AJ AUXERRE FC GIRONDINS DE BORDEAUX US BOULOGNE CO GRENOBLE FOOT 38 LE MANS UC 72 RC LENS LOSC LILLE MÉTROPOLE FC LORIENT BRETAGNE SUD OLYMPIQUE LYONNAIS OLYMPIQUE DE MARSEILLE AS MONACO FC MONTPELLIER HÉRAULT SC AS NANCY LORRAINE OGC NICE COTE D'AZUR PARIS SAINT-GERMAIN STADE RENNAIS FC AS SAINT-ETIENNE FC SOCHAUX-MONTBÉLIARD TOULOUSE FC VALENCIENNES FC

სიახლის დამატება





CS1.6 Monitoring
მთავარი » სტატიები » ქართველი დიდებულები

თეიმურაზ II
კახეთის მეფე 1733-1744 წლებში, ქართლის მეფე 1744-1762 წლებში. ერეკლე I ნაზარალი-ხანის ძე, კახეთის მეფის კონსტანტინე II-ის (მაჰმად-ყული ხანის) ძმა. იყო კახეთის გამგებელი 1709-1715 წლებში. 1720-იან წლებში თეიმურაზი ძმასთან – კონსტანტინე II-სთან ერთად აქტიურად იბრძოდა აღმოსავლეთ საქართველოში გაბატონებული ოსმალების წინააღმდეგ. მან მაღაროსთან ბრძოლაში დაამარცხა ოსმალო ფაშა, რითაც დიდი სამსახური გაუწია ირანის ხელისუფლებას ქართლ-კახეთიდან ოსმალთა განდევნის საქმეში. მიუხედავად ამისა, შაჰ-თამაზის სარდალი ნადირ-ხანი მას ეჭვის თვალით უყურებდა და რამდენჯერმე დააპატიმრა კიდეც. 1736 წელს, მას შემდეგ, რაც ნადირი ირანის შაჰი გახდა, მან თეიმურაზი გაათავისუფლა, სამმართველოდ კახეთი დაუბრუნა და სამშობლოში გამოისტუმრა. თეიმურაზმა, თავის ძე ერეკლესთან ერთად, დაამარცხა ირანელთა ბატონობის წინააღმდეგ აჯანყებული გივი ამილახვარი. აგრეთვე, ლეკ-ოსმალთა გაერთიანებული ლაშქარი; ნადირ-შაჰისადმი მოჩვენებითი ერთგულებით და ''სამსახურით'' იგი შეეცადა ქართლ-კახეთში ქართველობა აღედგინა, რამაც შედეგი გამოიღო. 1744 წელს ნადირ შაჰმა თეიმურაზს ქართლიც ''აჩუქა'' - თეიმურაზი ქართლის, ხოლო მისი ძე ერეკლე – კახეთის მეფედ სცნო. თანაც ისე, რომ ისლამის მიღება არ მოუთხოვია! ეს ქართველობის დიდი გამარჯვება იყო. თეიმურაზ II-ის მეფეთ კურთხევის ცერემონიალი შესდგა 1744 წლის 1 ოქტომბერს სვეტიცხოვლის ტაძარში, ყველა ქართული ქრისტიანული წესით. ეს უდიდესი მნიშვნელობის მოვლენა იყო, რადგან საუკუნეზე მეტი იყო გასული, რაც ქართლსა და კახეთში ქრისტიან მეფეს არ ემეფა. ამასთან შაჰმა თეიმურაზს დაუბრუნა XVII ს-ში შაჰ-აბას I-ის მიერ მიტაცებული მხარეები: ლორე, ბორჩალო, ბაიდარი. გამეფებისთანავე მამა-შვილმა დაიწყეს ბრძოლა ამიერ-კავკასიაში გაბატონების მსურველი ხანების წინააღმდეგ და მალე ერევნის, განჯისა და ნახჭევანის ხანები მოხარკედ გაიხადეს. 