდა დესპანს კონკრეტულად, ცნობათა სიმცირის გამო, არ ვიცით, იგივე დესპანი გაუგზავნია კონსტანტინე II-ს რომის პაპ ალექსანდრე VI-ესა და ესპანეთის დედოფალ იზაბელასთან. მათ ქართველი მეფე არაბებზე ბრწყინვალე გამარჯვებას ულოცავდა და დესპანის პირით სთხოვდა, შთაეგონებინათ დასავლეთის ქრისტიანული სახელმწიფოებისათვის ლაშქრობა კონსტანტინოპოლისა (იმჟამად უკვე სტამბოლი) და იერუსალიმის ურჯულოთაგან გასათავისუფლებლად. თავის მხრივ, ქართლის მეფე თავისი შვილითა და ჯარითურთ ამ ლაშქრობაში მონაწილეობის პირობას იძლეოდა.
კატეგორია: ქართველი დიდებულები | დაამატა: biography (2009-02-04)
ნანახია: 986 | რეიტინგი: 5.0/1 |
სულ კომენტარი: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
$smenu_1$
სიახლის დამატება