იბერიელი უფლისწულის, სომხეთის მეფის - რადამისტის (ღადამის) მეუღლე (Iს.). როდესაც რადამისტი იძულებული იყო სომხეთიდან გამოქცეულიყო (59წ.) მას ფეხმძიმე ზენობიაც თან ახლდა, როგორც ლეგენდა გადმოგვცემს ზენობიას გზის გაგრძელება ვეღარ შესძლებია და რადამისტისთვის უთხოვია ”მომკალიო”, რადამისტასც მისთვის ხანჯალი ფერდში ჩაურტყამს და მდინარე არაქსში გადაუგდია. ზენობია გადარჩა, იგი მწყემსებმა იპოვეს, უმკურნალეს და არტაქსატაში მიიყავნეს. ზენობია დიდის პატივით მიუღია სიმხეთის მაშინდელ მმართველს ტირდატს (სწორედ მას რომელსაც ზენობია და რადამისტი გამოექცნენ).
|