1747-1749 წლებში თეიმურაზ II ირანის შაჰის კარზე იმყოფებოდა. სამშობლოს დაბრუნებულმა თან ჩამოიტანა შაჰის ბრძანება იმის შესახებ, რომ ყაზახ-ბორჩალო ქართლ-კახეთის სამეფოს კუთვნილება იყო, რითაც სახელმწიფოს ტერიტორიული ფარგლები კიდევ უფრო გაფართოვდა. 1751-1752 წლებში მამა-შვილმა დაამარცხეს თავრიზის მფლობელი აზატ-ხანი. შაქი-შარვანის ხანი აჯი-ჩალაბი და ამით ქართლისა და კახეთის სამეფოებმა მთელ ამიერკავკასიაში პოლიტიკური უპირატესობა მოიპოვეს. XVIII ს-ის 50-იან წლებში თეიმურაზ II-მ თავის ძე ერეკლე II-სთან ერთად შეუტია ქვეყანაში მომძლავრებულ ე. წ. “ლეკიანობას”. განსაკუთრებით დიდი ბრძოლები გაიმართა მჭადიჯვრისა (1754 წ.) და ყვარლის (1755 წ.) ციხეებთან. სადაც ქარველებმა დაამარცხეს ლეკთა დიდი ლაშქარი ხუნძახის (ავარიის) მფლობელის ნურსალ-ბეგის მეთაურობით,რის შემდეგაც შესუსტდა დაღესტნელ ფეოდალთა განუწყვეტელი შემოსევები. 1760 წლის აპრილში თეიმურაზ II რუსეთს გაემგზავრა. იგი მოითხოვდა დახმარებას ჯარით ან მის დასაქირავებლად საჭირო ფულს სესხის სახით. რისი მეშვეობითაც რუსეთის მთავრობას ირანში ლაშქრობასა და იქ რუსეთისათვის სასურველი შაჰის დასმას ჰპირდებოდა. მაგრამ მაშინ რუსეთს საქართველოსთვის არ ეცალა, რადგან პრუსიასთან შვიდწლიან ომში იყო ჩაბმული. დახმარების მოლოდინში, 1762 წლის 8 იანვარს თეიმურაზ II პეტერბურგში გარდაიცვალა. მისი ამალის წევრებმა იგი წამოასვენეს და დაკრძალეს ასტრახანის მიძინების ტაძარში, ვახტანგ VI-ის გვერდით. თეიმურაზ II იყო პოეტი და მთარგმნელი. მის კალამს ეკუთვნის პოემა “დღისა და ღამის გაბაასება”, ავტობიოგრაფიული ხასიათის ლექსი “თავგადასავალი”. აღსანიშნავია მისი თხზულება “სასახლის ქება”. პოეტის ლიტერატურული მრწამსის გასათვალისწინებლად მნიშვნელოვანია მისი “გაბაასება რუსთაველთან”. თეიმურაზ II-მ სპარსულიდან თარგმნა იგავ-არაკთა კრებული “თიმსარიანი”. თეიმურაზი სამჯერ იყო ნაქორწინევი: პირველი ცოლსიგან ანასგან, მას შვილი არ ჰყოლია. მისი მეორე ცოლი იყო ვახტანგ VI-ის ასული თამარი რომლისგამაც დარჩა ერეკლე და ანა. 1746 წელს თეიმურაზმა მესამედ იქორწინა ციციშვილის ნაცოლარ ანახანუმ იორამიშვილზე, რომლსაგან კიდევ სამი შვილი ელისაბედი, ქეთევანი და სოლომონი ეყოლა. თეიმურაზის გარდაცვალების შემდეგ ქართლ-კახეთი ერთ სამეფოდ გაერთიანდა.
კატეგორია: ქართველი დიდებულები | დაამატა: biography (2009-02-04)
ნანახია: 1120 | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარი: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
$smenu_1$
სიახლის დამატება